ფინანსური წარმატება შეიძლება ძალიან ძნელად მისაღწევი მიზანი აღმოჩნდეს. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, საკრედიტო ბარათები ყველაფერი არაა, რაც ადამიანებს აიძულებთ თვიდან თვემდე ვალებით იცხოვრონ. სიმართლე რომ ვთქვათ, არსებობს რაღაც, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ. ისინი წარმატებული არიან, რადგან სწორად აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი პრიორიტეტები და ირჩევენ გონივრულ ალტერნატივებს, როცა საქმე ფულს ეხება.
8 რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ:
1. სჯერათ, რომ განათლება მნიშვნელოვანია
მდიდარ და წარმატებულ ადამიანებს სჯერათ, რომ წარმატებისკენ მიმავალი მთავარი გზა განათლებაზე გადის. ისინი მუდმივად კითხულობენ და ცდილობენ არ ჩამორჩენ მიმდინარე მოვლენებს. ისინი ცდილობენ მუდმივად ისწავლონ და გაიზარდონ, რათა გახდნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე არიან.
2. აგროვებენ ფულს და თავს არიდებენ სესხებს
ფულის დაგროვება და ვალების გარეშე ცხოვრება შესაძლოა ძალიან რთული საქმეა, მაგრამ თუკი გსურთ ფინანსურად წარმატებულები იყოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის კონტროლი: შეამციროთ საკრედიტო ბარათების რიცხვი, იპოვნოთ უფრო იაფი გზები ყოველდღიური/ყოველთვიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სწორად დაგეგმოთ საკუთარი დრო და სამუშაო, რათა შეძლოთ ნაკლები ვალის აღება და მეტის დაზოგვა.
3. შეუძლიათ მსხვერპლის გაღება
ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს ესმით, რომ დიდი მიზნები მსხვერპლის გარეშე არ მიიღწევა. მათ იციან, რომ არჩევანი რომელსაც დღეს აკეთებენ შესაძლოა მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მათ შეუძლიათ მსხვერპლის გაღება, რადგან სჯერათ, რომ მათ მიერ დღეს გადადგმული ნაბიჯი შედეგს გამოიღებს.
4. ისინი დიდ დროს არ კარგავენ ტელევიზორთან
ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება სამსახურიდან იმ იმედით, რომ სახლში მივა, დაისვენებს და ტელევიზორს უყურებს. ფინანსურად წარმატებული ადამიანები უფრო პროდუქტიულად ატარებენ დასვენების საათებს. ისინი ვარჯიშობენ, მიირთმევენ ჯანსაღ საკვებს და გეგმავენ მომავალ დღეს.
5. საკუთარი შეცდომების გამო სხვებს არ ადანაშაულებენ
წარმატებული ადამიანები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და თუ ისინი ნეგატიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან დროს არ კარგავენ სხვის დადანაშაულებაში, მათ იციან, რომ თავიანთ ქმედებებზე მხოლოდ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა. და როცა დაეცემიან მალევე იკრებენ ძალას, რომ ფეხზე წამოდგნენ.
6. მაქსიმალურად იხარჯებიან
ფინანსურად წარმატებული ადამიანებისთვის მინიმუმი საკმარისი არაა. ისინი ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე დაგეგმილი აქვთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. მათ კარგად ესმით, რომ წარმატებისთვის მძიმე შრომაა საჭირო და არ აშინებთ ეს გამოწვევა.
7. უყვართ საკუთარი საქმე
ფინანსურად წარმატებული ადამიანები მხოლოდ ფულისთვის არ მუშაობენ. ისინი გულმოდგინეთ შრომობენ, რადგან უყვართ საქმე, რომელსაც აკეთებ.
8. გეგმავენ მომავალს
გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა ნაყოფს მოგვიანებით გამოიღებს. ფინანსურად წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ფულის სწრაფად დახარჯვა სასურველ შედეგებამდე არ მიიყვანთ. პირველ რიგში ისინი გეგმავენ მომავალს და ისახევენ მიზნებს. შემდეგ ისინი იწყებენ დაგროვებას და ინვესტირებას ახდენენ ჭკვიანური გადაწყვეტილებების საფუძველზე.