გთავაზობ სახალისო სიტუაციებს გასაუბრებებიდან, იმდენი იცინე, რომ მართლა გაგიხანგრძლივდეს სიცოცხლე :)))))) …
***
– დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარეები.
– სიჯიუტე!
– გმადლობთ, დაგიკავშირდებით…
– აქ დავიცდი!
***
– რა არის თქვენი ნაკლი?
– პირდაპირობა!
– ვფიქრობ, ეს უფრო ღირსებაა…
– ფეხებზე მკიდია, შენ რას ფიქრობ!
***
– დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარეები.
– ლოგიკა.
– როგორს ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?
– ოცდაშვიდი წლისას…
***
– სარეკომენდაციო წერილი თან გაქვთ?
– დიახ, აი, ინებეთ.
– “ძალიან კარგი ბიჭია, დაასაქმეთ, რა”…ეს რა წერილია?!
– დედამ გამომატანა.
***
– რამდენად ადეკვატური ხართ?
– არ ვიღებ “სელფებს”.
– მიღებული ხართ!
***
– დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარეები.
– სწრაფად მიყვარდება.
– და სუსტი მხარეები?
– … თქვენი იდუმალი ლურჯი თვალები.
***
– მომიყევით თქვენზე ორი სიტყვით.
– რავი აბა…
***
– დაასახელეთ თქვენი სუსტი მხარეები.
– სიტყვაძუნწი.
– და ძლიერი?
– ბევრს არ ვლაყბობ.
***
– დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარეები.
– ამბიციურობა.
– კარგი, ორშაბათს დაგიკავშირდებით.
– არაა საჭირო, მაგ დროს უკვე სხვა სამსახური მექნება.
***
– ჩემი ძლიერი მხარეებია სიჯიუტე, რომელიც ზოგჯერ აგრესიულობაში გადამდის, სიტუაციის კონტროლის უნარი…
– მოიცათ, მე ეს ჯერ არ მიკითხავს…
– მოკეტე და მისმინე!
***
– რამდენად აღწევთ დასახულ მიზანს?
– მე მივაღწიე Excel-ის ცხრილის ბოლო გრაფამდე…
– მიღებული ხართ!
***
– რამდენწლიანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
– … მე ხომ დამლაგებლად ვიწყებ მუშაობას.
– რატომ გადაწყვიტეთ მაინცადამაინც ჩვენი ტუალეტების დალაგება?
***
– სუსტ მხარეებში გიწერიათ “თავდაჯარებულობა”, ხოლო ძლიერ მხარეებში “უყურადღებობა”… რამე ხომ არ შეგეშალათ?
– მე? ამერია? არა, რათქმაუნდა!
***
– დაასახელეთ თქვენი სუსტი მხარეები.
– სიზარმაცე.
– კიდევ?
– მეზარება ჩამოთვლა…
***
– დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ინსტიტუტში გასწავლეს! აქ ეს არ დაგჭირდებათ!
– მე არ მისწავლია ინსტიტუტში.
– მაშინ თქვენ არ ხართ შესაბამისი კანდიდატურა! ჩვენ მხოლოდ უმაღლესდამთავრებულები გვაინტერესებს!
***
– დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარეები.
– სიჯიუტე.
– მაგალითად?
– ერთხელ Google–ში ძებნისას 27–ე გვერდამდე გავედი…
***
– შთამბეჭდავი რეზიუმე გაქვთ და დირექტორსაც ძალიან მოეწონეთ…
– ჯერ სად ხართ, თქვენ ფხიზელი უნდა მნახოთ…
წყარო: Adme.ru
თარგმანი: თაკო მეფარიშვილი