არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისთვის თუ მოგიკრავთ თვალი “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!” ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელი პრესის ფურცლებს. ალბათ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლიდი “უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!” ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა. მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრები, ვინ იცის როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და მოუყვებობდენენ საიტერესო ისტორიებს. ერთ-ერთი მათგანი ეს იქნებოდა: ეს ისტორია სულ ცხელ-ცხელია. ცხელი ზაფხულის მზე შუბის ტარზე იდგ, როდესაც ბანკომატთან ფულის ასაღებად მივედი. ორი ადამიანის რიგის გავლის შემდეგ ჩემი რიგი იყო. პირველმა კაცმა აიღო ფული და წავიდა, ჩემს წინ ორი მეგობარი მივიდა ბანკომატთან და ერთ ერთმა დაიძახა “უხ რა უიღბლო ვარო”.. მორთო ღრიალი. არ მუშაობსო და თან კბილებს ისე აკრაჭუნებდა ალბათ “უიღბლობას” სხეულის ფორმა, რომ ჰქონოდა ნამდვილად გაგლეჯდა, დაღეჭავდა და შეჭამდა… მინდოდა შემეჩერებინა, მაგრამ ისე იყო გართული უიღბლობაზე ჯავრის ამოყრით, რომ გიჟივით გავარდა… მე ამ დროს შევედი ბანკში მოვიკითხე ბანკომატზე ვინ იყო პასუხისმგებელი, გავარკვიე, რომ თურმე ბანკომატი მუშაობდა, სულ რაღაც წამიერი შეფერხება ჰქონდა. მე მშვიდად ავიღე ფული. იქვე გოგონა მელოდებოდა, მთხოვა ბანკომატიდან ფული გამომატანინეთო და თქვენ წამოიდგინეთ ბარათი რომ ჩავდე კვლავ შეფერხდა მუშაობა, მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი რომ პრობლემა წამიერი იყო. საინტერესო ის იყო რომ ეს ეგრეთ წოდებული “უიღბლო ადამიანი” სწორედ იმ დროს მივიდა, როდესაც შეფერხდება აპარატის მუშაობა. თუ დააკვირდებით მას ისე ჰქონდა შეგუებული და საკუთარ თავზე იარლიყი “უიღბლო ” მიწებებული და თანაც კარგად მორგებული რომ მიიზიდა ის წამი, რომელმაც სწორადაც გაამართლა მისი სტატუსის არსებობა..
არასოდეს დანებდეთ! ვიდრე არსებულით დავითრგუნებით და არასასიამოვნო ისტერიკა და ემოციები შეგვიპყრობს, იქნებ სხვა ალტერნატივაც (პოზიტიური) შევთავაზოთ საკუთარ თავს.. იქნებ რისი უნარი აქვს მას. გამოსავალი ყოველთვის არსებობს მთავარია მისი ძიების სურვილი გვქონდეს… ცხოვრება ხომ ასე საინტერესო და მშვენიერია…