რაც კი მიცხოვრია ერთი კითხვა მოსვენებას არ მაძლევს: ნუ თუ ადამიანი უაზროა უაზროთა შორის? ხან რა და ხან რა, მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც ვერ მიპოვნია. მისი შინაგანი სამყარო ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი თავის კმაყოფადობაზე. თუ კი მისი სურვილები რეალობის აღქმას არ ექვემდებარება გამოდის რომ იგი ხდება მეოცნებე.
ხშირად ადამიანს ბოროტული ქმედებებისკენ უბიძგებს ძალა, რომელის მიმართულებაც არის ქვემოთ. სწორედ ამ დროს ხდება ადამიანი საცოდავი, როდესაც უძლურება იმორჩლებს და ემონება რაღაც უხილავს,ბნელს, ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა რთულია. ეს ის მომენტია, როდესაც ბნელი აზრები გიზიდავს და გაჩვევს, არ განებებს თავს. დოსტოევსკის არ იყოს მართლაც რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა, თუმცა ცუდი მიმართულებით ყურება მეტად გვიყვარს და უკეთაც გვეხერხება. „ჩვენ კი უნდა გვაპატიოს ეს ყოველივე იმან, ვინც აპატია ყველას“..
და რა არის პრიორიტეტული სულით დაცემული ადამიანისთვის? ერთ-ერთი და არა ერთადერთი არის ტყუილი, რომელიც ასე ზოგადი გახდა და მრავლადაა განშტოებული მათ განზომილებაში,შემდგომ მას ეთაყვანებიან და სხვასაც კი აცხოვრებენ თურმე. ცოტას თუ დაფიქრდებით ,თქვენც ალბათ იტყვით, მართლაც რა უბადრუკია ასეთი ადამიანი.მას იმორჩილებს ეგოიზმი,მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და საკუთარი სურვილის დაკმაყიფილება უაღრესი ნიჭია მისთვის, თუნდაც დანაშაულის ხარჯზე.
რაშია გამოსავალი? ‘’გამოსავალი სიყვარულშია,როდესაც ადამიანს უყვარს მას აღარაფერი ბეზრდება’’. ‘’თუ თავისუფალი ხარ და საკუთარ თავს არ ემონები მუდამ სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები’’.