Skip to content

ფილმები,რომლებიც კიდე ერთხელ გვარწმუნებს,რომ ხელოვნებას განსაკუთრებული ძალა აქვს

„ოგუსტ რაში“   ირლანდიელ გიტარისტს და ამერიკელ მევიოლინეს  შეუყვარდებათ ერთმანეთი,მაგრამ რაღაც პრობლემის გამო მოუწევთ დაშორება. მათ პატარას კი  მშობლების ნებართვის გარეშე  თავშესაფარში აგზავნიან ოჯახის „კეთილისმსურველები“. წლების შემდეგ პატარა ბიჭი გადაწყვეტს მშობლების მოძებნას.იგი დარწმუნებულია რომ თუ დაკვრას არ შეწყვეტს თავისი მშობლები ამით იცნობენ და იპოვნიან.მართლაც,რომ ბიჭუნას ყველა ოცნება სრულდება  და ის მთელი სამყაროს გაოცებას შესძლებს. ფილმი არის დრამა ზღაპრული ელემენტებით,რომელიც მაყურებელს კიდევ ერთხელ შთააგონებს,რომ სამყაროში ნამდვილად მოხდება სასწაულები,თუ  ჩვენ საკუთარ თავში აღმოვაჩენთ ნიჭს და ბოლომდე მოვახდენთ მის რეალიზებას.

მუსიკა   ხელოვნების ერთ-ერთი ულამაზესი დარგია – „რომლის საშუალებითაც უფალი  გვახსენებს,რომ ჩვენს გარდა  სამყაროში კიდევ არის რაღაც.მუსიკა  მუდამ ჩვენს გარშემო ტრიალებს.ის უხილავია,უნდა შევიგრძნოთ.ყველა ბგერა,ხომ  ზეციდან მოდის.ეს  ჩვენი სამყაროსა და ფიზიკის დაუწერელი კანონია.ეს ენერგიაა,რომელიც თუ არ შეიგრძენი მუსიკას ვერ გაიგებ,ეს დაუწერელი კანონია.მუსიკას ყური უნდა დავუგდოთ.“

„ხელშეუხებელნი“

უბედური შემთხვევისას მდიდარი არისტროკრატი ფილიპი სამუდამოდ მიეჯაჭვება ინვალიდის სავარძელს და მისთვის ცხოვრება მოსაწყენი ხდება. მან იცის,რომ მიუხედავად მისი გამოუვალი მდგომარეობისა მასში ჯერ კიდევ არის რაღაც კარგი,მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.ფილიპი იქირავებს ადამიანს დახმარებისთვის ახალგაზრდა არაბ დრისის,რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან. გარშემომყოფები მას არ ენდობიან და ოჯახის წევრებსაც კი აღარ სჯერათ მისი მაგრამ დრისი მოახერხებს ფილიპის ნამდვილი მეგობარი გახდეს და მის ცხოვრებას აზრი დაუბრუნოს. ის მხიარული და გულკეთილი ადამიანია. მათი ურთიერთობა არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორი დადებითი ზეგავლენის მოუხდენა შეუძლია ადამიანზე ნამდვილ მეგობრობას და გულწრფელ მხარდაჭერას.

ფილიპი უზომოდ განათლებული ადამიანია და   ხშირად ესაუბრება დრისს მუსიკასა და ხელოვნების შესახებ.ამ საუბრებს ხშირად დრისი ღიმილით და იუმორით  ისმენს,თუმცა საბოლოოდ მის სულში იღვიძებს ინტერესი ხელოვნებისადმი და ხატვას იწყებს.ის ხატავს მუსიკის ფონზე გონებიდან წამოსულ პეიზაჟებს და ფიქრობს,  ეს არც თუ ისე ცუდად გამოსდის. დრისი  მოულოდნელად აღმოაჩენს საკუთარ თავში ხელოვნების მიმართ ინტერესს, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

„მითხარი დრის,რატომ იზიდავს ხალხს ხელოვნება?

იქნებ,იმიტომ რომ ის ძალიან შემოსავლიანია?

არა,ეს არის ერთადერთი გზა დატოვო კვალი დედამიწაზე.“

ისინი გულწრფელი ურთიერთობით სამუდამოდ ცვლიან ერთმანეთის ცხოვრებას უკეთესობისკენ,ერთმანეთს შთააგონებენ,რომ არ უნდა დანებდნენ სანამ ბრძოლა არ დასრულებულა და ცხოვრების ბოლომდე რჩებიან  საუკეთესო მეგობრებად.

