Skip to content

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება თვითონ

ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს უკმაყოფილო საკუთარი ყოფით და გადაწყვიტოს ცვლილებების შეტანა საკუთარ თავსა და ცხოვრებაში. მინდა  წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ხერხი, რითაც ადვილად მიაღწევთ ცვლილებასა და მიზანს.

1. აღმოაჩინეთ პრობლემა– თქვენ გადაწყვიტეთ ცვლილება, მაგრამ რისი შეცვლა გსურთ?

მნიშვნელოვანია:

• გააკეთოთ პოზიტიური ფორმულირება. მაგ: დაწერეთ „მინდა გახდომა“ და არა „აღარ მინდა ვიყო მსუქანი“.

• დაწერეთ ცვლილება ერთ წინადადებაში. აუცილებელია ეს თქვენი სურვილი იყოს და არა ახლობლების, მეზობლების და ა.შ.

• ჩამოწერეთ რის გამო გსურთ ცვლილება. ამის დაწერა დაგეხმარებათ ცვლილების პროცესშიც გაიხსენოთ თქვენი მოტივატორები.

2. შეაწუხეთ თქვენი გონება

• წარმოიდგინეთ ხშირად ის, რა შედეგის მიღებაც გსურთ და თან ისე, თითქოს უკვე დასრულებულ ფორმაშია.

3. მზად იყავით ხელისშემშლელი ფაქტორებისთვის და ჩამოწერეთ ისინი.

• ეს შეიძლება იყოს გარემო სიტუაციები

• ან გარშემომყოფი ადამიანები

4. მარცხის მოლოდინი

• ცვლილება ერთ ღამეში ვერ მოხდება. საჭიროა დრო.

• შეეგუეთ, რომ რეგრესი არის ჩვეულებრივი მოვლენა წარმატების გზაზე და შესაძლოა შეგხვდეთ დაბრკოლებები.

5. იყავი მოთმინებით

• ცვლილებები ხდება თანდათანობით. ამიტომ ყურადღება სწორედ მცირე ცვლილებებს მიაქციეთ, რომლებიც მიგითითებენ, რომ სწორი გზით მიდიხართ. იყავით მომთმენნი, იგრძენით სიცოცხლე, იყავით მშვიდად.

6. იყავით რეალისტი. დაისახეთ ისეთი მიზანი, რომელიც მიღწევადია. მარცხმა კი ცუდი განწყობის მოტანა იცის, ამიტომ დაფიქრდით, რამდენად რეალურ მიზანს ისახავთ.

• დაგეგმეთ ისეთი მიზანი რაც თქვენს ხელშია.

• განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები ზედმიწევნით.

7. აუცილებლად დააწესეთ ვადა.

• ეს დაეხმარება თქვენს მოტივაციას იყოს ფორმაში.

• დააწესეთ მოკლე ვადები. მაგალითად, თუ გსურთ შეაგროვოთ თანხა წელიწადში 20 000 $, გათვალეთ ერთ თვეზე და თქვით რამდენს შეაგროვებთ ყოველი თვის ბოლოსათვის.

8. დასახეთ შესაბამისი ქმედებები

• ჩამოწერეთ ქმედებები და ნაბიჯები, რომელიც მიგიყვანთ სასურველ შედეგთან. მაგ–ად: თუ გსურთ იშოვნოთ ახალი სამსახური, დაფიქრდით რა აქტივობები შეიძლება განახორიელოთ ამისთვის? ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ ვაკანსიების მოძიება ყოველდღიურად, ცოდნის გაღრმავება(კონკრეტულად რაში?), და ა.შ.

9. დაიწყეთ ახლა – ხვალ ყოველთვის იქნება გვიან, რადგან როდესაც ხვალინდელი დღე გათენდება „ხვალ“ ისევ შემდგომი დღე აღმოჩნდება და ასე მუდამ.

10. დაამარცხეთ შიში – ხშირად შიში გვიშლის ხელს დავიწყოთ ცვლილება. ამ დროს გაიხსენეთ ქართული ანდაზა: „ცდა ბედის მონახევრიაო“ და მიხვდებით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცდას, პირველ ნაბიჯს. იმას რომ სცადოთ და შეაბიჯოთ თქვენს სასურველ სამყაროში.

11. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი–თუკი ხედავთ რომ წინ მიიწევთ, მადლობა გადაუხადეთ თქვენს თავს და დააჯილდოვეთ ის.

• ეს შეიძლება იყოს გემრიელი სადილი ან სამოსი. ან თუნდაც შაბათ–კვირა ქალაქ გარეთ გასვლა.

• მხოლოდ გაითვალისწინეთ: თუ თქვენი ცვლილების მიზანი წონაში კლებაა, ჯილდოდ მაინცდამაინც ნაყინს ნუ მიირთმევთ.

12. გამოიყენეთ თქვენი ემოციები•   დადებითი ემოცია ათავისუფლებს მეტ ენერგიას, რაც შეგიძლიათ თქვენი მიზნისთვის გამოიყენოთ. თავი მაღლა ასწიეთ, დარწმუნდით თქვენს ძალებში და გაიღიმეთ.

13. შეიქმენით დისკომფორტი
• გამოდით კომფორტის ზონიდან, რადგან სწორედ ამას მოაქვს ცვლილება.

• აქ თქვენ არ გელით განცხრომა, არამედ შრომა.  მაგრამ დამეთანხმებით შედეგი ღირს გარჯად და მენდეთ არც პროცესია ნაკლებ სასიამოვნო.

14. დაიხმარეთ ადამიანები მოტივაციისთვის.
• შეგიძლია იპოვნოთ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მსგავსი ცვლილების სურვილი აქვთ. მაგალითად: სურთ სასურველი წონის მიღება.

• გაუზიარეთ თქვენი მცირე წინსვლა თქვენს კეთილის მსურველებს.

15. დააკვირდით მიზეზებს და შედეგებს –თუ ძველი ჩვევები განმეორდა, დაფიქრდით რატომ მოხდა ეს.

• შეიძლება რაიმეთი გადაიღალეთ იმ დღეს

• ან სამსახურში გაქვთ უთანხმოება და ამის გამო შფოთავთ და დაკარგეთ კონტროლი

16. იყავით ფორმაში – თუ მიზანს საბოლოოდ მიაღწიეთ, გილოცავთ! გაითვალისწინეთ:

• თქვენ უკვე იცით როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ეს მეთოდი ნებისმიერ დროს გამოგადგებათ

• მუდმივად გამოკვეთეთ და იქონიეთ ახალი მიზანი/მიზნები. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია.

და ყოველთვის გახსოვდეთ: იარეთ “პატარა ნაბიჯებიდან დიდ ნაბიჯებამდე”.

“Small steps to Big steps”  –  john Maccart

წარმატებებს გისურვებთ!!!