რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? მუდამ ჭეშმარიტების ძიებაში ვართ. გვინდა სწორი გზა ავირჩიოთ. ვირჩევთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს გზა ნამდვილია. ნუთუ მხოლოდ იმისთვის დავიბადეთ, რომ თავი გავიტანოთ ცხოვრებაში? მაშინ რატომ ვართ მაინც დაღონებული, თუ ვთვლით რომ ბედნიერებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ნუთუ სხვა მიზანი არ არსებობს? აბა რა არის ის დიადი აზრები და სურვილები, რასაც გულში ვფიქრობთ… ვგრძნობთ, რომ ცხოვრებაში მთავარი სულ სხვა რამეა ის, რასაც ჯერ ვერ მივაღწიეთ. შეუძლებელია ეს არ იყოს ჭეშმარიტება! ჩვენ ხომ ვფიქრობთ. ესე იგი არსებობს ნამდვილი ჭეშმარიტი ბედნიერება.
არა, ადამიანი იმისათვის არ იბადება, რომ უბრალოდ იცხოვროს. ჩვენ თუ ვეძებთ ბედნიერებას, მივაღწევთ კიდეც! ამაში ისევ ჩვენი ინსტიქტი დაგვეხმარება, ჩვენი შინაგანი ხმა. იგი თვითონ მიგვიყვანს ბედნიერებამდე. ხოლო, თუ ვფიქრობთ, რომ საკმარისად ბედნიერები ვართ, მაშინ ვერასოდეს მივაღწევთ მას! ისევ ვაგრძელებთ,ჭეშმარიტების ძიებას… გვინდა თავი შევაფაროთ მას, დაცულები ვიყოთ და არ გვაწვალებდეს ეჭვი, რომ სწორი გზით მივდივართ. იმას, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად:
ვსწავლობთ, ვმუშაობთ…ვაკეთებთ ბედნიერებისთვის? თუ ამით მიაღწევთ მას, ესე იგი ის ყოფილა თქვენი ბედნიერების თავშესაფარი. თუ მაინც არ ხართ, მაშინ განაგრძეთ ძიება!
ხშირად, ადამიანები ისე იხოცებიან,არ უცხოვრიათ… ბევრ ცოცხალ ადამიანში მიცვალებული სულია, რომელიც სიბნელეში ცხოვრობს. მიყვება ცხოვრების რუტინას, ჩამქრალი აქვს ვნება, სამყაროს იდეა, სურვილი რაიმეს გადალახვისა, დაპყრობისა, რაღაც ახლისა და სიამოვნებისა.. შეიძლება ჩვენი ეჭვები ახლა გვტანჯავს,რომ ვგრძნობთ რეალური ცხოვრების არსს. მაგრამ ეს არის ის ბედნიერება, რომელსაც ყველა ვერ სწვდება. ჩვენი გონება ამოუცნობია.იგი მოცულია ძლიერი გრძნობებით, განცდებით. ჩვენს გონებაში საოცარი სიძლიერით იღვენთება ოქროს აზრები.. ჩვენ წინ ვდგავართ სხვა ადამიანებზე, რადგან ჩვენ შევიცანით ცხოვრების, სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი!
“დღეს ერთი, ხვალ სხვა, საბოლოოდ კი ყველანი ჩრდილად ვიქცევით. უმჯობესია ღირსეულად დატოვო საწუთრო და ვნებით გულაღგზნებული წახვიდე იმქვეყნად, ვიდრე წლიდან წლამდე დაჭკნე, საწყალობლად დაჩაჩანაკდე.”