1930 წლის 14 ივლისს, ალბერტ აინშტაინი ბენგალელ ფილოსოფოსს რაბინდრანათ თაგორს, ბერლინში, საკუთარ სახლში შეხვდა. მათ შორის გაიმართა მსოფლიოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალური საუბარი, რომელიც მოიცავდა მშვენიერების, ჭეშმარიტების, მეცნიერებისა და რელიგიის კონცეფციებს.
აინშტაინი: თქვენ გწამთ სამყაროსგან განცალკევებული ღმერთის?
თაგორი: არა განცალკევებული. ადამიანის უსასრულო პიროვნულობა მთელს სამყაროს მოიცავს. არ შეიძლება არსებობდეს რაიმე, რაც მას არ განეკუთვნება. ეს იმას ამტკიცებს, რომ სიმართლე სამყაროს შესახებ ადამიანური ჭეშმარიტებაა.
ამის ასახსნელად მეცნიერული ფაქტები გამოვიყენე. მატერია პროტონებისა და ელექტრონებისგან შედგება, რომელთა შორის არსებობს ხვრელები, თუმცა მატერია მაინც ერთიანია. მსგავსად ამისა, კაცობრიობაც ინდივიდებისგან შედგება, მათ აქვთ ურთიერთობები, რომელიც ადამიანთა სამყაროს სასიცოცხლო ერთიანობას ანიჭებს. მთელი სამყარო მსგავსი მეთოდით გვიკავშირდება, ეს ადამიანთა სამყაროა. ამ მოსაზრებამდე ხელოვნების, ლიტერატურის და ადამიანის რელიგიური ცნობიერების ანალიზის საშუალებით მივედი.
აინშტაინი: სამყაროს ბუნების შესახებ, ორი განსხვავებული აზრი არსებობს:
1. სამყარო, როგორც ადამიანებზე დაფუძნებული ერთიანობა;
2. სამყარო როგორც ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი რეალობა;
თაგორი: როდესაც სამყარო მუდმივ ჰარმონიაშია ადამიანთან, ჩვენ მას, როგორც ჭეშმარიტებას ისე აღვიქვამთ და შევიგძნობთ, როგორც მშვენიერებას.
აინშტაინი: ეს წმინდა ადამიანური შეხედულებაა სამყაროს შესახებ.
თაგორი: არ შეიძლება სხვა შეხედულება არსებობდეს. მსოფლიო ადამიანთა სამყაროა – მასზე არსებული მეცნიერული აზრიც მეცნიერი ადამიანის შეხედულებაა. არსებობს მიზეზისა და სიამოვნების სტანდარტი, რომელიც მას ჭეშმარიტებას ანიჭებს – მუდმივი ადამიანის სტანდარტი, რომლის გამოცდილება ჩვენს გამოცდილებებს ემყარება.
აინშტაინი: ეს ადამიანური ქმნილების რეალიზაციაა.
თაგორი: ნამდვილად, ერთი მუდმივი არსება. ჩვენ საკუთარი ემოციებითა და მოქმედებებით უნდა ვაანალიზებდეთ მას. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უზენაეს ადამიანს არ გააჩნია არანაირი ინდივიდუალური შეზღუდვა ჩვენი შეზღუდვებიდან. მეცნიერება ურთიერთკავშირშია იმასთან, რაც ინდივიდებს არ ემიჯნება. ეს ობიექტურ ჭეშმარიტებათა ადამიანური სამყაროა. რელიგია აანალიზებს ამ ჭეშმარიტებას და ჩვენს სიღრმისეულ საჭიროებებთან აკავშირებს. ჩვენი ინდივიდუალიური გაცნობიერება ჭეშმარიტებისა უნივერსალურ მნიშვნელობას იღებს. რელიგია ჭეშმარიტებას ღირებულებებს ანიჭებს, ჩვენ ჭეშმარიტებას მასთან ჰარმონიაში ყოფნით შევიცნობთ.
აინშტაინი: გამოდის ჭეშმარიტება, ან მშვენიერება ადამიანისგან დამოუკიდებელი არაა?
თაგორი: არა.
აინშტაინი: თუ ადამიანები არ იარსებებდნენ, ბელვედერის აპოლონიც აღარ იქნებოდა მშვენიერი?
თაგორი: არა.
აინშტაინი: მშვენიერების კონცეფციის შესახებ გეთანხმებით, თუმცა ჭეშმარიტების შესახებ არა.
