1. უფსკრულზე გადებული ხე, ხიდის ნაცვლად
ერთმა ადამიანმა ჰკითხა მთიელს:
— მომისმინე, რატომ არის რომ შენ ასე თავისუფლად დადიხარ ხის ღეროზე, მაშინ, როდესაც მე, იგივე გზის გავლისას, შიშისგან ვკანკალებ?
— როდესაც მე მივდივარ ამ ხეზე, მეორე მხარეს, მე წყალზე მივდივარ, რომელიც ჩემს ოჯახს სჭირდება, რომ წყურვილისგან არ დაიხოცნენ, ხოლო როდესაც იქიდან ვბრუნდები, მე ისე მინდა საკუთარი ოჯახის ნახვა, რომ უფსკრულზე, საერთოდ არ ვფიქრობ.
— ჰო, მაგრამ, მე რა უნდა ვუყო ჩემს შიშს? როგორ გავიარო უფსკრულზე შიშის გარეშე?
— მხოროდ ძლიერი სურვილი და უკიდურესი საჭიროება დაგავიწყებს, რომ უფსკრულის თავზე მიდიხარ.
2. მტრედი და აფრიკა
ერთ ქალს ძალიან უყვარდა პარკში მტრედების გამოკვება. ყოველ დღე, დილით ის იქ მიდიოდა და თან მიჰქონდა ერთი, ჯერ კიდევ თბილი, ბატონი და მთელ პურს მტრედებს აჭმევდა, ყრიდა რა პურის ნამცეცებს თავის ირგვლივ.
ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ქალის ასეთი საქციელი ერთმა “შეგნებულმა” მოქალაქემ დააფიქსირა და ერთხელ, როდესაც ქალი ისევ მივიდა პარკში და მტრედებს პური დაუყარა, მივიდა ქალთან და უთხრა:
— თქვენ აქ ამ საზიზღარ მტრედებს აჭმევთ პურს, ამ დროს კი, აფრიკაში ადამიანები შიმშილობენ!
ქალმა კი უპასუხა:
— აფრიკამდე ბატონს ნამდვილად ვერ გადავისვრი! იმათ ვეხმარები, ვისზეც ხელი და ფინანსური მდგომარეობა მიმიწყდება.
3. ტურისტი და ბრძენი
ერთი ამერიკელი ტურისტი ეწვია ცნობილ ბრძენს. ტურისტს ძალიან გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბრძენი მხოლოდ ერთოთახიან სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მხოლოდ ბუხარი, მაგიდა და სკამი იყო. დანარჩენი ადგილი კი წიგნებს ეკავა.
— რაბი, სად არის თქვენი ავეჯი? — გაიკვირმა ამერიკელმა.
— შენი სად არის? — ჰკითხა ბრძენმა.
— ჩემი? მე ხომ აქ გავლით ვარ. მე ტურისტი ვარ.
— მეც. — უპასუხა ბრძენმა.
4. გურუს კატა
ყოველთვის, როდესაც გურუ და მისი მოსწავლეები სალოცავად იკრიბებოდნენ, აშრამში კატა შედიოდა და მათ ყურადღებას უფანტავდა. მაშინ გურუმ მოსწავლეებს უბრძანა, რომ ლოცვის დროს, კატა დაებათ. გურუ გარდაიცვალა, მაგრამ კატას ლოცვის დროს, მაინც აბავდნენ. როდესაც კატაც მოკვდა, აშრამში სხვა კატა მიიყვანეს, რომ ზედმიწევნით შეესრულებინათ გურუს მიერ, ღმერთთან ურთიერთობის დროს, შემოღებული წესები. გავიდა საუკუნეები. ამ სწავლების მიმდევარმა მეცნიერებმა დაწერეს სამეცნიერო შრომა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კატის დაბმას ხვთისმსახურების დროს, უაღეესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
5. სასარგებლი–მავნე ყველი
ერთხელ მოლამ ცოლს უთხრა:
— წადი და ყველი მომიტანე. ის კარგად მოქმედებს კუჭზე და ადამიანი მადაზე მოჰყავს.
— სახლში ყველი არა გვაქვს. – უპასუხა ცოლმა.
— ძალიან კარგი, ყველი ცუდად მოქმედებს კჭზე და ღრძილებს ასუსტებს. – თქვა მოლამ.
გაკვირვებულმა ცოლმა ჰკითხა:
— ამ ურთიერთგამომრიცხავი აზრებიდან რომელია სწორე?
— თუ სახლში ყველი არის – მაშინ პირველი, თუ არ არის – მეორე. – უპასუხა მოლამ.