მუსიკა სულის გამოძახილი და სულია; მათთვის, ვინც ქმნის…
და მათთვისაც, ვინც ესწრაფვის ამ დიდებულებას…
ნახატი, ლექსი, ნააზრევი, დახვეწილი და ღრმა, მშვენიერი გამოხატვით, ასევე…
ფრაზები, ფერები, ფორმები, სივრცე, სიღრმე, სიმაღლე და დიდებულება…
მეცნიერება, მის სიღრმეში ჭეშმარიტი წვდომა, აზროვნება, მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში ნიჭი და უნარი, დიდი ჯილდოა…
განათლება სიმაღლეა… იმ შემთხვევაში, თუ სულის „სინათლეს“ – ნათელს აძლიერებს, თუ ცოდნა დადებითს წარმოშობს, ავითარებს, ხვეწს, სიკეთისკენ მიმავალ გზას ადგას… პატივმოყვარეობას უარყოფს სისადავით, თუმცა, თავმოყვარეობას იცავს…
მსგავსი „განათლება“ ღირსებაა, რადგან სულისა და ბუნების მუდმივ დახვეწას ემსახურება…
ამასთან,
ნებისმიერი ნიჭი, უნარი, ნებისმიერ სფეროში, უდიდესი, მწვერვალების დაპყრობა, თუნდაც ხოტბა და აღიარება არაფერს ნიშნავს (რომ არაფერი ითქვას საშუალო მონაცემებზე, ან, მითუმეტეს, მის სრულიად არქონაზე) სიკეთის, სინდისიერების, გულისხმიერების, უშურველობის გარეშე…
უპირატესი მხოლოდ სინდისიერი, კეთილშობილი გული და გონებაა და ჭეშმარიტ ღირებულებათა და ღირსებათა ერთობლიობა…
მხოლოდ ეს არის ღირებული და „სიმაღლე,“ რომელიც, ამავდროულად, სისადავეცაა…
ყველაფერი გულია, გონება და სისხლი, ეს ერთობლიობა, რომელიც ბუნებას და ზნეს აყალიბებს… სწრაფვაც სიმაღლისკენ თუ უფსკრულისკენ, თავისი საფეხურებითა და მასშტაბებით, სწორედ მასზეა დამოკიდებული…