Skip to content

ნიანგი და მისი ცრემლები

რამდენჯერაც ადამიანი მისთვის უცნაურ მოვლენას შეიმეცნებს ბუნებიდან, ეს იქნება ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროდან ყოველთვის გაფართოებული თვალებით და ინტერესით ღებულობს მას და თან დააყოლებს სიტყვას “სასწაულია”. “რა საინტერესოა”, სანამ დავიწყებდი წერას, ჩემდა უნებურად ნიანგის ცრემლები გამახსენდა. თქვენც გაიხსენეთ, როდესაც ნიანგი თავის მსხვერპლს ჭამს თვალებიდან ცრემლები მოდის. ეს ფრაზა ხომ გაგიგიათ “ნიანგის ცრემლებს ღვრისო” – თან ჭამს თან ეცოდებაო.

იცით ეს თვისება ყველა ადამიანშია, მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში. ადამიანი მიკრო სამყაროა მაკრო სამყაროში. გაგახსენდათ თქვენი თავი? როდესაც პრობლემის წინ დგახარ რას აკეთებთ? ჯერ “ანადგურებთ” თქვენ თავს შემდეგ ტირიხართ თუ “როგორი საცოდავი ხართ” და დასტირით საკუთარ თავს. ჩაიხედავთ სარკეში და გაგახსენდებათ, როგორი ლამაზი იყავით, როგორი ნიჭიერი ოცნებებით და ხალისით სავსე. მერედა რა უყავი ამ სილამაზეს, ბრიალა ლამაზ თვალებს, ან ნიჭს? აიღე და შეჭამე ახლა კი ტირიხარ და თან არც გინდა დაიჯერო, რომ სწორად ის ნიანგი ხარ, რომელიც შენს თავს რომ ჭამ და შემდეგ დასტირი და დასძახი, თუ “როგორი უიღბლო ხარ”.

იქნებ ჩვენ ყველამ აუხსნათ ყველამ საკუთარ თავს რას ნიშნავს “უღბლოობა”, “უბედობა”? A წერტილიდან B წერტილში ზუსტად იგივე მეთოდებით და იგივე ინსტრუმენტებით მგზავრობა და როდესაც მიაღწევთ B წერტილს, მხოლოდ ერთი გამამართლებელი სიტყვა ამოგვდის პირიდან “რა უიღბლო ვარო”. იქნებ დავფიქრდეთ და ანალიზი გაუკეთოთ ჩვენს მგზავრობას. A-დან B-მდე რა არის ის რაღაც, რასაც შენივე ლოგიკით აზრით, გამოცდილებით ნაცნობ A წერილიდან B წერტილში მივყავართ? განა ნიანგები არ ვართ, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეჭმა, საკუთარი თავის და მერე ცრემლების ღვარღვარით დავსტირით და თან მთელი ცხოვრება. არ მოგწყინდათ ამ მდგომარეობაში ყოფნა?

გამოსავალი? გამოსავალი შენი თავის სწორად მართვაშია. მეც ზუსტად ასეთი ნიანგი ვიყავი, სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტი, როდესაც ქუჩაში ჩემი ნაცნობი შემხვდა და მომიკითხა მერე თან გულწრფელად მითანაგრძნო “უი შენც რა უიღბლო ყოფილხარ შე საცოდავოო” ახლაც მახსოვს შიგნიდან შემომძახა ჩემა ქვეცნობიერმა, “ჩემმა ანგელოზმა” არა.. არ დაუშვებ შენ რომ უიღბლო იყო შენ ხომ მხოლოდ ბედნიერებისა და წარმატებას იმსახურებ…

შევპირდი ჩემს თავს, რომ აღარასოდეს ვიქნებოდი ნიანგი და აღარასოდეს დავაფრქვევ ცრემლებს ჩემს ცხოვრებაზე. გიყვარდეს შენი თავი ნუ გაანადგურებ უფლისაგან ბოძებულ ბედნიერების დანიშნულებას.