ამის პასუხი ისაა, რომ ცხოვრება არის ის, რაც აღწერს ამა თუ იმ ადამიანის ყოფნასა და მოღვაწეობას დედამიწაზე.
შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან მე სულ სხვა რამეს ვფიქრობ. ცხოვრებას, როგორც სიხარული, ასევე ტკივილი და სევდაც მოაქვს. მისი განსაზღვრა შეგიძლია მხოლოდ წარსულით და არა მომავლით, რადგან შენ არ იცი, რამდენ ხანს გასტანს შენი სიცოცხლე. ის შეიცავს სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას, თუმცა თუ მეორე მხარეს გაიხედავ დაინახავ, რომ მოგსდევს ცოდვები, სევდა, განცდა და სინანული. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, მაშინ რისთვის ვცხოვრობთ ? იმისთვის, რომ ვიტანჯოთ?
ამაზე პასუხი მაქვს, რადგან ვიცი, რომ თითოეულ ჩვენგანში არის რაღაც, რაც სხვებს უნდა გავუზიაროთ მიუხედავად ტკივილისა და ხედვისა, რადგან ყველა დაღმართს მოსდევს აღმართი ისევე, როგორც ტკივილს- სიხარული. შეუძლებელია მარადიულად ცხოვრება, თუმცა შესაძლებელია მარადიულად საუბარი იმ ცზოვრებაზე, რომელიც ოდესღაც არსებობდა. გაინტერესებთ, როგორ? იცხოვრე ისე, რომ იყო ისეთი ადამიანი, რომლის არსებობაც შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ მისი დაკარგვა შესამჩნევი. იყავი ძლიერი და კეთილი, აკეთე ყველაფერი გულით და არა მოვალეობის მიზნით. ამის შემდეგ კი მიხვდებით, თუ რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი.
რა არის ბედნიერება? ვფიქრობ, ის ვისაც არ განუცდია ტანჯვა, ვერასდროს მიხვდება, რა არის ბედნიერება, ვერ შეიგრძნობს მას და შესაბამისად ვერ განიცდის მის მიერ მოწოდებულ სიამოვნებას, რომლის დროსაც სახე გიბრწყინავს, ტანში ჟრუანტელი გივლის და გრძნობ იმას, თუ რა ძალა აქვს სიკეთეს.
ცხოვრებაში აუცილებელია თავიაუფლება, რაც ადამიანისთვის ძალიან დიდი სიხარულია. იცით, რას ვგულისხმობ თავისუფლებაში? არა იმას, რომ მშობლების გარეშე მარტო იარო, ან ციხეში არ იჯდე და სხვა კიდევ ასეთი უამრავი წვრილმანი, არამედ იმას, რომ თავისუფლება არის ის, რაც გიხანგრძლივებს სიცოცხლეს , გავსებს და გახალისებს. ამ სიტყვის გაგონებისას ჩემში ასოცირდებიან ჩიტები, რადგან ისინი, ერთი შეხედვით, უბრალოები არიან, თუმცა სწორედ ისინი იღებენ იმ სიამოვნებას, რაც თავიაუფლებას მოსდევს.
ახლა კი სევდა. ეს ის აუტანელი გრძნობაა, რომელიც გამუდმებით გულს გტკენს, გატირებს და მთელ სხეულს სტანჯავს, თითქოს გამუდმებით დანით გსერავს, მაგრამ ყველაზე მეტად ამას განიცდი მაშინ, როცა ვინმეს კარგავ, რომლის გარეშეც ცხოვრებას ვერ ეგუები, თუმცა როგორც იტყვიან, დრო ყველაფერის მკურნალია და ის ოდესმე შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რასაც მანამდე უფრო მწარედ განიცდიდი.
კიდევ არის სიყვარული, რაც ნამდვილად შეუდარებელი გრძნობაა, რადგან იმაზე მეტ ბედნიერებას არაფერი განიჭებს, როგორც ახლობლებისა და საუკეთესო მეგობრების მიერ გამოხატული სითბო და მზრუნველობაა, ეს კი ის არის, რის გარეშეც ცხოვრება აღარ იქნება ფერადი…
ნენე შენგელია, 13 წლის.