ღიმილის ორი ძირითადი სახე არსებობს: ნამდვილი და ყალბი.
ნამდვილი ღიმილს ვჩუქნით ადამიანებს ვისთან ურთიერთობაც გვსიამოვნებს, გვიყვარს ან მადლიერებას გამოვხატავთ გაწეული მეგობრობისათვის ან/და ნებისმიერი მომსახურებისათვის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.
ყალბი ღიმილით ვუღიმით ადამიანებს მოვალეობის მოხდის ან რაიმეს გამორჩენის მიზნით. ასევე უხერხული სიტუაციის თავიდან არიდების მიზნითაც შეიძლება გამოვიყენოთ.
მართლაც შეუძლებელია შეაფასო მათი დიდი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა უდავოა, რომ ,,ნამდვილ ღიმილს“ ბევრად მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე ,,ყალბს“.
ვინც ყალბ ღიმილს ხშირად ხმარობს: არის მიზანდასახული, შეუძლია ბევრ ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა,თავიდან აიცილოს კომფლიქტები, იყოს კარგი მმართველი და დაქირავებული.
თუმცა იგი ამ ყველაფერში წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც ,,ყალბ ღიმილს“ კარგად ნიღბავს, ანუ ადამიანებს ჰგონიათ,რომ მისი ღიმილი “გულწრფელია“. აი სად იკვეთება გულწრფელი ღიმილის უპირატესობა. მას შენიღბვა არ სჭირდება, ის ჩვენშია, გულიდან მოდის და სწორედ ამაშია გულწრფელად მომღიმარი ადამიანის წარმატების საიდუმლოება!
ღიმილს სწავლა არ სჭირდება და იგი ხელოვნება არაა, როგორც მას ბევრი ადამიანი უწოდებს. ნამდვილად რომ გაიღიმო, საჭიროა სრულად შეიგრძნო და გაითავისო, რა უპირატესობები გააჩნია გულწრფელ ღიმილს..
თუ ხშირად და გულწრფელად იღიმები ეს ნიშნავს, რომ:
იზიდავ ადამიანებს
მომღიმარი ადამიანი დადებით აურას ატარებს,ყველას სიამოვნებს მასთან მეგობრობა და იზიდავს მასთან ურთიერთობა. ფაქტია, ყველას გვიყვარს ბედნიერი და მომღიმარი ადამიანები.
ხარ ოპტიმისტი
პოზიტიურად უყურებ შენს თავს და გარშემო მყოფ ადამიანებს.
ბედნიერი ხარ და სიამოვნებას იღებ ცხოვრებისაგან
გულწრფელი ღიმილი ბედნიერების გამოხატულებაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებისაგან სიამოვნებას იღებ და არსებობს ბევრი ისეთი ღირებული რამ შენს ცხოვრებაში, რამაც შეიძლება ღიმილი მოგგვაროს.
ჯანრმთელი ხარ
ამბობენ რომ მხიარული ადამიანები გვიან ბერდებიან. მართლაც ფსიქოლოგები ასაბუთებენ, რომ ღიმილი დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. მომღიმარ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ დასძლიონ სხვადასხვა ავადმყოფობები და დეპრესიაშიც იშვიათად ვარდებიან.
იშვიათად ვარდები კონფლიქტურ სიტუაციაში
ღიმილი ყველაზე გონივრული პასუხია. მართლაც მომღიმარ ადამიანებს კომფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების შესანიშნავი ნიჭი გააჩნიათ.
სხვა ადამიანებსაც აბედნიერებ
თქვენი დადებითი აურა და გუნება-განწყობილება სხვებზეც დადებითად მოქმედებს. თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც უადვილდებათ პოზიტიურად უყურონ სამყაროს და სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისაგან, ამჩნევენ რა რომ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც თუნდაც ერთი ადამიანი ბედნიერია და იღიმება.
ამბობენ რომ ნამდვილი ღიმილით ყველას ვერ გაუღიმებ და რომ ეს შეუძლებელია. გულწფელად გაუღიმეთ ყველას ვინც ამას გეუბნებათ. მე ეს შემიძლია. რასაკვირველია თქვენც..