1. ამერიკაში იყიდება წამში 57 წიგნი, რასაც ჭირდება 58 მილი სიგრძის თარო დღეში.
2. მსოფლიოში დაწერილია 20 000-ზე მეტი წიგნი ჭადრაკის თამაშის შესახებ.
3. მსოფლიოში დამზადებულია 2,5 მილიარდზე მეტი ბიბლია.
4. ბიბლია იწერებოდა 1600 წლის განმავლობაში (ჩვ.წ-მდე1500 და ჩვ.წ-ით 100 წწ-ში), მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ერთი წიგნია შედგება 66 პატარა წიგნისგან. ისტორიულად, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული წიგნი არის ბიბლია.
5. ბიბლია შედგება 3 566 480 ასოსგან და 810 697 სიტყვისგან.
6. ლევ ტოლსტოის ყველაზე დიდი წიგნი „ომი და მშვიდობა“ დაიწერა იმ დროს , როცა არ იყო კომპიუტერები და ასლის გადამღები აპარატები. მისმა მეუღლემ ეს ნაწარმოები გადაწერა შვიდჯერ ხელით.
7. ვიქტორ ჰიუგოს წიგნში „საბრალონი“ არის ერთი წინადადება, რომელიც შედგება 823 სიტყვისგან.
8. ამერიკელები ყოველდღიურად ყიდულობენ 5 მილიონ წიგნს, აქედან 125-ს ახალი სათაურით.
9. აშშ-ში ყველაზე მეტად გაყიდვადი არის წიგნები, რომლის თემაა ნარკოტიკები, ჯადოქრობა, ასტროლოგია და შექსპირი.
10. ყველაზე ძვირადღირებული წიგნი არის თომას ალექსანდრე ჰარტმანის „დავალება“, წიგნი შედგება 13 გვერდისგან და ღირს 153 მილიონი ევრო. წიგნი პასუხობს ისეთ ფუნდამენტურ კითხვებს , როგორიცაა საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
11. კონგრესის ბიბლიოთეკაში არის 72 466 926 წიგნი, რომელიც 327 მილის თაროზეა განლაგებული.
12. ცხოვრების ბოლო 12 წელი კაზანოვა იყო ბიბლიოთეკარი.
13. პირველი წიგნი, რომელიც საბეჭდ მანქანაზე აიკრიფა იყო მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ 1875 წელს.
14. ყველაზე გრძელი ონლაინ ნოველა არის მარკ ლეაჩის „მარიენბადი ჩემი სიყვარული“, რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა. შედგება 17 მილიონი სიტყვისგან.
15. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნების მაღაზია არის „ შექსპირი და კომპანია“, რომელიც დაარსდა საფრანგეთში , პარიზში.
და ბოლოს, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კითხვა სკლეროზის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. იყო მკითხველი ნიშნავს გაიგო ყოველდღე ახალი, გახდე უფრო კულტურული და დახვეწილი. კითხვა თერაპიაა, რომელიც ასევე ზრდის ანალიტიკური აზროვნების უნარს და ამდიდრებს ლექსიკას.