ჰარუკი მურაკამი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მწერალია. გთავაზობთ საინტერესო ცნობებს მის შესახებ:
- ის წერს ბევრს. ძალიან ბევრს
ცნობილია, რომ მურაკამი ყოველ ჯერზე რომანის ოთხ ან ხუთ ვარიანტს მაინც წერს. საშუალოდ ექვს თვეს ანდომებს პირველი პირის დაწერას, ცხრიდან ათ თვემდე კი მის გადაწერასა და გასწორებაზე მუშაობს.
- მურაკამის უყვარს ჯაზი და უსმენს როკს, როდესაც დარბის
მისი პირველი სამსახური – მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიაში მუშაობდა, ისევე როგორც ტორუ ვატანაბე, ნორვეგიული ტყის მთხრობელი. მურაკამი აგროვებს ჩანაწერეს, განსაკუთრებით ჯაზ მუსიკის ჩანაწერებს. რომ ჰკითხოთ, რომელია მისი საყვარელი ადგილი სამოგზაუროდ, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ პირველ რიგში, ეს არის ბოსტონი, მასაჩუსეტსი. იმიტომ რომ იქ ყველაზე მარტივად შეიძლება მეორადი ჩანაწერების შეგროვება. მურაკამის შეგროვებული აქვს სამოციათასზე მეტი მუსიკალურ ჩანაწერი.
ჯაზის მიმართ მისი უზომო სიყვარულის მიუხედავად, სირბილის დროს უსმენს როკს (აქტიურად ვარჯიშობს). “აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო მარტივია მუსიკის რიტმი, მით უფრო კარგია სირბილის დროს”. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთხელ, როდესაც ას კილომეტრიან მარათონს შეურთდა, სირბილის დროს სტარტიდან ფინიშამდე მოცარტის მაგიური ფლეიტის თავიდან ბოლომდე მოსმენა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მარათონის დაწყებისთანავე დათმო. “ეს იყო ძალიან დამღლელი. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ოპერა არ არის კარგი გადაწყვეტილება სირბილის დროს.” – განაცხადა მან.
- მას ძალიან უყვარს კინო
როგორც ამბობენ, უნივერსიტეტში სწავლისას (ტოკიოში ვასედას უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე. სადაც გაიცნო იოკო, მისი მეუღლე) ერთი წლის განმავლობაში მან ორასზე მეტი ფილმი ნახა.
მისი საყვარელი რეჟისორია ფინელი აკი კაურისმიაკი.
- უყვარს კატები
მურაკამი ერთ-ერთ ესეში წერს (1989), რომ წლების განმავლობაში მას ათზე მეტი კატა ჰყავდა. მის ერთ კატას კირინი ერქვა. კირინი მან თანამედროვე იაპონელი მწერალისგან და სეხნიისგან რიუ მურაკამისგან წამოიყვანა. რიუ იმ ორ იაპონელ ავტორთაგან ერთ-ერთია, ვის ნაწარმოებებსაც ჰარუკი კითხულობს.
- ბეისბოლს მიუძღვის წვლილი, რომ ის დღეს მწერალია
ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა მწერლობა. მას ეს იდეა, სრულიად უნებლიედ, ბეისბოლის მატჩის ყურების დროს გაუჩნდა. წერდა სამზარეულოს მაგიდაზე, საკუთარ ჯაზ ბარში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. პირველი რომანის (Hear the Wind Sing) დაწერას 10 თვე მოანდომა.
- პარალელს ავლებს წერასა და ვიდეო თამაშებს შორის
ფიქრობს, რომ მხატვრული რომანის წერა და ვიდეო თამაშების დიზაინი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში მან თქვა – “ხანდახან, როდესაც ვწერ, ასე მგონია, რომ ერთდროულად ვიდეო თამაშის დიზაინერიც ვარ და მოთამაშეც”.
- მკაცრი და ინტესიური რეჟიმი აქვს
თუ რომანს წერს, დილის ოთხი საათიდან იწყებს და ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში მუშაობს. საღამოობით დარბის ან ცურავს. ან აკეთებს ორივეს ერთად. შემდეგ კითხულობს და უსმენს რაიმე მუსიკას. ცხრა საათზე იძინებს. ის ამბობს რომ ყოველდღიურად მისდევს ამ რეჟიმს, ცვლილებების გარეშე. “საკუთარი თავის გავარჯიშება აუცილებელია. ეს შთაგონების ერთ-ერთი ფორმაა. მე ვაიძულებ ჩემ თავს, რომ გონების უფრო ღრმა შრეებამდე მივიდე. ექსვი თვის განმავლობაში ასეთი მკაცრი რეჟიმის დაცვა მარტივი არ არის. ძლიერ მენტალურ და ფიზიკურ გამძელობას მოითხოვს. ამ გადმოსახედიდან, დიდი რომანის წერა თვითგადარჩენის გამოცდას ჰგავს. ფიზიკური ძალა ისევე საჭიროა, როგორც მხატვრული შემოქმედება.”
- არ კითხულობს იაპონურ ლიტერატურას
მისი მამა იყო იაპონური ლიტერატურის მასწავლებელი. ძირითადად ამ მიზეზის გამო თქვა უარი იაპონურ ლიტერატურაზე. ის უპირატესობას ანიჭებდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპელ მწერლებს – ბალზაკს, ჩეხოვს, დოსტოევსკის და დიკენსს. ტელეგრაფთან საუბრისას განაცხადა – “იპონური ლიტერატურა რომ წამეკითხა, ამის შესახებ მამასთან უნდა მესაუბრა. და მე ეს ძალიან არ მინდოდა.”
- არ იცის რამდენი ფული აქვს
გარდიანთან საუბრისას ერთხელ მან აღნიშნა – “თუ ფულზე ფიქრი არ გიწევს, ესე იგი მდიდარი ხარ და ეს ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა (რომ ფულზე ფიქრი არ გიწევს). ყველაზე მაგარი, რისი ყიდვაც ფულით შეგიძლია არის თავისუფლება, დრო. მე არ ვიცი რამდენს გამოვიმუშავებ წელიწადში. წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი რამდენს ვიხდი გადასახადებში. არ მსურს, რომ გადასახადებზე ვიფიქრო.