კითხვა.1 წელიწადის რომელი სეზონიდან იწყება აქტიური სამუშაო ვენახში და რამდენად რთულია ვენახის მოვლა.ყველა დრო ძალიან მნიშვნელოვანი,თუმცა გაზაფხული და შემოდგომა განსაკუთრებით დატვირთულია.
კითხვა 2.
დღესდდღეობით მრავალი ქალია საქართველოში წარმატებული,თუმცა მეღვინე და ბიზნესმენი ქალი საზოგადოებისთვის სიახლეა…
დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, მათ შორის ქალები, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩემთვის სტატუსი ქალი მეღვინე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.როდესაც იგებენ რას ვსაქმიანობ,ყველა კეთილად განეწყობა ჩემს მიმართ,ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მგულშემატკივრობს.მათთვის ქალი და ბიზნესი – დიდი სიახლეა.ჩემთვის დიდი გამოწვევაა სწავლასთან და სამსახურთან ერთად დიდი დრო დავუთმო ყველა დეტალს.
კითხვა 3.
-როდის ჩამოისხა პირველად თქვენი ღვინო და როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი წარმატების მთავარი ფორმულა ?
მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.ჩვენი ვენახები იმერეთში ბაღდადის რაიონში,სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს.ღვინოც ადგილზე იყიდებოდა,თუმცა ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ სხვა დატვირთვა მოგვცა.ყველა ვინც კი სინჯავდა ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა მას. ასე შეიქმნა ბრენდი „ბაიას ღვინო“.ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულის პოვნა კი ძნელია, თუმცა ალბათ შრომის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია.
კითხვა 4.
-როგორ დაახასიათებთ თქვენს მიერ დაყენებული ღვინის სურნელს,რომელიც მას სხვა კონკურენტი სასმელების არომატისგან გამოარჩევს.
ჩვენ გვაქვს ცოლიკოური, ციცქა-ცოლიკოური და ასევე ოცხანური საფერე.ღვინოს დაჰკრავს ტყის ნაზი სურნელი.ამბობენ,რომ ატმის სურნელიც აქვს და ძალიან არომატულია. ხასიათდება თეთრი ხილის არომატებით, (კომში, ციტრუსები, თეთრი ბალი)არის ძალიან კარგად შეხამებული სამზარეულოსთან და სასიამოვნო დასალევია.
კითხვა 6.
ბავშვობიდან ოცნებობდით შეგექმნათ თქვენი ბრენდი თუ ეს წარმატება ყოვედღიური შრომის შედეგია?
ეს სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვნახე, ჩემი ოჯახსი წევრები როგორ შრომობნდენ.ოჯახის თითოეული წევრი – დედა,მამა,ბებია,ჩემი ძმა და მე – ყველას ჩვენი საქმე გვქონდა ვენახში დანაწილებული.ხშრად იმაზე მეტს ვაკეთებდით ვიდრე შეგვეძლო.ეს,უბრალოდ,ჩვენი ცხოვრების წესად იქცა.შედეგი კი ზუსტად ისეთია,მოლოდინსაც აჭარბებს კიდეც.
კითხვა 7.
-საინტერესოა რას გრძნობს ვენახში, სამუშაო ფორმაში ჩაცმული გოგონა, როდესაც ვაზთან მუშაობს და ფიქრებშია გართული?
პირველ რიგში ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ფუსფუსი.ცუდ ხასიათზე ყოფნის ნებას არ გრთავს ვენახი.ზოგადად გაბრაზებული მეღვინე,იშვიათია.სასიამოვნო სწორედ ისაა,რომ ჩემი მონაწილეობით შექმნილი პროდუქტი მოწონებას იმსახურებს.
კითხვა 8.
-რა სირთულეები შეგხვდათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
სირთულე ბევრია, მაგრამ დაძლევადი, თუმცა აღსანიშნავია იმ ხალხის დახმარება, რომლებმაც მასწავლეს როგორ გამომესწორებინა ისინი, ეს ყველაფერი ფერმერთა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის ქალბატონო ნინოს დამსახურებაა.
კითხვა. 9
-ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის საინტერესოა გაგვიზიაროთ რა არის თქვენთვის მოტივაციის მთავარი წყარო?
როდესაც ჩემს ღვინოს აგემოვნებენ შიშის გრძნობა მიპყრობს ხოლმე.ერთი სული მაქვს,როდის მეტყვიან,რას ფიქრობენ,დაიმსახურებს, თუ არა მოწონებას.მირჩევნია ჩემზე თქვან რაიმე ცუდი,ვიდრე ღვინოზე.რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი თავი.საბოლოოდ ყველა ამბობს,რომ განსაკუთრებით კარგია.მეც მეამაყება და ახალი მოტივაციით მავსებს,თითოეული პატარა შექებაც კი. სხვა დროს ასეთი ძლიერი მოტივაცია არასდროს მქონია.
კითხვა 10.
საქართველოში არსებობს „ღვინის კლუბი“,რომლის მიზანია მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა,თქვენ თუ ესწრებით მსგავსი ტიპის ლექციებს და რამდენად კმაყოფილი ხართ ცოდნით,რომელსაც ისინი უზიარებენ მომხმარებელს.
სიამოვნებით ვესწრები, უკვე დიდი ხანია ამ ლექციების მსმენელი ვარ, ძალიან მომწონს მათი შემადგენლობა და ის თემები რასაც განიხილავენ. ასევე ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც სწორედ მათი დამსახურებით ტარდება.
კითხვა 11.
რას ურჩევთ ახალგაზრებს და არა მარტო მათ – დედებს,დიასახლისებს, ადამიანებს,რომლებთაც კრეატიული იდეები აქვთ,მაგრამ არ იციან როგორ განახორციელონ თავიანთი ოცნებები.
ვურჩევდი არ შეეპუონ სირთულეებს და აკეთონ საქმე სიყვარულით <3
კითხვა 12.
დღეისათვის პრობლემაა მეღვინეობის მოტივაცია,თქვენი აზრით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.
სასურველი იქნებოდა უფრომ მეტი დაფინანსება და წახალისება ჰქონდეთ დამწყებებს. ასევე განათლება მნიშვნელოვანი მოტივაციაა. მეღვინეებს არა აქვთ ინფორმაცია ვაზის მოვლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესახებ.ამიტომ მომწონს „ღვინის კლუბი.“მათი ლექციები,რომლებიც ძალიან საჭირო თემებს ეხება და ეს ჯგუფი ყოველთვის ორიენტირებულია მეტი შესაძლებლობა და ხედვა მისცეს მეღვინეებს.აწარმოო და გაყიდო ერთდროულად რთული შესათვისებელია.კარგი იქნებოდა თუ ღვინის ტურიზმსაც მიექცეოდა სათანადო ყურადღება,რადგან თითოეული ოჯახი განსხვავებულად ამზადებს და განსხვავებულ პროდუქტს ქმნის.ჩემთვის,როგორც დამთვალიერებლისთვის ასეთი მარნები ძალიან სასიამოვნოა.კარგი იქნება თუ „ღვინის გზის “პროექტში უფრო მეტ ინიციატივას ჩართავენ.
კითხვა 13.
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ..
მსურს შევინარჩუნოთ ხარისხი და უფრო გავაძლიეროთ ჩვენი დაწყებული საქმე. ასევე მინდა, ტურიზმი ჩვენს სოფელშიც გავაძლიეორთ.