თაგორი: რატომ არა? ჭეშმარიტება ადამიანში ავლენს თავს.
აინშტაინი: არ შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩემი მოსაზრება სწორია, თუმცა ეს არის ჩემი რელიგია.
თაგორი: მშვენიერება სრულყოფილი ჰარმონიის იდეალია, რომელიც უნივერსალურ არსებაში ვლინდება. ჭეშმარიტება უნივერსალური გონების სრულყოფილი აღქმაა. ჩვენ, ინდივიდები, ჭეშმარიტებამდე საკუთარი შეცდომებისა და უსიამოვნო შემთხვევების გზით მივდივართ, დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე, ჩვენი გასხივოსნებული ცნობიერების წყალობით – სხვა გზით როგორ შეიძლება შევიცნოთ ჭეშმარიტება?
აინშტაინი: არ შემიძლია მეცნიერულად დავამტკიცო, რომ ჭეშმარიტება გაგებული უნდა იყოს, როგორც სიმართლე, რომელიც მართებულად დამოუკიდებელია ადამიანთაგან, მაგრამ მე ამის მტკიცედ მწამს. მჯერა ისე როგორც პითაგორას თეორემის, რომელიც გეომეტრიაში ამტკიცებს იმას, რაც ჭეშმარიტებასთან ძალზედ ახლოსაა, ადამიანის არსებობისგან დამოუკიდებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე რეალობა, რომელიც დამოუკიდებელია ადამიანისგან, ასევე არსებობს ჭეშმარიტებაც, რომელიც ამ რეალობას ენათესავება. იგივე გზით, პირველის უარყოფა მეორეს არსებობის უარყოფის საშუალებასაც გვაძლევს.
თაგორი: ჭეშმარიტება, რომელიც უნივერსალური ადამიანის გაგებასთან ერთად არსებობს, უნდა აუცილებლად ადამიანური იყოს, სხვა შემთხვევაში რასაც ჩვენ, ინდივიდები, ჩავთვლით სიმართლედ, ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტება, თუნდაც ის, რომელსაც მეცნიერულს ვუწოდებთ და რომელიც მხოლოდ ლოგიკის პროცესით მიიღწევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანული ფიქრებით, რომელიც თავისთავად ადამიანურია. ინდური ფილოსოფიის თანახმად არსებობს ბრაჰმა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც არ შეიცნობა ინდივიდის გონების განცალკევების წყალობით და არც სიტყვებით აღიწერება, ის შეიძლება მხოლოდ გაანალიზებულ იქნეს ინდივიდის მის უსასრულობასთან სრული შერწმით. თუმცა ასეთი ჭეშმარიტება არ შეიძლება ეკუთვნოდეს მეცნიერებას. ჭეშმარიტება, რომლის ბუნებასაც ჩვენ განვიხილავთ გარეგნული სახეა, ეს იმის თქმაა, რა ეჩვენება ადამიანის გონებას სიმართლედ, მაშასადამე ამგვარი სიმართლე მხოლოდ ადამიანურია. მას შეიძლება ეწოდოს მაია ან ილუზია.
აინშტაინი: გამოდის თქვენი შეხედულების თანახმად, რომელიც შესაძლოა ინდური კონცეფციაა, ეს მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა კი არა, არამედ მთელი კაცობრიობის ილუზიაა.
თაგორი: სახეობებიც მიეკუთვნებიან ამ ერთიანობას, კაცობრიობას. მაშასადამე სრულიად ადამიანური გონება აანალიზებს ჭეშმარიტებას. ინდური და ევროპული გონებაც საერთო რეალიზაციას ექვემდებარებიან.
აინშტაინი: სიტყვა „სახეობა“ გერმანულ ენაშიც ყველა არსების აღსაწერად გამოიყენება, ფაქტია, თვით მაიმუნებიც და ბაყაყებიც კი მიეკუთვნებიან მას.
თაგორი: მეცნიერებაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ დისციპლინით ჩვენი გონების პირადი შეზღუდვების აღმოსაფხვრელად და ასე შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას, რომელიც უნივერსალური ადამიანის გონებაა.
აინშტაინი: დამოუკიდებელია, თუ არა ჭეშმარიტება ჩვენი ცნობიერებისგან, აქ იბადება პრობლემა.
