ფრანგი ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ფიქრობს, რომ მიღწევა მოვალეობაა, რომელიც ადამიანს უფრო მეტი მიღწევისკენ უბიძგებს. საინტერესო ნააზრევია, რადგან მიღწევა დასაწყისია, რომელსაც მუდმივი რეჟიმი სჭირდება, ასეთი ადამიანი თითქოს წინასწარ ხედავს შედეგს და უმალვე ისახავს ახალ მიზანს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრების განამვლობაში ცდილობს წარმტებისკენ სწრაფვას, საკუთარი თავის წინაშე ვალდებულბები აკისრია – იყოს უკეთესი.
მთავარია, წარმატებისკენ სწრფვის დროს შიში არ დაგეუფლოთ, გამბედაობა და რისკი არ იყოს ნაკლები დოზით თქვენში, როდესაც თამამად მოქმედებთ, თითქოს უხილავი ძალები გეხმარებიან. გამბედაობის თითოეულ აქტს მივყავართ გამბედაობის ზდისა და მზადყოფნისკენ, მომავალში გამოავლინოთ კიდევ უფრო მეტი სიმამაცე. ყოველთვის, როცა წარმატების გარანტია არ გაქვს, მაგრამ წინ მიიწევთ, თქვენში მცირდება შიში, ხოლო გამბედაობა და თავდაჯერება იზრდება. საბოლოო ჯამში კი იმ მდგომარეობას აღწევთ, სადაც უკვე აღარფერი გემუქრებათ.
რალფ უოლდო ემერსონი ამბობს: ‘’ყველაფერი, რაც წარსულში დაგვრჩა ან მომავალში გველის, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენშია.’’ ემერსონის ეს მოსაზრება ძალას მაძლევს დაუღალავად ვიარო წინ, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ ბევრი მაქვს გასაკეთებლი მიზნის მისაღწევად. დაფიქრდით განა შეიძლება დაკმაყოფილდეთ მიღწეულით თუ მის მოსაზრებას გაიზრებთ და გაითვალიწინებთ?
მიეცით თავს ახალი შანსი ყოველდღე აღმოაჩინოთ რაღაც ახალი, გააკეთოთ, იბრძოლოთ, მიაღწიოთ. აღმოჩენის მოლოდინით გამოწეული აღმაფრენა ის საიმედო გზაა, რომელიც ყოველ თქვენს ქმედებას გარკვეულ ნაბიჯად აქცევს დღევანდელი თუ ხვალინდელი წარმატებისთვის. ხშირად დაუსვით თქვენს თავს კითხვა: გაქვთ ისეთი, რამ რაც წარმატებამდე მიგიყვანთ? უმეტეს შემთხვევაში პასუხი კი იქნება, მთავარია ყველამ აღმოვაჩინოთ ის ‘’საუკეთესო მე ‘’, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა რადიკალურად შეუძლია.