8 წლის ვიდეობლოგერი, Youtube-ზე სათამაშოების აღწერით, წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2011 წელს ამრიკელმა მამამ, ჯარედმა საკუთარ შვილს, ევანს ჩაუწერა სათამაშოების – “AngryBirds”-ის აღწერა. თავდაპირველად ვიდეოს გადაღება უბრალო გართობა იყო, ევანმა მამას სთხოვა, ვიდეო ინტერნეტში აეტვირთა, რადგან სურდა, რომ მის მეგობრებსაც ენახათ. რამდენიმე წლის შემდეგ ონლაინ არხს 805 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდოების მნახველთა რაოდენობა კი 744 მილიონს აჭარბებს. მსგავსი ვიდეოაღწერა ინტერნეტსივრცეში პირველი იყო. სწორედ ამიტომ, ევანის ვიდეომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც წესი, ბიჭუნა ყუთიდან იღებს სათამაშოს და მაყურებელს აცნობს. ბიჭი პოპულარულ სათამაშოების ბრენდებს უწევს რეკლამირებას. ვიდოებში ევანის დას და დედასაც ნახავთ ხოლმე. მაგალითისთვის უყურეთ ამ ვიდეოს, რომელიც 2013 წელს 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
იხილეთ ვიდეო
ევანი ჩვეულებრივ სკოლაში დადის და კარატეთია გატაცებული. ქუჩაში მხოლოდ რამდენჯერმე იცნეს. Youtube-არხის ვარსკვლავის მშობლებს არ უნდათ ზედმეტი პოპულარობა, ამიტომ ისინი სთხოვენ ჟურნალისტებს, მათი გვარი არ გამოაქვეყნონ. არხის დახასიათებაში კი ვერ ნახავთ მათ მისამართს. როგორც ევანის მამა ამბობს, საიტიდან შემოსული თანხა გროვდება ევანის და მისი დის საბანკო ანგარიშზე. როდესაც ისინი კოლეჯში ჩააბარებენ, სწავლის ფული ნამდვილად ექნებათ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
წყარო: mshoblebi.ge