1971 წლის 12 დეკემბერს ნერუდა გავიდა სცენაზე საკუთარი სიტყვის სათქმელად:
ჩემი მშობლიური ქვეყანა, სადაც მოვლენებმა წამიყვანა, უკვე თითქმის გამქრალი იყო, როდესაც იქ ჩავედი, ანდები გამხდარიყო არგენტინის საზღვარი. დიდმა ტყეებმა ეს საოცარი ადგილი გვირაბად აქცია, სადაც ჩვენი მოგზაურობა საიდუმლო და აკრძალული იყო, მხოლოდ მკრთალი ნიშნები გვიჩვენებდა გზას. იქ არ იყო არც გზა, არც ბილიკი, მე და ჩემი ოთხი კომპანიონი მივდიოდით ცხენებით, ვტკეპნიდით ჩვენი წამების გზას, ვარიდებდით თავს დაბრკოლებებს, რომლებსაც უზარმაზარი ხეები, მდინარეები, კლდეები და მიტოვებული თოვლიანი სივრცეები გვიქმნიდა. ბრმად ვეძებდი იმ ადგილს, სადაც ჩემი თავისუფლება ესვენა. ის, ვინც ჩემთან ერთად იყო, იცოდა თუ როგორ გაეკვლია გზა ტყის ხშირ ფოთლებში. ყველა ჩვენგანს გვქონდა საკუთარი გზა უსასრულო მარტოობაში. ჩვენ ვიყავით კაშკაშა და საიდუმლო სამყაროში, რომელიც ერთსა და იმავე დროს გაიზარდა მუქარაში და დევნაში. მარტოობა, ხიფათი, სიჩუმე-ჩემში ეს ყველაფერი გაერთიანდა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.
ნარუდა ამ საშიში და სახიფათო მოგზაურობის შემდეგ მივიდა თითოეული ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის ღრმა აღქმამდე.
ნერუდა წერს: არ არსებობს გადაულახავი მარტოობა. ყველა გზას ერთი მიზანი აქვს: გააგებინო სხვებს სინამდვილეში ვინ ხარ. ჩვენ უნდა გავიაროთ მარტოობა და სირთულეები, იზოლაცია და სიჩუმე, რათა მოვხვდეთ ჯადოსნულ ადგილას, სადაც შეგვეძლება ცეკვა, თუნდაც მოუქნელად, ვიმღეროთ მწუხარე სიმღერა, მაგრამ ეს ცეკვა და სიმღერა სავსე იქნება სინდისის წესებით.
მე ვარ ბნელი რეგიონიდან, მე იმ ადგილიდან ვარ, რომელიც მოცილებული იყო ყველაფრისგან მისი ციცაბო რელიეფის გამო. მე ყველაზე მარტოხელა პოეტი ვიყავი, ხოლო ჩემი შემოქმედება პროვინციული, დაჩაგრული და სევდიანი იყო. მაგრამ ყოველთვის მჯეროდა ღმერთის. არასდროს დამიკარგავს იმედი.
ბოლოს კი, მინდა ვუთხრა მშრომელ და პოეტ ადამიანებს, რომ მომავალი გადმოცემული აქვს ერთ სტრიქონში რიმბაუდს: მხოლოდ უდიდესი მოთმინებით შეგვეძლება დავიპყროთ დიდებული ქალაქი, რომელიც მისცემს სინათლეს, სამართლიანობას და ღირსებას მთელ კაცობრიობას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ჩაივლის სიმღერა უშედეგოდ.