1.ცხოვრების ერთ-ერთი უცნაურობა ასე ვლინდება:ვიღაცას თვეების მანძილზე ყოველდღე ხვდები, უახლოვდები, ისე რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ აი დგება მომენტი განშორების და ყველაფერი ისევ უწინდებურადაა, თითქოს არაფერი არ ყოფილა:მეგობრობა, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმოგედგინა, თურმე სულაც არ გჭირდებოდა. ცხოვრება თავისი გზით მიედინება, და თქვენ ვერც ამჩნევთ მეგორის არ ყოფნას.
2 სილამაზე ყველაზე ძვირადრილებული რამაა დედამიწაზე, გდია, როგორც ქვა სანაპიროზე, მისი აღება ნებისმიერს შეუძლია? სილამაზე- ეს ის საოცარება და მიუწვდომელი ნეტარებაა,რასაც მხატვარი მწარე სულიერ ტანჯვაში ქმნის _ ქაოუტური სამყაროდან. და როცა ის უკვე შექმნილია,მას ყველამ არ უნდა ჩაწვდეს. სილამაზის გასაგებად მხატვარის ტანჯვას უნდა ჩაუსისხლხორცდე. სილამაზე- მელოდიაა, რომელსაც ის გვიმღერის, იმისთვის რომ მან ჩვენი გულიდან ექო მიიღოს,ამას ცოდნა, მიღება და ფანტაზიის უნარი ჭირდება…
3.ამ სამყაროში ყოველი ჩვენგანი მარტოსულია, ჩაკეტილები თაფლის სასახლეში ვურთიერთობთ დებთან და ძმებთან მხოლოდ ნიშნებით, მაგრამ ეს ნიშნები ყველასთვის ერთნაირი არაა, იმიტომ რომ მათი აზრი ხშირად ბნელი და მცდარია. ჩვებ ჯიუტად ვცდილობთ გავუზიაროთ სხვებს ჩვენი გულის განძი, მაგრამ მათ არ იციან როგორ მიიღონ ის. ამიტომაც დავეხეტებით მარტოსულები ცხოვრების გზაზე,კუთხიდან კუთხეში, ჩვენ თანამგზავრებთან ერთად,თითქოს ერთად და სულაც ცალ-ცალკე , გაუგებარნი ჩვენით,გაუგებარნი მათით. იმ ადამიანებს ვგავართ სხვის ქვეყანაში რომ ცხოვრობენ,არ იციან მათი ენა; სურთ ბევრი კარგი, ღრმა აზრის გამოთქმა, მაგრამ მხოლოდ შტამპირებული შაბლონური ფრაზების წარმოთქმისთვის არიან განწირულები სასაუბრო ბროშურიდან. მათ გონებაში ერთი მეორზე საინტერესო იდეები დაბორიალობენ მაგრამ თქმა მხოლოდ ამის შეუძლიათ: ,,ჩვენი მებაღის დეიდას თავისი ქოლგა სახლში დარჩა”
4. ცხოვრებას ერთი საინტერესო თვისება აქვს: თუ კი თქვენ უარყოფთ ყველაფერს საუკეთესოს გარდა, ხშირ შემთხვევაში საუკეთესოს იღებთ კიდეც.