რეკლამა გენიოსისთვის

სამყაროში უამრავი გენიალური მხატვარი არსებობს,მაგრამ ვისაც მართლა შეუძლია ხატვა – ცოტაა.“იმისათვის,რომ გახდეთ დიდებული მხატვარი ამისათვის საჭიროა უბრალოდ იყოთ ასეთი.მხატვრობის სწავლა შეუძებელია.ის თვითნაბადი ნიჭია,რომელიც ადამიანს აქვს ან პირიქით.“ამიტომ დიადი მხატვრის ცნობა არ არის რთული,უბრალოდ მათ საკუთარი თავის უნდა სჯეროდეთ.

ახალგაზრდა ჯერიმი პლატცი დარწმუნებული იყო რომ თავისი ნიჭით შეძლებდა წამატებისთვის მიეღწია და გამხდარიყო ცნობილი მხატვარი.ის იწყებს სწავლას პრესტიჟულ ხელოვნების სკოლაში  და მას ეძლევა შანსი დაიპყროს მწვერვალები,თუმცა ცხოვრების გზაზე ბევრი იმედგაცრუება ხვდება.საბოლოოდ  კი ყველა შეიცნობს მის ნიჭს და გარშემომყოფები  უბრალოდ ამაყობენ მისი შესაძლებლობებით.

პოეზია/shi

ფილმში ასახულია უბრალო და მოკრძალებული ქალის ცხოვრება,რომელიც  განსაკუთრებულ ფერებში აღიქვამს სამყაროს. მას უყვარს ყვავილები,მზე პოეზია  და  მიუხედავად იმისა,რომ აღარ წერს ლექსებს დღემდე ახსოვს სიტყვები,რომელიც  პედაგოგმა სკოლის ასაკში უთხრა : თუ გააგრძელებდა  წერას ის  აუცილებლად გახდებოდა პოეტი. ახლაც, 66 წლის ასაკშიც ის ამ ოცნების ასრულებაზე  ფიქრობს და გადაწყვეტს პოეზიის კურსებზე შევიდეს.მიუხედავად იმისა,რომ მას უამრავი პრობლემა აქვს პოეზიის დახმარებით ყველაფერი მისთვის ახალ აზრს იძენს. ის იწყებს წერას და   ქალაქის ქუჩებში გაღიმებული დადის.ეძებს გარშემო სილამაზეს,რომელსაც საკუთარ ლექსებით გადმოსცემს.

„თითოეული ჩვენთაგანის სამყაროში არსებობენ ლექსები, უბრალოდ ჩვენ  აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ისინი   და   შევასხათ   მათ  ფრთები“.

ხელოვნებას ყოველთვის მოაქვს ადამიანისთვის  ბედნიერება,რადგან ის ეხება ჩვენს გულს.გულმა  კი ყოველთვის იცის რისი კეთება გვსურს,ამიტომ აკეთეთ საყვარელი საქმე,დაუკარით ყოველ დღე,დაწერეთ გულიდან წამოსული სიტყვები. შექმენით ხელოვნების ნიმუშები,მაშინ,როდესაც ამის  აუცილებლობას შიგნიდან გრძნობთ.

„ზრდასრული სამყარო“

ახალგაზრდა ემი ოცნებობს საკუთარი თავის რეალიზებაზე,როგორც პოეტი.მას სჯერა საკუთარი თავის,თუმცა ოჯახის წევრები თვლიან რომ მან ამ საქმიანობისთვის არ უნდა დახარჯოს დრო,რადგან ისინი არ აღიარებენ მის  შესაძლებლობებს.გოგონა იძულებულია სახლიდან გაიქცეს.ის იწყებს მუშაობას მისთვის შეუფერებელ ადგილას,მაგრამ არ აპირებს უკან დახევას და  მაშინვე იწყებს წერას,როდესაც ემოციებით ივსება.თუმცა რედაქციები არ სწყალობენ მის პოეზიას  და არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ იბეჭდება მისი შემოქმედება.

ფილმი გვიჩვენებს თუ რამდენად რთულია სამყაროში თავის დამკვიდრება და საკუთარი ნიჭის რეალიზება .ამისათვის ხომ  მუდმივი ბრძოლა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო.ემი კი დანებებას არ აპირებს და პატარა ნაბიჯებს დგამს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ წარმატებებს !