თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას,
თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ!
მიზანსწრაფვა და მიზნის ერთიანობა- წარმატების აუცილებელი პირობებია, როგორც არ უნდა განვსაზღვროთ ეს წარმატება. მაგრამ მიზანსწრაფვა-ისეთი თვისებაა, რომელიც მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს. იმისთვის, რომ გაიმარჯვო, მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო. ხშირად წარმატება ცხოვრებაში ადამიანების შესახებ ჩვენი ცოდნით განისაზღვრება! ადამიანის შესწავლა უმჯობესია საკუთარი თავის გულმოდგინე შესწავლით დავიწყოთ. როცა საკუთარ თავზე ბევრი რამ იცით, თქვენ სხვებზეც ბევრი იცით.
რომ შეიცნოთ სხვები, როგორები არიან ისინი სინამდვილეში, შეისწავლეთ:
- ტანადობა და სიარული;
- ხმის ტონი, მისი ტემბრი, ხმის სიმაღლე;
- თვალები;
- სიტყვების შერჩევა, მათი მიმართულება, ბუნება და ხარისხი;
თუ უფრო ღრმად გსურთ ადამიანების შესწავლა, კიდევ გადადგით ნაბიჯი და შეისწავლეთ ისინი:
- როდესაც ისინი განრისხებულნი არიან;
- როდესაც ისინი შეყვარებულნი არიან;
- როდესაც საქმეში ფული მონაწილეობს;
- როდესაც ისინი ჭამენ (მარტო და არ იციან, რომ მათ აკვირდებიან);
- როდესაც წერენ;
- როდესაც მათ უსიამოვნებები აქვთ;
- როდესაც მხიარულნი არიან;
- როდესაც დათრგუნულნი არიან და თავს დამარცხებულად გრძნობენ;
- როდესაც მათ კატასტროფა ელოდებათ;
- როდესაც ისინი სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ;
- როდესაც მათ სხვების წარუმატებლობაზე ან წარმატებაზე უყვებიან;
- როდესაც სპორტის რომელიმე სახეობაში მარცხდებიან ან იმარჯვებენ;
- როდესაც მარტო, ჩაფიქრებულები არიან.
სანამ გაიგებდეთ, თუ როგორია ადამიანი სინამდვილეში, თქვენ უნდა დააკვირდეთ მას ყველა ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანი ერთი შეხედვით განსაჯო.
გარეგნობას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გარეგნობა ხშირად მაცდურიც არის.
ყველა ადამიანი ისეა შექმნილი, არ სურს თავის სისუსტეებზე სიმართლის გაგება. მოწიფულობის მიღწევასთან ერთად ბევრი ძილს მიეცემა ხოლმე და ძველი ფეტიშების ცხიმით იკვებება. და თუ მის ბუნაგში ახალი იდეა შეიჭრება, ზამთრის ძილისაგან ღრიალით იღვიძებს.
მოხუცი ფერმერი ვერმონტში თავის ლოცვებს ყოველთვის ამ თხოვნით ამთავრებდა: „ღმერთო მომეც მე გახსნილი გონება“. მეტი ადამიანი რომ მისდევდეს მის მაგალითს, ისინი შეძლებდნენ ცრურწმენის ზემოქმედებისაგან თავის დაღწევას და რაოდენ სასიამოვნო გახდებოდა სამყარო ცხოვრებისათვის. არ შეუშინდეთ ახალ იდეებს! ამან შეიძლება წარმატებასა და წარუმატებლობას შორის აჩევანი გაგაკეთებინოთ. წარმატება არის იმ ძალის განვითარება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სხვა ადამიანთა უფლებების დაურღვევლად ცხოვრებაში სასურველს მიაღწევს.
ნაპოლეონ ჰილი