ფინანსური წარმატება არც რჩეულთა ხვედრია და არც ბედის საჩუქარი იღბლიანთათვის. ეს ცალკეულ ინდივიდთა მიღწევაა, რომლებიც მზად არიან დაიცვან ფუნდამენტური პრინციპები. აღნიშნული პრონციპები მუშაობს ყველასთვის, ვისაც ისინი გააჩნია. ყველა, ვინც მას მისდევს, აღწევს მიზანს. ასეთ შემთხვევებში, 1+1 ყოველთვის 2-ია.
მოცემული სტატია სწრაფად გამდიდრების სქემას არ მოიცავს, რადგან მომენტალური წარმატება ბუნებაში არც არსებობს. „სულელების ოქროს“ ძიებაში ჩვენ ძვირფას დროს და ოცნებებს ვკარგავთ. აქ თავმოყრილია იმ პრინციპების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ფინანსური წარმატებისთვის აუცილებელია.
თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი მდიდარი ადამიანის ცხოვრება გააანალიზოთ და ნახოთ, როგორ მუშაობს ეს წესები მათ ცხოვრებაში.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფული ვერ გაგაბედნიერებთ. თუმცა, ფულის დანიშნულება არა – ბედნიერების მოპოვებაში, არამედ პრობლემების გადაწყვეტაშია.
მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ წინდახედულნი ვხდებით. ამ გამოცდილებას კი, ჩვენივე შეცდომებიდან ვღებულობთ – ჯიმ ჰორნინგი
ფინანსური წარმატების პირველი საიდუმლო – დრო და თავდაუზოგავი შრომა
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს რაიმეს მიღწევა სწრაფად სურთ, მინიმალური ძალისხმევით ან სრულიად უსაქმოდ. მათი სურვილია, ერთი კვირით დაიცვან დიეტა და მთელი ცხოვრება იყვნენ გამხდარი. გააკეთონ ერთთვიანი დანაზოგი და მთელი წელი ხარჯონ. ჩადონ დოლარი და მიიღონ მილიონი… ასეთი რამ შეუძლებელია.
ფინანსური წარმატების მისაღწევად საჭირო გამოცდილებისთვის, დასაწყისში საჭიროა დახარჯოთ მთელი თქვენი დრო. იმისათვის, რათა გახდეთ პიროვნება, რომელსაც შეუძლია საჭირო რესურსების წარმოდგენა საკმაოდ ბევრი ადამიანის წინაშე და მსხვილი ფინანსური შემოსავლის მოპოვება, საჭიროა წლების მანძილზე მიზანდასახული საქმიანობა.
არიან ადამიანები, რომლებმაც, თითქოსდა, ერთ ღამეში მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ასე არაა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მათი ბავშვობის შთაბეჭდილებებზე და არ იცით, რისი გადახდა მოხდათ წარმატების მისაღწევად. ამისათვის საჭიროა დრო და მუშაობა აუცილებლად იმ სფეროში, რომელიც გიყვართ.
კამყოფილი დარჩებით თუკი იმ საქმიანობას ეწევით, რომელიც გიზიდავთ. მხოლოდ თქვენს მისწრაფებას შეუძლია მიგიყვანოთ სასურველ მიზანთან. ფინანსური წარმატებისთვის დრო და გამოცდილებაა საჭირო. ხშირად, ცდილობენ გაიმეორონ იმ ადამიანის წარმატება, რომელმაც, ამ ყველაფერს, თითქოსდა, მოკლე დროში მიაღწია. პრობლემა იმაშია, რომ სრულად არ იციან მისი განვლილი გზის შესახებ, რადგან მხოლოდ შედეგს ხედავენ და მისი გამეორება იოლი ჰგონიათ. არ იციან, რომ 1 წარმატებულ ადამიანზე მოდის 10.000 სხვა, რომელსაც იგივეს მცდელობაში წარუმატებლობის განიცადა.
დრო აუცილებელია! ბილ გეითსმა კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად წლები დახარჯა, ვიდრე ფინანსურ წარმატებამდე მივიდოდა. ასევე წლების მანძილზე ვარჯიშობდა კალათბურთში მაიკლ ჯორდანი, ვიდრე გახდებოდა ფინანსურად წარმატებული. ვინც საკუთარი საქმის პროფესიონალია, ყველას დიდი ხანი დასჭირდა ამის მისაღწევად. იყო პერიოდი, როცა ამ ადამიანებსაც არ გამოსდიოდათ ყველაფერი ისე, როგორც სურდათ, მაგრამ მცდელობების და შეცდომების გზით, დროის და გამოცდილების ხარჯზე, მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, დაიბადა დიდი წარმატებები.
არასდროს მიუდგეთ დაუდევრად არამასშტაბურ დასაწყისს. თუკი თანმიმდევრული ხართ და დროის დახარჯვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გახდებით პროფესიონალი და თქვენივე კომპეტენტურობა მიგიყვანთ ფინანსურ წარმატებამდე.
ერთი სანთლით ათასის ანთება შეიძლება, ისე, რომ ამით მისი სიცოცხლე არ მცირდება – ბუდა
ფინანსური წარმატების მეორე საიდუმლო – აკეთეთ სასარგებლო საქმე
ცხოვრებაში მხოლოდ იმ პრობლემების გადაჭრისთვის დაჯილდოვდებით, რომლებიც სხვების გამო მოაგვარეთ. წარმატებისთვის საჭიროა, ბევრი ადამიანის პრობლემები გადაჭრათ.
