დილით,როდესაც რამდენიმე კილომენტრი გავირბინე და შემდეგ დასასვენებლად ტბის პირას ჩამოვჯექი,კიდევ ერთხელ გავაცნობიერე,რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ,რადგან იმ საქმეს ვაკეთებ,რომელიც მიყვარს.მადლობელი ვარ რომ სამყარომ მომცა ძალა და ენერგია ამისათვის. ამიტომ მინდა, შენც იგივე გისურვო, მეგობარო.მინდა საყვარელი საქმე იპოვო და როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ამაზე ვისაუბროთ.
დღეს დილით განსაკუთრებით მწვანეა ტბა. მის სიღრმეშიც მშვენიერი სამყარო იმალება.ფრინველებიც ტკბილად ჭიკჭიკებენ და ჩემს წინ მართლაც ჯადოსნური ხედია გაშლილი.. ადამიანის სულის სიღრმეში დაფარულია მისი შესაძლებლობები.ამის შესახებ ინფორმაციას კი თავად ვფლობთ მხოლოდ. სხვას წარმოდგენაც არ აქვს თუ რა საგანძურს დავატარებთ,იფიქრე ამაზე. ტბასთან ახლოს მდებარეობს წიგნების მაღაზია,სადაც შეგიძლია ფინჯანი ყავა მიირთვა, წაიკითხო წიგნები და სამყაროს სილამაზით დატკბე.
ზოგჯერ კი ასეც ხდება, შენ გაქვს დიდი მიზნები,საკმარისი რესურსი,მაგრამ თავად მუშაობ საკუთარ თავზე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კი ვერავინ ხედავს. ისინი, თვლიან,რომ “ხელმოცარული ” ადამიანი ხარ. ეს განწყობა შენამდეც მოდის და უიმედობის ფსკერზე ხარ ამის გამო.გახსოვდეს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ეს ნამდვილად არ გჭირდება. არავინ იცის, იმ ღამეების შესახებ,რომელსაც თეთრად ათენებ.შენ ყოველდღიურად ვითარდები,იზრდები პროფესიული კუთხით და მიზნებს მიჰყვები კვალდაკვალ.მე პოსტებში საკუთარი გამოცდილებით ვწერ. ხშირად აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში, გული მტკენია,მაგრამ უიმედობა ძალიან შორს არის ჩემგან.
წარმატებისკენ თუ მცირე ზომის ნაბიჯებს დგამ, მალე, მწვერვალზე აღმოჩნდები.შენი შრომა კი დაფასდება.ასე რომ, გახსოვდეს, მხოლოდ შენ იცი, რა შეგიძლია. გწამს საკუთარი თავის და იცი, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი. ასე რომ, ნუ მიიტან სხვების აზრს გულთან.წაიკითხე სამოტივაციო სიტყვები დილით და იყავი ძლიერი.