დაფასება სიყვარულის ენაა. უნდა ვეძებოთ გზები, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ საყვარელ ადამიანებს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ მათი არსებობა. როდესაც ვამბობთ „მე შენ გაფასებ“ სინამდვილეში ხომ იმას ვგულისხმობთ, რომ გვიყვარს. თუმცაღა ეს უკანასკნელი ბევრად ძნელი სათქმელია,ვიდრე პირველი.
სიყვარულის გამოხატვისა და დაფასების უამრავი გზა და შესაძლებლობა არსებობს – სიტყვით, თუ საქმით. კარგია ფიქრი იმაზე, რომ საქმით დავუმტკიცოთ იგი ერთმანეთს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ხომ ყოველდღე არ გვეძლევა?
“ყოველი დღე სიყვარულის დღეაო” – ხშირად გვითქვამს და თუ ასეა,რატომ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ წამს? უმჯობესია თვალებში ჩავხედოთ მას ვინც გვიყვარს და გულწრფელად ვუთხრათ: მე შენ მიყვარხარ. არავინ იცის კიდევ რამდენჯერ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა – ნუ დავკარგავთ ამ წამს.
სცადეთ დღეს. უთხარით თუნდაც ერთ ადამიანს…