საქართველო ევროპაა ! საქართველოს სრული ხსნისა და გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ღირებულებებშია, მაგრამ ამ ღირებულებების ჭეშმარიტი გაგებით. სასურველია ყველას ესმოდეს ამ ღირებულებების რეალური დანიშნულება და მიზანი, რომ ქართველმა საზოგადოებამ ანუ შენ, მეც და საერთოდ ჩვენ განვიცადოთ ძირეული ცვლილებები პროგრესის კუთხით , მაგარამ საამისოდ უპირველეს ყოვლისა ქართველი უნდა განთავისუფლდეს მონის სინდრომისაგან განათლების გზით, რომელიც მასში ასეა გამეფებული ნებით თუ უნებლიეთ და ამ ყოველივეს დემონსტრირებას ახდენს მისი ყოველდღიური ყოფის ჟამს.
ევროპა არცთუ შორსაა ჩვენგან ,მაგრამ მასთან მიახლოვების უაზრო და უსაფუძვლო შიში გვკლავს რომელიც საიდან იღებს სათავეს ყველამ კარგათ ვიცით, მაგრამ მაინც ვიკვებებით იმ ჩირქით რომელსაც აწუკვე პოსტ-საბჭოთა სივრცის პროპაგანდა ქვია. საქართველოში სამწუხაროდ მოსახლეობის უდიდესი და მამოძრავებელი ნაწილისათვის ოცდამეერთე საუკუნე ეპოქა კი არ არის რომელსაც ფეხი უნდა აუწყო და აჰყვე მის დინებას , არამედ უბრალოდ თარიღია ციფრით 21. აქ მოსახლეობა ჯერკიდევ ოცნებობს ჩაის ფაბრიკა-ქარხნებზე , 70 მანეთსა და უსახურ ტანისსამოსზე, 37 მანეთიან ვოიაჟზე რუსეთის რომელიღაც მიყრუებულ ქალაქში და „წარმატებულ“ სექს ღამეს ნატაშასთან ან პირობითად ვალოდია ხრულოვის ცოლთან და მერე მთელი ცხოვრება იმაზე ტრაბახში, თუ რა მაგრები ვართ ქართველები ამ საქმეში. და ეს ყოველივე გვეხარბება და გვაცდუნებს ისე მაგრად რომ გვავიწყებს ეროვნულ თვითშეგნებას.
ქართველი მოსახლეობის უფროს თაობას რომ დავანებოთ თავი , რომელიც კომუნიზმის კლანჭებში მოხვდნენ და დაზარალდნენ როგორც სულიერად ისე მენტალურადაც, კიდევ უფრო საგანგაშოა ,რომ ახალი თაობაც ვერ დაიკვეხნის დიდად მენტალური პროგრესით, ისინიც განაგრძობენ სამწუხაროდ იმავე იდეების შემეცნებას და რეალურ ყოფა-ცხოვრებაში გამოყენაბს რომლებსაც წინა თაობები ნერგავდნენ თავისდა უნებლიედ და რამაც დამანგრეველი ზიანი მიაყენა ქართულ ეკლესიას, სახელმწიფოებრიობასა და ქვაყანას, რომელმაც ასე აღზარდა ქართული თაობები სიძულვილის , გაუტანლობის და გაუთვითცნობიერებული მონობისადმი მიდრეკილებით…
დღეს ახალგაზრდა თაობის არცთუ მცირე ნაწილს რომელთა იმედი უნდა ქონდეს წესით საქართველოს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა „დიადი მეზობელი“ რუსეთის „მფარველობა-შემწეობის“ გარეშე ვერ გადარჩბა და რომ არა ის ჩვენ კარგა ხანია დავკარგავდით ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას. მაგარამ სუფრასთან მჯდომნი, ამაყად იტყვიან ხოლმე თამარის, გორგასლის ან დავითის სახელებს ჩვენი ქვეყნის 3000 წლოვანი ისტორიის სადღიგრძელოს დროს (კარგ შემთხვევაში ისიც, თუ იციან საერთოდ) , მაგრამ საუბედუროდ ეს ყოველივე უბრალო სიტყვებია რომელებიც მხოლოდ კუჭში ჩაიღვრება ხოლმე, ხოლო იქედან სად- ეს უკვე არავინ იცის!. ამ ყოველივეს უმთავარესი მიზეზი ტოტალური გაუნათლებლობა და კუჭის დონეზე დასული ზნეობა და მორალია .
ევროპასთან, ანუ ცივილურ-დემოკრატიულ სამყაროსთან დაახლოვებისათვის ქართულმა საზოდაგობამ განათლების გზით უნდა განიცადოს პროგრესი თითქმის ყველა სოციალურ სარბიელზე და მეტიც, მოახდინოს უნდა აზროვნების ევოლუცია რათა ფეხი აუწყოს მსოფლიო განვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქციას დავკარგავთ და გადავგვარდებით. გადავგვარდებით ანუ წაგვერთმევა ისედაც გაქუცული ქართველობა , ოღონდ ამჯერად საბოლოოდ რომელზეც ასე ყბადაღებით გაჰკივის თბილისური ფსევდო ინტელიგენცია, და მხოლოდ ფანჯრის გამოღებაა საკმარისი და ქუჩაში გახედვა რომ მიხვდნენ თავიანთი სიტყვების არა რეალურობას და იმასაც რომ ნამდვილი ქართული სული კარგახანია დავკარგეთ, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ იზავენ რადგან მერე რაღაზე ილაპარაკონ ?!
მე მიმაჩნია რომ საქართველო ევროპული ქვაყანაა, მაგარამ ძალიან სპეციფიკურიც ამავდროულად. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენი ევროპელობა ჩვენი ისტორიის მანძილზე, თუმცა აზიური კულტურის გავლენების უარყოფაც არაფრით შეიძლება რაც ასე გვიშლის ევროპული არჩევნისკენ სწრაფვაში ხელს.
ჩვენ ვროპელი ერი ვართ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სასურველი ევროპისათვის დღეს. ნაკლებ სასურველები, ჩვენი ნაგვით გადავსებული ქუჩებით, ჩვენი არაჰუმანური საზოგადოებით ,რომელიც ვერ არჩევს თეთრსა და შავს და ვინც არჩევს ისინი ავთომატური მტრები ხდებიან დღევანდელი „ქართული სულის და თვითშეგნების“ რომელიც მკაფიოდ მხოლოდ სუფრაზე შემოწყობილ ღიპებში და გაურკვეველი „სასმისებით“ ღვინის სმას წარმოადგენს. TOYOTA და LEXUS ხომ აქ ანაფორაში გადაცმული თვითმარქვია მამაოების საყვარელი ცდუნებაა რომლებიც სკამების სროლაში ავარჯიშებენ ქართველ მრევლს იმის მაგივრად რომ აუხსნან ადამიანურობა , პარალელები ჰუმანურობასა და ცხოველობას შორის და რეალური სიკეთეები ევროპული არჩევანისა, მაგრამ ვერ და არ აკეთებენ ამას მხოლოდ იმ ერთი მართივი მიზეზის გამო რასაც არცოდნა ქვია.
ევროპა და ცივილიზაცია დღესათვის შორს მყოფ ახლობელს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც გვიხმობს და გვეძახის ხმის ჩაწყვეტამდე მაგრამ ჩვენ თითოს არ გვესმის, ისევ ისე განვაგრძობთ ნაცარში ქექვას როგორც 25 წლის უკან. ვიცით და გვინდა რომ კარგია სადღაც ევროპაში, მაგრამ როგორ უნდა ვიქცეთ თავად ევროპა ეს არავინ იცის !