როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე – ილია ჭავჭავაძის მიერ მგზავრის წერილებში დაწერილი ეს სიტყვები იყო 13 აპრილს, ტარტუს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მიერ, ქალაქ ტარტუში ორგანიზებული „ქართული ლიტერატურის საღამოს“ ერთ-ერთი მთავარი მოტივი.
ქართველმა სტუდენტებმა გაიხსენეს ისეთი დიდი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვები. მათ ასევე ისაუბრეს თანამედროვე ქართულ მწერლობაზე და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიმდიდრეს, უნიკალურობასა და ქართული მწერლობის დიდ მნიშვნელობას, როგორც საქართველოს შემდგომი განვითარების აუცილებელ კომპონენტს.