ღიმილი – სახის ყველაზე მარტივად ამოსაცნობი ემოციაა. გაღიმებისას, ადამიანის ტვინში ხდება გარკვეული ჯაჭვური რეაქციები, რომელთა შედეგადაც მყარდება კავშირი ,,ტვინსა და სხეულს’’ შორის.
რატომ არის ღიმილი სასარგებლო?
ღიმილი გვაბედნიერებს
ჩვეულებრივი ღიმილი ტვინში გზავნის ბედნიერების სიგნალს. როცა ბედნიერები ვართ, ორგანიზმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინის გამოყოფა, რაც ხასიათს აუმჯობესებს. ეს პრინციპი 1980-იან წლბში გახდა ცნობილი და გამოკვლევების მთელი რიგი განვლო.ირგვლივ მყოფ ადამიანებს ღიმილი აბედნიერებს.
ღიმილი გადამდებია
საკმარისია ადამინმა დაინახოს გაღიმებული მეგობარი და თვითნებურად მასაც ეღიმება. როცა ვინმე იღიმის, მისი განწყობა გარშემომყოფებზეც გადადის. ასე რომ, მომღიმარ ადამიანს ბედნიერება მოაქვს.
ღიმილი ადამიანს მიმზიდველს ხდის
განსაკუთრებულ ყურადღებას მომღიმარ ადამინს ვაქცევთ. არსებობს მიზიდულობის ფაქტორი, რომლითაც ჩვენ გვსურს, გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ იღიმის. მომხიბვლელი ღიმილი განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე. ამიტომაც, შემდეგ პაემანზე არ დაგავიწყდეთ გაღიმება. ასე თქვენი პარტნიორის გაბედნიერებას და საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოდგენას შეძლებთ.
ღიმილი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა
ღიმილი დაღლილობის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა. ღიმილს ასევე შეუძლია მღელვარების შესუსტება. როცა ტვინში აღწევს ბედნიერების სიგნალი, როგორც წესი, ის არეგულირებს სუნთქვას და გულისცემას, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი და ასევე, ხდება სისხლში შაქრის შემცველობის ნორმალიზირება.
ღიმილი მაკიაჟზე მიმზიდველია
ადამინების 69% თვლის, რომ უმაკიაჟო, მაგრამ მომღიმარი ქალი ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ქალი ღიმილის გარეშე, რომელიც იყენებს მაკიაჟს. კუნთები, რომელთაც ღიმილისას ვამოძრავებთ, ჭიმავს სახეს, რაც ადამიანს ბევრად აახალგაზრდავებს.
ღიმილი ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს
ღიმილი იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. როცა იღიმით, თქვენი სხეული მოდუნებულია. გამოკვლევების მთელმა რიგმა აჩვენა, რომ ღიმილი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. კარგი ღიმილი მინი ვარჯიშის ტოლფასია, პროცესში ხდება ცხიმების წვა და ხელს უწყობს კუნთების პრესის ფორმულირებას. ღიმილი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ძილს. ამრავლებს სისხლში ანტისხეულების რაოდენობას, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა ინფექციას.
ღიმილს წარმატება მოაქვს
მომღიმარი ადამიანები თავდაჯერებულად გამოიყურებიან. მოირგეთ ღიმილი გასაუბრებასა და თათბირებზე და ადამიანები აუცილებლად დადებითად დაიწყებენ რეაგირებას თქვენზე. მომღიმარი ადამიანები უფრო საინტერესოები, მიმზიდველები, პოზიტიურები და თავდაჯერებულები არიან.