დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ ადამიანების შესახებ,რომლებიც წარმატებულები იყვნენ სკოლაში, ჰქონდათ უმაღლესი შეფასება, იღებდნენ სხვადასხვა სახის კონკურსში და კონფერენციებში მონაწილეობას,დაასრულეს წარმატებით სკოლა,კოლეჯი და უნივერსიტეტი,მაგრამ სამწუხაროდ, მომავალში ვერ შესძლეს ეპოვათ სასურველი სამსახური და ვერ მოახერხეს საკუთარი თავის სწორად რეალიზება.
დამეთანხმებით, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. მე კი, პირველ რიგში მინდა ჩამოვთვალო რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი და შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა,რომელიც გასწავლით როგორ შესძლოთ საკუთარი ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება,გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები,რომელიც უსაზღვროა და მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას.
ნებისმიერ სასწავლებელში ჩვენ გვაძლევენ მასალას,რომელსაც უნდა დავეუფლოთ. სწავლა ეს არის ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა,თითქოს გზა გაკვალულია,რომელზეც უნდა ვიაროთ და თუ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა,არ გვიჭირს დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გავართვათ თავი. დიდი როლი ენიჭება მშობლებს,რომლებიც ცდილობენ, მივიღოთ კარგი განათლება და ვიყოთ წარმატებულები. შესაბამისად ჩაბმული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმატებით ვართმევთ სხვადასხვა დავალებებს თავს. თუმცა, როგორც ვთქვით, სასწავლების დასრულების შემდეგ ჩვენი წარმატებაც სრულდება და ერთ ადგილას ვჩერდებით. ვერ ვპოულობთ სასურველ სამსახურს,ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზებას და მხოლოდ მოგონებებით ვცხოვრობთ. ვფიქრობთ,დღემდე ვართ სამაგალითო ადამიანები,თუმცა რეალურად არ გვაქვს არანაირი შედეგი,რომლითაც შეგვიძლია ყოველდღიურად ვიამაყოთ.
ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ როდესაც ცხოვრების ასპარეზზე გამოვდივართ, ვფიქრობთ,რომ კარგ სამსახურს ადვილად ვიპოვით. ვფიქრობთ,რადგან სკოლაში კარგად ვსწავლობდით თავად მოვლენ სხვები და შემოგვთავაზებენ კარგ სამსახურს. ასე კი დამეთანხმებით თითქმის არასდროს ხდება. ჩვენ თავად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის რომ არ დასრულდეს ჩვენი წარმატებული წლები.ხოლო იმისათვის,რომ ჩვენი მიზნები სისრულეში მოვიყვანოთ უნდა ვიცოდეთ რისი კეთება გვსურს მომავალში. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ვისწავლოთ საგნები, არამედ გააზრებულად უნდა დავეუფლოთ ცოდნას და გავაცნობიეროთ,რომ განათლება ეს თავად ჩვენ გვჭირდება მომავალში წარმატების მისაღწევად.გზა კი თავად უნდა გავიკვალოთ. მაღალი ნიშნები და მასწავლებლების მიერ საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენა წარსულში რჩება. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ.
მაგრამ თითქოს და რთულად გვეჩვენება გზის გაკვალვა. მუდამ საქებარ სიტყვებს მიჩვეულები ვართ და გვეშინია იმედგაცურების,მაგრამ ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან გამბედაობას.ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიზარდეთ და თავად ვართ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე.
ამიტომ უნდა გვახსოვდეს, მას შემდეგ რაც სასწავლებლის კარს მივიხურავთ არ უნდა დავკეცოთ წიგნები. კვლავ უნდა გავაგრძელოთ ცოდნის მიღება და სასურველი სამსახურისთვის ვიბრძოლოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში,მხოლოდ წარსულით ვიცხოვრებთ და ვერ შევქმნით ისეთ მომავალს,როგორსაც ვიმსახურებთ. ვერ შევძებთ გავცეთ კითხვებს პასუხები, თუ რატომ არ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება წარმატებით და მთელი ცხოვრება სხვებს დავადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში.
ამიტომ შეისწავლეთ ის საქმე,რომელიც თავად მოგწონთ. იყავით ყოველთვის გაბედული,მებრძოლი და გახსოვდეთ რომ წარმატებას ჭირდება ბრძოლა,მტკიცე გადაწყვეტილება რომ თქვენ ნამდვილად გსურთ დასახული მიზნის მიღწევა. ძალიან რთულია,როდესაც წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები უმუშევრები არიან და ამის გამო თავს უიმედოდ გრძნობენ.სინამდვილეში სწორედ ახლა გეძლევა შენი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა. ასე რომ იყავი გაბედული,შეუპოვარი.შენ უკვე იცი რას ნიშნავს იყო წარმატებული,ამიტომ ვალდებული ხარ წარმატებისკენ მიმავალ გზას ბოლომდე გაყვე და აისრულო ყველა შენი ოცნება დროულად.