ორი დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან წარმატებულ ქალბატონს; ვუსმენდი მის ტრენინგს, შემდეგ ერთადაც ვივახშმეთ და უამრავი კითხვა დავუსვი; ამ შეხვედრამ საერთოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა წარმატებული ქალების შესახებ.
ყოველთვის მეგონა, რომ წარმატებული ქალი უფრო ჰგავს რკინის ლედის ვიდრე ქალურ და ნაზს, მაგრამ ამ ქალბატონმა საერთოდ სხვა მიმართულება დამანახა… პირველად ვნახე ასეთი ჭკვიანი ქალი, რომელიც თავის ქალურობას და სინაზეს საქმის მართვაში იყენებს ძალიან ოსტატურად. მასთან ერთად გატარებულმა ერთმა დღემ შეცვალა მთლიანად ჩემი გეზი…
ამონაკვესი ჩვენი საუბრიდან :
მე : როგორ შეძელით მილიარდიანი ბიზნესის შექმნა და მართვა ასეთი ქალურობის და სინაზის ფონზე?
ის: მთავარია გახდე ოსტატი ადამიანებთან ურთიერთობის საკითხში და სწორად გადაანაწილო მოვალეობები. თუ მამაკაცს დაავალებ იმას რაც ქალს უკეთ გამოსდის ან პირიქით ამ შემთხვევაში იკარგება საქმის ეფექტურობის 80 % . მამაკაცს არასოდეს არ უნდა დაავალო დეტალები, რომელიც მას აუცილებლად დაავიწყდება, ან ქალბატონს ფულზე ლაპარაკი, რაც მას არც თუ ისე კარგად გამოსდის. ყველას უნდა ქონდეს თავისი როლი გუნდში. ამ შემთხვევაში გუნდი არის ერთი ცოცხალი ორგანიზმი – ისევე როგორც გულს აქვს ერთი ფუნქცია და ღვიძლს მეორე. თუ გუნდში ყველა ერთი ფუნქციის შესრულებას ცდილობს, გუნდი ძალიან მალე იშლება, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზმი შეწყვეტს ფუნქციონირებას თუ მაგალითად ყველა ორგანო შეასრულებს გულის ფუნქციას.
მე: როგორი ტემპით არის მუშაობა ეფექტური?
ის: რა თქმა უნდა თქვენ საქმეში 100% -ით უნდა იხარჯებოდეთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ დრო და დრო დასვენება, ძალების მოკრება და განვლილი გზის ანალიზი. სხვა შემთხვევაში გადაიწვები და ვერ მიხვალ ფინიშამდე. არც ის ვარგა, როდესაც გაიგონებენ დასვენების შესახებ და კვირაში 5 დღე ისვენებენ და 2 დღე მუშაობენ. მთავარია დასვენება იმისათვის, რომ შემდეგ უფრო პროდუქტიული და აქტიური გახდე შენს საქმიანობაში.
მე: რა შემთხვევაშია ადამიანი საკუთარ ბიზნესში წარმატებული?
ის: მთავარია იცოდე რატომ ქმნი შენს ბიზნესს, რა ოცნების და მიზნის მიღწევაში გეხმარება ის? თუ ეს ოცნება გაგიჯდა ძვალ-რბილში და ის არ გაძლევს მოსვენებას, მაშინ შენ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ შენი ბიზნესის ფეხზე დასაყენებლად, მაგრამ თუ არ არის ძლიერი ოცნება და ის არ შთაგაგონებს, პირველივე სირთულის შემთხვევაში დაანებებ თავს და იტყვი, რომ ბიზნესი არ არის შენი სტიქია…
მე: რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც აპირებს რაღაცა ახლის წამოწყებას, ცხოვრების შეცვლას?
ის: პირველ რიგში იყავით ძალიან გულახდილი საკუთარ თავთან, და სანამ გულახდილად ეტყვით სხვა ადამიანებს თქვენს აზრს აუცილებლად კითხეთ მათ არიან თუ არა მზად მოისმინონ თქვენი გულახდილი შეფასება. ამ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ გაუგებრობებს და კომფლიქტებს , რაც გაგიადვილებთ ცხოვრებასაც და საქმიანობის ეფექტურად წარმართვასაც…
ეს არის ის სიტყვები , რომელიც ძალიან მინდოდა წაგეკითხათ … ეს შეხვედრა ჩემი ცხოვრების ახალი ტრანსფორმაციის მიზეზი ხდება…
დღეს ჩემი დილა ბევრად განსხვავდება გუშინდელი დილისგან და ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება… თუ თქვენი დილა ემსაგვსება მეორეს, კითხეთ საკუთარ თავს, რას არ აკეთებთ ჯერ მის შესაცვლელად… დილის განწყობა არის თქვენი დღის წარმატების საწინდარი!