უფალმა მოგვცა სამყარო რათა ადამიანებს შეეცნოთ და შეესწავლათ იგი, მისცა ამისთვის ყველა ინსტრუმენტი – გონება პირველ რიგში და მიწიერი ყოფნა, რათა ზეცა დაეპყროთ, ადამიანს ფარდა ჩამოეხსნა ვირტუალსა და მიწიერს სამყაროს შორის. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა, ეს არის დიდი საქმის კეთება და ამით სიამოვნება და კეთილდღეობა მოტანა ერთმანეთისათვის.
სამყარო ვირტუალური ესაა გამოჭრილი ფანჯარა, რითაც მოხდა ადამიანების მატერიალური სამყაროს მიშენება ვირტუალურ სამყაროსთან. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ დაიპყროს მეცნიერების მწვერვალები ამით წინ წასწიოს სამყაროს შემეცნება, ყოველდღიური ცხოვრება გახადოს გაფართოვებული ყველა თვალსაზრისით მატერიალურიდან ვირტუალურის ფართო სივრცეში. ადამიანმა ეს უნდა დაიჯეროს, რომ უფალმა შემოქმედმა ყველა თავის ხატად შექმნა და ყველას ერთნაირი შესაძლებლობები მისცა იყოს ბედნიერი და წარმატებული, თავისუფალი ყველა ნეგატიური გარემოსაგან, მხოლოდ ამას შრომა სჭირდება ყოველდღიური დაუღალავი….
შედეგი კი იქნება ისეთივე ბრწყინვალე და სასწაულებრივი როგორც უფლის შესადარია, მას ძალიან უყვარვართ, უყვარს ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჩვენ გვაჩუქა – სიცოცხლე. მას განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, როგორც ძვირფასი, რათა გული არ ვატკინოთ, იმედი არ გაუცრუოთ შემოქმედს, დიდებულს, სათაყვანებელს, საყვარელს. ჩვენს მოვიხმობთ მას როდესაც ძალიან გვიჭირს. ის ყოველთვის ჩვენთან არის, იმიტომ რომ მან იცის ამ საჩუქრის ფასი უფრო მეტად, უფრო ღრმად, ვიდრე თავად ჩვენ როგორც უფლის საჩუქრებმა.”