მაგალითად, მაიკლ ჯორდანმა ძალიან ბევრი ადამიანი გაართო, ბილ გეითსის პროგრამული უზრუნველყოფით კი, უამრავის ცხოვრება გაუმჯობესდა. ამიტომაც აქვთ მათ მილიარდები. თქვენი ფინანსური წარმატებაც დამოკიდებულია შესაძლებლობებზე, გავლენა მოახდინოთ მასებზე. ამისათვის კი, საჭიროა პიროვნული ზრდა. როცა ვითარდებით და იფართოებთ ჰორიზონტს, წერთ და კითხულობთ, ღებულობთ გამოცდილებას, მაშინ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
ამ ზრდის შესაბამისად, იზრდება სხვებზე ზემოქმედების შესაძლებლობებიც. როცა ორი ადამიანი იძირება ჭაობში, მათ ერთმანეთის შველა არ შეუძლიათ. რამდენადაც გაიზრდებით პიროვნულად, იმდენად მეტს გაუჩნდება სურვილი, იყოს თქვენი გავლენის ქვეშ.
თუკი მისაბაძი გახდებით, ადამიანები ეცდებიან თქვენი ქმედებების გამეორებას. ეს კი, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც „გაზრდის“ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუ მცირე ფინანსური წარმატების მიღწევა გსურთ, შესაბამისად, მცირე ოდენობის
ადამიანს დაეხმარებით, ხოლო თუ თქვენი მიზანი უდიდესი წარმატებაა, საჭიროა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოთ პიროვნულად. არჩევანი თქვენზეა, რადგან თქვენვე შეგიძლიათ საკუთარი შინაგანი სიმაღლის ზრდა. ამიტომაც ყოველთვის უნდა დაუსვათ თავს შეკითხვები – როგორ გაზარდოთ გავლენა? როგორ გაიზარდოთ თავად?
ჩვენ უკვე განვიხილეთ წარმატების პრინციპები – გამოცდილება და გავლენა, თუმცა, თუკი მათ არასწორად გაიგებთ, მოცემული დროის შესაბამისად ორიენტირებას ვერასდროს მოახერხებთ.
ფინანსური წარმატების მესამე საიდუმლო – მენტალური მხარე
ვერ მიაღწევთ იმ ადგილს, რომელსაც ვერ ხედავთ. ასევე, ვერ გახდებით ფინანსურად წარმატებული, თუ საკუთარ თავს კვლავ „ღარიბად“ წარმოიდგენთ. როცა ამჩნევთ სირთულეებს, მათ უნდა შეებრძოლოთ. თქვენი ფინანსური წარმატების შინაგანი ხედვა უნდა დაემყაროს თქვენივე მიზნებს, როგორც გემის კაპიტანია ორიენტირებული დოკისკენ პორტში, საითან ხომალდი მიემართება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოსახვა და ვიზუალიზაცია, რაც მომავლის ხედვაში გვეხმარება.
ვიზუალიზაცია გვაფიქრებს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობაზე, მისი მეშვეობით ვიაზრებთ ფინანსური წარმატების სიკეთეს. ეს ყველაფერი იბადება თქვენს ცნობიერში, რაც შემდეგ „გამოცდილების დაგროვების“ და „გავლენის“ პროცესების საშუალებით ხორციელდება თქვენს სამყაროში. თუმცა, დასაწყისში აუცილებელია მისი დანახვა გონებაში, ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ.
თუკი წინასწარ წარმოიდგენთ, არ გაოცდებით, როდესაც ერთხელაც მიაღწევთ მას. თუ გაოგნებთ შესაძლებლობა, იქონიოთ მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზე, ეს ნიშანია, რომ არ ხართ მზად და არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება, გავლენა და რწმენა, რათა აქციოთ ჩანაფიქრი რეალობად. თუკი წინასწარ ვერ ხედავთ წარმატებას, ვერ შეძლებთ მის მატერიალიზებას და მუდმივად მარცხს იგანიცდით.
ხოლო თუ პირიქითაა, ძალა ეკარგება წინამდებარე მტკიცებას და განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭება შემდეგს – როცა ფინანსურ წარმატებას ჭვრეტთ, შეგიძლიათ დასასვენებლადაც წამოწვეთ. რადგან იგი მეფობს თქვენს წარმოსახვაში, გრძნობთ ჰაერში, ე.ი. მხოლოდ დროის საკითხია. საჭიროა, ღრუბლებში საკმარისი რაოდენობის კონდენსანტი დაგროვდეს, რათა წვიმა წამოვიდეს.
და ბოლოს:
თუკი თქვენს ფინანსურ წარმატებას ხედავთ, შეძლებთ, მოიპოვოთ საკმარისი გამოცდილება, მოახდენთ გავლენას ადამიანებზე და თქვენი წარმოსახვა რეალობა აქციოთ. „გამოხვალთ“ ზუსტად ისეთი, როგორზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. რაც სიბნელეში ჩაიფიქრეთ, მზის შუქს იხილავს. ფინანსური წარმატება თქვენი იქნება, რადგან ამისთვის იშრომეთ, ეს დაიმსახურეთ. ჯილდო ხომ ერგება მას, ვინც იღწვის სასარგებლო საქმისთვის და სჯერა საკუთარი წარმატების.