ეს მოკლე სამოტივაციო მოთხრობები დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ მომენტებს, ე.წ „ჩავარდნებს“. ასე რომ, წაიკითხეთ და გაიღიმეთ.
1. სინამდვილემ შეიძლება გაგაკვირვოთ.
24 წლის ბიჭი მატარებლის ფანჯრიდან იყურებოდა. უცებ მან ყვირილი დაიწყო.
„მამა შეხედე, ჩვენს წინ მწვანე ხეებია.“
მამამ გაიცინა და მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა წყვილმა სიბრალულით გადახედა 24 წლის ბიჭის ბავშვურ ქცევას.
“მამა, შეხედე, ღრუბლები მოგვსდევენ !” – არ ჩუმდებოდა ბიჭი.
წყვილმა ვერ მოითმინა და მოხუც კაცს მიუბრუნდა:
“რატომ არ წაიყვანთ თქვენს ვაჟს კარგ ექიმთან ?“ მოხუცმა კაცმა გაიღიმა და თქვა… “ჩვენ ზუსტად იქიდან მოვდივართ ახლა. ჩემი ვაჟი თვალში ვერ იხედებოდა. მას დღეს აეხილა თვალი.“
დედამიწის ზურგზე არსებულ ყოველ პიროვნებას აქვს საკუთარი ისტორია. ნუ შეაფასებთ ადამიანებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ კარგად არ იცნობთ. სინამდვილემ შეიძლება ძალიან გაგაკვირვოთ.
2. გათავისუფლდით პრობლემებისგან
ერთი კაცის მაიმუნი უცებ დიდ უფსკრულში ჩავარდა. კაცი ცდილობდა საყავრელი ცხოველის ასეთი მდგომარეობიდან გამოყვანას. მან გადაწყვიტა მაიმუნისთვის მიწა დაეყარა ზემოდან. როდესაც მაიმუნი გრძნობდა მიწის სიმძიმეს, ის ირხეოდა და ზემოთ ამოდიოდა.
რაც მეტი მიწა ეყრებოდა, ის უფრო მაღლა ადიოდა.
რაც უფრო მეტად ჩამოვიშორებთ პრობლემებს და გადავაბიჯებთ, მით უფრო მეტს მივაღწევთ.
3. დაბმული სპილო
ერთხელ ერთი მამაკაცი სპილოს გვერდით ჩავლისას გაოცებული შეჩერდა მასთან. ეს უზარმაზარი ქმნილება პატარა თოკით დაებათ. საკვირველი იყო, რომ სპილოს შეეძლო ამ თოკის გაწყვეტა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო იგი ასე არ იქცეოდა.
მამაკაცმა მწვრთნელი შენიშნა და ჰკითხა, რატომ იქცეოდა ასე ცხოველი.
“როდესაც ისინი პატარები არიან, ჩვენ ზუსტად იმავე ზომის თოკით ვაბამთ, რითიც ახლაა დაბმული. ეს საკმარისია მათ შესაჩერებლად. როდესაც ისინი იზრდებიან, ისინი ეჩვევიან ამ მდგომარეობას და სჯერათ, რომ არ შეუძლიათ გაწყვიტონ თოკი. მათ სჯერათ, თოკი იჭერს. ასე რომ ისინი არასდროს ცდილობენ გაქცევას.
4. კარტოფილი, კვერცხი და ყავის მარცვლები.
ერთხელ ქალიშვილი მამასთან წუწუნებდა რომ მისი ცხოვრება საშინელი იყო. მან არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა რიგი პრობლემები. ის დაღლილიყო ჩხუბითა და ბრძოლით. ასე ჩანდა ერთი პრობლემა მოგვარდებოდა თუ არა მეორე იწყებოდა.
გოგონას მამა მზარეული იყო. მან შვილი სამზარეულოში გაიყვანა. შეავსო სამი ქვაბი წყლით და თითოეული მათგანი მაღალ ცეცხლზე მოათავსა. ერთში სამმა კარტოფილმა იწყო მოხარშვა, მეორეში – კვერცხმა, მესამეში ყავის მარცვლებმა.
ორი წუთის შემდეგ მამამ ამოიღო ქვაბიდან კარტოფილი და განათავსა თასზე. შემდეგ ყავის მარცვლები და კვერცხი დააწყო თეფშზე და ჰკითხა ქალიშვილს, რას ხედავდა.
“კარტოფილი, კვერცხი და ყავა” – მიუგო ქალიშვილმა.
“ახლოს მიდი” – უთხრა მამამ “შეეხე კარტოფილს”. გოგო ასე მოიქცა, მაგრამ მან კვლავ ვერაფერი იგრძნო.
“მამა, ეს რას ნიშნავს ?“ – იკითხა მან.
მამამ აუხსნა შვილს, რომ კარტოფილს, კვერცხსა და ყავის მარცვლებს ერთი და იგივე უბედურება დაატყდა თავს, სამივე წყალში მოიხარშა. თუმცა, თითოეული მათგანის რეაქცია მოხარშვაზე განსხვავებული იყო.
კარტოფილი მაგარი იყო, მაგრამ მოხარშვისას დარბილდა.
კვერცხი მყიფე იყო და გული გაუმაგრდა.
ხოლო, ყავის მარცვლები უნიკალური აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც ყავა წყალში მოვათავსეთ, წყალი შეიცვალა და შეიქმნა რაღაც ახალი.
“შენ რომელი ხარ ?” – ჰკითხა მამამ საკუთარ ქალიშვილს. „როდესაც შენს კარზე უბედურება დააკაკუნებს, როგორ უპასუხებ ? როგორც კარტოფილი, კვერცხი თუ როგორც ყავა ?“
მორალი: ცხოვრებაში რაღაცები ხდება ჩვენ გარშემო, რაღაცები ხდება ჩვენთვის, მაგრამ ერთადერთი რამ რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რაც ჩვენ შიგნით ხდება.