სიყვარულია – როდესაც, რომელიმე კაფეში, საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევ ფინჯან ყავას. საუბრობთ წიგნებზე,მუსიკაზე და წვიმის წვეთები კი ეცემიან მინას ფანჯარაზე.ფიქრობ, ბედნიერება სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს და საოცარ სიმყუდროვეს გრძნობ.
ყველაზე დამაფიქრებელი ნახატებია სამყაროში – ქალი,რომელიც ხმელ ფიჩხებს აგროვებს შეშის ღუმელისთვის ტყეში. ქალი,რომელიც ყინვაში ქუჩაში ვაჭრობს, რომ ორი ლუკმა მიიტანოს სახლში…ქალი,რომელიც უცხო ქვეყანაში ოჯახს მოშორებული სახლებს ალაგებს შვილებისთვის..
გული – ზოგჯერ შიში შემიპყრობს,რა მოხდება რომ ერთ დღესაც გავიღვიძო და წერა ვეღარ შევძლო.უბრალოდ ახალი აზრები აღარ მომივიდეს თავში,მაგრამ მალევე ვმშვიდდები ხოლმე.მე გულით ვწერ, ასე რომ გული სანამ ძგერს მანამდე შევძლებ წერას.
ვიცი,რომ მთელი ქვეყანა მშრომელი ადამიანების შრომით შეიქმნა.ვიცი,რომ ოდითგანვე ეს ადამიანები მხრებით ატარებდნენ უზარმაზარ ლოდებს,მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით ვხედავ როგორ უსიტყვოდ ასრულებენ ისინი ზედამხედველის მითითებებს საშინლად მტკივა გული.
შვილები – უცნაური სწორედ ის არის,რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს ადამიანს,თითოეულ მათგანის გვერდით განსხვავებულად გრძნობს თავს.და ეს სხვადასხვა განცდები შვილების გვერდით ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ნაკვალევი – ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის როდესაც პირველად დავინახე ჩემი შვილის ნაკვალევი სანაპიროზე.მახსოვს ავტირდი და მივხვდი, ოქროსფერ ქვიშაზე დატოვებული პაწაწინა ნაფეხურები ჩემი სამყაროს განუმეორებელი ნაწილი გახდა.