დღეს სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდებოდი შევნიშნე რომ დედებს,რომელთაც საბავშვო ბაღებიდან და სკოლიდან მოჰყავდათ ბავშვები, სევდიანი სახეები ჰქონდათ.სამწუხაროდ, სხვა დროსაც არაერთხელ შემინიშნავს მათ სახეზე სევდა, თუმცა ამჯერად გადავწყვიტე დამეწერა სტატია იმის შესახებ,რომ დედები თუკი ჩაუღრმავდებიან საკუთარ გულს და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათთვის თავიანთი პატარები, მაშინვე სიხარულით და ბედნიერებით აევსებათ გული. ჩვენთვის შვილები ყველაზე დიდი განძია.ისინი ნამდვილი ანგელოზები არიან, ამიტომ როგორი პრობლემებითაც არ უნდა გვქონდეს გული სავსე ჩვენ მათთვის უნდა შევძლოთ გაღიმება.დიახ, მესმის, არ არის ადვილი ყოველთვის გვქონდეს კარგი განწყობა, რადგან პრობლემები ოჯახში,სამსახურში ზოგჯერ გაუსაძლისი ხდება,მაგრამ არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული,როცა შვილები გვერდით გვყავს და ისინი კარგად და ჯამრთელად გრძნობენ თავს, ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და პატარების თვალები უნდა გვავსებდეს იმედითა და ოპტიმიზმით.
ასევე ხშირად მიფიქრია იმის შესახებ რომ ქალბატონები,რომლებიც მხოლოდ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს.მათ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა და ხშირად დეპრესიაში არიან. რეალიზებული და დასაქმებული დედები კი პირიქით. მართალია სამსახურებიდან შინ დაღლილები ბრუნდებიან,თუმცა შვილებთან შეხვედრის მოლოდინი ახარებთ.უფრო ენერგიულები არიან.ცდილობენ საზოგადოებრივ და საოჯახო საქმეებს თანაბრად გაართვან თავი და მათ ეს ბედნიერებას ანიჭებთ.თითოეულ წამს უფთხილდებიან და ცდილობენ ნაყოფიერად გამოიყენონ დრო. ეს საყოველთაო კვლევის შედეგია და ახალი არაფერია ამაში.და რადგან მე ყოველ საღამოს საკუთარი თვალით ვხედავ მოწყენილ დედებს, ვხვდები ქალებს,რომლებიც ყოველთვის წუწუნებენ იმის გამო რომ არ აქვთ სამსახური და ერთფეროვან დღეებს ატარებენ შინ და ყველაფერ ამას ძალიან განიცდიან. ერთის მხრივ ოჯახური მოვალეობების და მეორეს მხრივ მათი შინაგანი პოტენციალის რეალიზება თუ ვერ ხერხდება, დედებს ნამდვილად ემუქრებათ დეპრესია. რადგან ადამიანი შექმნილია წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის.წარმატება და ბედნიერება კი ოცნებების რეალიზებით მიიღწევა.შეიძლება იკითხოთ,რომ რთულია პატარების აღზრდა,რომ ყველას არ ჰყავს დამხმარე.დიახ, გეთანხებით, ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ პატარები იზრდებიან ძალიან სწრაფად,დედებმა კი არ უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე და ეცადონ,როგორმე აიხდინონ ისინი.რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი,რომელიც აკეთებს საყვარელ საქმეს და საზოგადოებრივ საქმიანობაში არის ჩართული თავისუფალია ყოველგვარი კომპლექსებისგან.აქვს კარგი განწყობა და შესაბამისად ეს ყველაფერი გადაეცემათ მათ შვილებს.რეალიზებული დედა ახერხებს დროის სწორად განაწილებას, მისთვის თითოეული წუთი ძვირფასია.ახერხებს იზრუნოს შვილებზე,ოჯაზე,შეასრულოს სამსახურეობრივი მოვალეობა და გაცილებით ენერგიული და მოტივირებულია.ასეთ ქალებს სიარულიც კი უფრო თავდაჯერებული აქვთ.თვალებიც უბრწყინავთ და ბედნიერებას ჩუქნიან შვილებს.საკუთარი მაგალითით ასწავლიან მათ როგორ იცხოვრონ სწორად,როგორ შექმნან მომავალი და ჰქონდეთ სავსე ცხოვრება.
კარგია როდესაც ქალი რეალიზებულია და შემდეგ ქმნის ოჯახს,მაგრამ სამსახურის დაწყება ქორწინების შემდეგაც არის შესაძლებელი,ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ დავიწყოთ ყოველთვის ყველაფერი ნულიდან და არასდროს დავყაროთ ფარ -ხმალი.რადგან დაუშვებელია ჩვენი გაუბედაობის გამო, უახასიათობა გადავდოთ ჩვენს პატარებს.ისინი ჩვენგან იღებენ მაგალითს და ხდებინ ისეთი ადამიანები, როგორებიც თავად ვართ.
ასე რომ დავაფასოთ ჩვენს პატარებთან გატარებული ყოველი წუთი.ეს წამები არასოდეს განმეორდება.ვაჩუქოთ მათ ბედნიერი ბავშობა.გავულამაზოთ დღეები. ძალიან კარგია,როდესაც ბავშვები მშობლების გვერდით თავს ლაღად და უსაფრთოხდ გრძნობენ.ეს მათ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ და მშობლებთან ნაყოფიერად გატარებული წუთები ეხმარებათ გადალახონ მომავალში ნებისმიერი სირთულე თუ ცხოვრებისეული დაბრკოლება.