მე-19 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის მთავრობამ ფსიქოლოგ ალფრედ ბინეტს სთხოვა, შეექმნა სტანდარტული ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოსწავლეთა გამოვლენა, რომლებიც სირთულეს აწყდებოდნენ სასკოლო პროგრამის დაძლევისას. ალფერდ ბინეტმა და მისი კოლეგამ თეოდორე საიმონმა შექმნეს კითხვარი, რომელიც ორიენტირებული იყო მოსწავლეებში გამოევლინა ისეთი თვისებები როგორიც არის ყურადღება, მეხსიერება და პრობლემათა გადაჭრის უნარი ( ტესტი არ იყო დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმზე ) ასეთი კითხვარის მეშვეობით უმალვე გამოვლინდა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს შეეძლო ეპასუხა ტესტში მოცემული ისეთი სირთულის კითხვებისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ, მასზე უფროსი მოსწავლეები პასუხობდნენ.
დაკვირვებიდან გამომდინარე, ბინეტმა წამოაყენა მენტალური ასაკის თეორია. მის მიერ შექმნილ ტესტს შემდგომში ბინეტ-საიმონის სკალა ეწოდა. ეს ტესტი გახდა ფუნდამენტი დღევანდელი IQ ტესტისა, თუმცა თავად ბინეტი ამბობდა, რომ მის მიერ შექმნილი სკალა არ შეიძლება ყოფილიყო სრულყოფილი ადამიანის ინტელექტის შესაფასებლად, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად ფართო ცნებაა.
საიმონ- ბინეტის სკალა მალე ამერიკაშიც გავრცელდა და დიდი ინტერესი დაიმსახურა. 1916 წელს სტანფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგომა ლევის ტერმანმა მოახდინა ბინეტის ტესტის ადაპტირება და ახალ ტესტს ეწოდა სტანფორდ-ბინეტის ტესტი. ის მალე ამერიკაში გახდა სტანდატული ინტელექტის კოეფიციენტის intelligence quotient ( IQ) საზომი.
IQ გამოითვლებოდა შემდეგნაირად: ადამიანის მენტალურ ასაკს ყოფდნენ მის ქრონოლოგიურ ასაკზე და მიღებულ ციფრს ამრავლებდენ 100-ზე. მაგალითად, თუ ბავშვის მენტალური ასაკი იყო 12, ხოლო ქრონოლოგიური 10 , მაშინ 12/10*100 =120
1955 წელს სტანფორდ-ბინეტის ტესტით უკმაყოფილო ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ ვეჩსლერმა გამოაქვეყნა ახალი ინტელექტის საზომი ტესტი Wechsler Adult Intelligence Scale (WAIS) WAIS ტესტი ქულებს ანიჭებს 4 მთავარი გონებრივი თვისების მიხედვით:
1955 წელს სტანფორდ-ბინეტის ტესტით უკმაყოფილო ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ ვეჩსლერმა გამოაქვეყნა ახალი ინტელექტის საზომი ტესტი Wechsler Adult Intelligence Scale (WAIS) WAIS ტესტი ქულებს ანიჭებს 4 მთავარი გონებრივი თვისების მიხედვით:
- ლოგიკური აზროვნება (ვერბალური ინფორმაციის რაციონალურად აღქმა);
- ყურადღება ვიზუალური აღქმის დროს;
- მოსმენილი ინფორმაციის გახენების უნარი;
- ვიზუალურად აღქმული ინფორმაციის სწარაფად განსხვავება და წესრიგში მოყვანა;
თუ ადამიანი მიიღებს მაღალ ქულებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე თვისებაში და დაბალს სხვაში ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ პიროვნებას აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. WAIS ტესტი დღესაც საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ი.
გამომგზავნი/ავტორი: სასწავლო კვლევების ცენტრი rcs.ge