თაგორი: რასაც ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძახით, რეალობის ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტთა ჰარმონიას შორის იმალება, რომლებიც , ორთავე, უზენაეს ადამიანს მიეკუთვნებიან.
აინშტაინი: თუნდაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ იძულებული ვართ მივიღოთ რეალობა, როგორც ადამიანთაგან დამოუკიდებელი, იმ საგნებში რომელთაც ვიყენებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა დავაკავშიროთ ჩვენი გრძნობების გამოცდილებები მიზეზშედეგობრივი გზით. მაგალითისთვის, თუ სახლში არავინაა, მაგიდა მაინც თავის ადგილას რჩება.
თაგორი: დიახ, ის ინდივიდის გონებას გარეთ რჩება, მაგრამ არა უნივერსალური გონების. მაგიდა, რომელსაც აღვიქვამ ასევე აღქმადია იგივე სახის ცნობიერების მიერ, რომელსაც მე ვფლობ.
აინშტაინი: თუ არავინ იქნებოდა სახლში, მაგიდა მაინც უცვლელად იარსებებდა, მაგრამ ეს უკვე არასწორია თქვენი შეხედულების მიხედვით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ რას ნიშნავს, რომ მაგიდა იქაა, ჩვენგან დამოუკიდებლად.
ჩვენი ბუნებრივი შეხედულება ჭეშმარიტების ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობის შესახებ, არ შეიძლება აიხსნას ან დამტკიცდეს, მაგრამ ეს რწმენაა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს აკლდეს – თუნდაც პრიმიტიულ არსებას. ჩვენ უზენაესი ადამიანის ობიექტურობასაც ჭეშმარიტებას მივაკუთვნებთ; ეს აუცილებელია ჩვენთვის, რეალობა, რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი არსებობისგან, ჩვენი გამოცდილებისა და გონებისგან – შესაბამისად არ შეგვიძლია ვთქვათ, რას ნიშნავს იგი.
თაგორი: მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მაგიდა, როგორც საგანი მხოლოდ გარეგნული სახეა და შესაბამისად, რასაც ადამიანის გონება აღიქვამს როგორც მაგიდას, არ იარსებებდა, თუ გონება გაქრებოდა. ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ ის ფაქტიც, რომ მაღალი ფიზიკური რეალობა არაფერია გარდა მრავალი მბრუნავი ელექტრული ძალის ცენტრებისა, რომელიც ასევე ადამიანის გონებას მიეკუთვნება.
ჭეშმარიტების აღქმაში, არსებობს მუდმივი კონფლიქტი უნივერსალური ადამიანის გონებასა და იგივე გონებას შორის, რომელიც გაბნეულია ინდივიდებში. მისი დალაგების საუკუნო პროცესი მიმდინარეობს ჩვენს მეცნიერებაში, ფილოსოფიასა და ეთიკებში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტურად არ არის კავშირში კაცობრიობასთან, მაშინ ის აბსოლუტურად არ არსებობს.
არაა ძნელი წარმოიდგინო გონება, რომლისთვისაც საგანთა წესრიგი სივრცეში კი არ ხდება, არამედ მხოლოდ დროში, როგორც მუსიკის ნოტების წყობა. ასეთი გონებისთვის რეალობის მსგავსი აღქმა, ენათესავება მუსიკალურ რეალობას, რომელსაც პითაგორას გეომეტრიაში არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. არსებობს ფურცლის რეალობა, რომელიც უსასრულოდ განსხვავდება ლიტერატურის რეალობისგან. ჩრჩილით შეპყრობილი გონებისთვის, რომელიც ჭამს ლიტერატურას, ის აბსოლუტურად არ არსებობს. ადამიანის გონებისთვის ლიტერატურას ბევრად დიდი ღირებულება აქვს, ვიდრე თავად ფურცელს. ასე და ამგვარად, თუ არსებობს რაიმე სიმართლე, რომელსაც აქვს არაგრძნობადი ან რაციონალური კავშირი ადამიანის გონებასთან, ის ყოველთვის არაფრად დარჩება მანამ, ვიდრე ჩვენ ადამიანური ქმნილებები ვიქნებით.
აინშტაინი: მე მეტად რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენ!
თაგორი: ჩემი რელიგია უზენაესი ადამიანის შეცნობაა, უნივერსალური ადამიანური სულის, ჩემს ინდივიდუალურ არსებაში.
თარგმანი: თემო ბერიშვილი