ზამთარი გვღლის, როცა ჩვენ მას ზრდასრული ადამიანის თვალით ვიუყრებთ: cსიბნელე, სიცივე, ნაცრისფერი ქალაქი, დღის სიმოკლე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეფუთული ადამიანები, დაგროვილი დარლილობა… ეს ყველაფერი გვთრგუნავს. ბავშვები კი ამ ყველაფერს აბსოლიტურად განსხვავებულად უყურებენ, მათ არ არ აღიზიანებთ დღის სიმოკე,რადაგან მათი დღე სიხარულითაა სავსე,საღამოს კი სიხარულით ელოდებიან დასვენებას. როგორ შევხედოთ ჩვენც ამ ყველაფერს ბავშვის თვალით?
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ზამთარში ცოტათი მაინც უნდა გადავიდეთ ბავშობაში, ეს სეზონური სტრესისგან განთავისუფლებაში დაგვეხმარება.
ზამთარში ჩვეულებრივი რაღაცეებიც კი სირთულედ გვეჩვენება. დამოკლებული დღის ფონზე ზოგჯერ დღე ღამეში გვერევა: დილაობით მზის სხივების არარსებობის და სიცივის გამო ლოგინიდან ადგომაც კი გვეზარება, გამოვდივართ სახლიდან როცა ჯერ კიდევ ბნელა, შინ კი წყვდიად ღამეში ვბრუნდებით. დაბალი ტემპერატურა კი სწრაფად აქვეითებს ჩვენს ქმედითუნარიანობას. მაგრამ თუ კი ზამთარს ბავშვის თვალით შევხედავთ,ამ რთული სეზონის აღქმა საგრძნობლად გაგვიადვილდება. გაიხსენეთ თუ როგორ სიხარულს ანიჭებს ბავშვებს პირველი თოვლი, როგორი მოუთმენლობით ელოდებიან ისინი მას. როგორ აოცებთ მათ თოვლით დაფარული კარ მიდამო. ისინი მაშინვე გარეთ გარბიან, არ აშინებთ სუსხი. გარეთ გასულები კი თავიანთ სიხარულს გარშემომყოფთ უზიარებენ.
„ბავშობაში დაბრუნება, შეიძლება აღვიქვათ როგორც დაბრუნება რაღაც ყოფიერთან,ბუნებრივთან,რეალურთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ კი თქვენში იზრდება შინაგანი კონფლიქტი, რომელიც იწვევს სწორი ორიენტაციის დაკარგვის შეგრძნებას.
ფსიქოლოგები გვირჩევენ ზამთარში უქმეებზე ვეწვიოთ პარკებს სადაც მარად მწვანე მცენარეების სიმრავლეა. დადექით დიდი და ლამაზი მარადმწვანე ხის ძირას ხელისგულები მიადევით ხეს და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით. გავჩერდეთ საბავშო პარკებთან რამდენიმე წუთით ვუყუროთ ბავშვებს, რომლებიც სიხარულით და ენერგიით არიან სავსე, სიცივის მიუხედავად. თუ გყავთ ახლობელი პატარა წაიყვანეთ ის სათამაშო მოედანზე, ჩაერთეთ მის თამაშებში, ისარგებლეთ მასთან ერთად არტაქციონებით და გაიზიარეთ მისი სიხარული. შინ დაბრუნებული კი სასიამოვნო დარლილობას იგრძნობთ.
ასევე ფსიქოლოგები გვირჩევენ ვუსმინოთ საყვარელ მუსიკას რომელიც ზაფხულის ლამაზ მოგონებებში გადაგაგდებთ. ჩაიცვით პალტოს ან ქურქის შიგნიტთ ლამაზი არასაზამთრო ტანსაცმელი, ნუ გამოიყენებთ სამსახურში ყელიან სვიტრებს, მუქ ტონალობაში.
ასაკი ხშირად ხელს გვიშლის ემოციის გამოხატვაში. მაგრამ ღირს ცადოთ და თქვენ გაოცდებით თუ რამდენად ბუნებრივია ეს ყველაფერი. პრობლემის არსი იმაშია, რომ სტრესი გვყინავს, ბლოკავს ჩვენს შემოქმედებით უნარს, მოთამაშე ადამინი კი, უკვე ხელოვანია. საკმარისია საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: რატომაც არა, ზრდასრული ადამინი ხომ თავად წყვეტს ყველაფერს? შემდეგ კი დავძლიოთ შიში, უძურობისა. ამ საქმეში ყველაზე მეტად ბავშვები და მხიარული ადამიანები დაგეხმარებიან.
ბავშობაში გადავარდნა ჩვენთვის სტრესული სეზონის დაძლევაში და შემოქმედებითი იდეების განახლებაში დაგვეხმარება. შესაძლოა დაგვებადოს ახალი შემოქმედებითი იდეები.