ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი.
დედის გულზე მშვიდად მწოლი პატარა.
დედის სუნი, მისი გულის ძგერა- ძლიერი, მზრუნველი და დასამახსოვრებელი.
პირველი ნაბიჯები. პირველი სიტყვა.
ბავშვის ტიტინით გამხიარულებული ახლობლები.
გაუმართავი წინადადებები – მხოლოდ მშობელს რომ ესმის.
პირველი დაბადების დღე ( არ აღნიშნავენ ტრადიციისამებრ. მიზეზი -უბრალოდ არ შეიძლება).
სამყაროს შეცნობის დასაწყისი.
სათამაშოები, მათი აწყობის და გაფუჭების მცდელობა.
მეორე დაბადების დღე- მშობლების ნათესავებით, მეგობრებით და ახლობლებით სავსე სუფრა.
საბავშვო ბაღი.
ახალი მეგობრები. ახალი თამაშები.
კომუნიკაციების დამყარების გზების პოვნა.
ჟრიამული, მხიარულება.
უდარდელი სამყარო, ბევრი ფერები და
შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო.
სკოლა.
ახალი მეგობრები.
ცოდნის დაუფლების წყურვილი.
საინტერესო აღმოჩენები.
ინტერესი.
მოწონება.
შეყვარებული, რომელიც მუდამ გეყვარება.
კონფლიქტი, ეჭვიანობა.
დაშორება.
„ეს ის არ იყო, ვინც მე მეგონა.“
გარდატეხის ასაკი- ტირილი, უხასიათოდ ყოფნა, პროტესტი ყველასადმი, გაუგებრობა
და ღია, ღია ვარდისფერი სამყარო.
ბოლო ზარი-დასამახსოვრებელი, სასიხარულო, მოგონებებით სავსე, შენი ცხოვრების საწყისი ეტაპის დასასრული
და დასასრულის დასაწყისი.
მომავალი პროფესიის არჩევა – შენი ან შენი მშობლების არჩევანი.
ეროვნული გამოცდები – ნერვიულობა პიკს აღწევს.
დაღლილობა. შედეგების მოლოდინში ენერგიაზე მოსვლა.
უნივერსიტეტი.
სტუდენტობა.
ახალი სამყარო. ახალი ცხოვრება.
უცხო გარემო, მეტი პასუხისმგებლობა, ცხოვრების შეგრძნება.
დამოუკიდებლობა. ახალი მეგობრები.
ლექციები, გამოცდები.
უფულობა.
ისევ ლექციები, დებატები.
საღამოს განტვირთვა.
წიგნები.
ღონისძიებები. პოეზიის საღამო.
ბედნიერება.
გართობა.
მეგობრებთან ერთად გათენებული ღამეები.
მოგზაურობა ფეხით.
და შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო.
სამსახური.
სიყვარული.
მტკივნეული დასაწყისით მაგრამ ტკბილი დასასრულით.
ის თანახმაა.
ქოწილი.
ყველაზე ბედნიერი წუთები შენს ცხოვრებაში.
საყვარელი ადამიანის ყოველდღიური ღიმილის დანახვა.
სიყვარული.
ჩვენ უკვე სამნი ვართ.
ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი.
ბედნიერების ცრემლები.
შვილის სითბოს შეგრძნება.
ჩვილის სუნი.
მეუღლესთან უთანხმოება-1 საათით.
გაბუტული სახე.
ისევ შერიგება.
ისევ ჩხუბი.
ისევ შერიგება.
ბედნიერი წუთები ოჯახთან ერთად.
შვილის 1 წლის დაბადების დღე (ტრადიციისამებრ არ აღნიშნავ).
სამსახური. დაღლილი სახე.
საღამოს შვილის სითბო.
ბედნიერების შეგრძნება.
დღე სამსახური, საღამოს ბავშვი.
დრო დროს გარეშე.
ბედნიერი დაღლილობა.
სამსახური, სახლი
და პირიქით.
შვილის მეორე დაბადების დღე.
მეგობრები, ნათესავები, ახლობლები.
სამსახური.
შვებულება ოჯახთან ერთად.
ღიმილი, ღიმილი, ღიმილი ყველგან
და ბედნიერი ოჯახი.
ჩვენ უკვე ოთხნი ვართ.
ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი.
სიუჟეტი იგივე.
მეტი ხარჯები, მეტი პასუხისმგებლობა.
შვილების საჩუქრები, სწავლა, გადასახადები.
ოჯახი უპირველესია.
სამსახური.
დაღლილი სახე.
შვილების კმაყოფილი და ბედნიერი სახეები.
დაღლილობის გაქრობა.
შვილების დაბადების დღეები.
შვილების საბავშვო ბაღი-ღონისძიებები, ექკურსიები და ა.შ
შვილების სკოლაში მისვლა-კარგი განათლება.
საამაყო შვილების გაზრდა.
ბედნიერი და ამაყი სახე მათი ქების მოსმენისას.
ბოლო ზარი.
დრო მიფრინავს
ეროვნული გამოცდები.
ლოდინით დაღლილი და ნანერვიულები თვალები.
ყველაფერი კარგადაა.
უნივერსიტეტი.
შვილის სასურველი პროფესია -მისი სიჯიუტის გამო.
სტუდენტობა.
მოგონებები- ყველაზე ტკბილი.
შენი და შენი მეუღლის 50-ე დაბადების დღე.
სიბერის შიში.
მოჭარბებული ემოციები.
მეუღლეზე და შვილებზე ნერვიულობა.
ჯანმთელობის პრობლემები.
შიშნარევი ღიმილით გაზომილი წნევა.
სისუსტე.
შვილის ქორწილი.
რძალი-კარგი ან ცუდი.
პირველი შვილიშვილი-შვილის „შემცვლელი“.
ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი.
სიუჟეტი იგივე.
ბედნიერი და მომღიმარი თვალების ცქერა.
მეორე, მესამე, მეოთხე შვილიშვილი.
ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი.
სიუჟეტი იგივე.
პირველი პენსია.
შვილების ნაკლები ყურადღება შენდამი.
არავინ გისმენს.
ნერვიულობა.
მარტოობის განცდა.
მხოლოდ მეუღლე.
შემდეგ მისი გარდაცვალება.
ტირილი, ბევრი ტირილი.
მოგონებები. ისევ მარტოობა.
„შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ.“
უყურადღებობა.
გულისტკივილი.
შიში-სიკვდილის.
დრო მალე გადის.
80 წლის იუბილე.
დაქვეითებული მეხსიარება.
„ტკბილი“ სიბერე.
მოლოდინი.
სიკვდილი.
……………
……………
ახალი ცხოვრება..