Skip to content

13 საკვანძო გაკვეთილი, რაც 20 წლის განმავლობაში მასწავლა ცხოვრებამ

გააცნობიერე შეცდომების ძლიერი მხარე – ნურასდროს შეგეშინდება დაშვებული შეცდომების. გააცნობიერე და შეხედე მათ, როგორც ცხოვრების ახალ გაკვეთილს. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, თანაც არცთუ ისე ცოტას. შემდეგ ამის გამო საკუთარ თავს ვებრძვით მანამ, სანამ გავაცნობიერებთ, რომ ძალიან ბევრი და მაგარი რამ, სწორედ შეცდომების დაშვებით ვისწავლეთ. ყველაზე მეტად ცხოვრებას ჩემ მიერ დაშვებული შეცდომების გაცნობიერების შემდეგ ვცვლი.

,,Yes Man’’ უთხარი ცვლილებებს „დიახ!“- ხანდახან რაღაც ახლის დაწყება ყველას ურთულდება, მაგრამ არასდროს თქვა უარი ახალ შესაძლებლობებზე. მე ცვლილებების შიში მაქვს და ამას კარგი ნამდვილად არაფერი მოაქვს. ცვლილებები განვითარების ყველაზე დიდ შესაძლებლობას გვაძლევს.

გამოხატე გრძნობები თავისუფლად – ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც შენს გრძნობებს სხვებს უზიარებ, როდესაც ახლობლებს, მეგობრებს მათ მიმართ შენს დამოკიდებულებას აცნობ. ყველა ასე ვერ ვიქცევით, რაღაც შინაგანი კომპლექსები უკან გვხევს. მშურს ადამიანების, რომლებსაც გრძნობების გამოხატვა შეუძლიათ. გამოხატე, გამოხატე გრძნობები და ვერც წარმოიდგენ, თავს რამდენად ბედნიერად იგრძნობ. არ გადადო, არასდროს იცი, როდემდე გექნება ამის შესაძლებლობა. მე 1 წლის წინ უსაყვარლესი ადამიანი, ბაბუ დავკარგე. მასთან 1 წუთუთ შეხვედრის შანსი რომ მქონდეს, ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს.

უარყოფის შიში დავარმარცე – უარყოფის შიში ხანდახან ოცნებებზე უარს გვათქმევინებს. იცით რას მივხვდი? როდესაც წარმატებას ვაღწევ, რა თქმა უნდა, მეტად თავდაჯერებული ვხდები, თუმცა ამით სიამაყეს ვერ ვასწრებ, რომ რაღაც თვითშეფასებას ისევ დაბლა მიგდებს. ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე წარმატებით მოგვრილი ემოცია, შესაბამისად მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირს ხოლმე. ალბათ აქაც ბალანსია საჭირო. მოკლედ, ეს შიში თავიდან უნდა ამოვიგდოთ. მთავარია მიზანი და იქამდე მისაღწევი გზები სწორად განვსაზღვროთ და გზაზე რომ უამრავ დაბრკოლებას წააწყდები, ეს შენც შესანიშნავად იცი. არ დანებდე!

ნაკლებად განიცადეთ, რას ფიქრობენ სხვები შენზე – კარგად იცნობ საკუთარ თავს? გჯერა საკუთარი თავის? ხოდა სხვების წარმოდგენებზე ნაკლებად იფიქრე. ეცადე წარმატების მიღწევას და სულაც ნუ იფიქრებ იმაზე, მარცხის შემთხვევაში რას იფიქრებენ სხვები შენზე. თუ ზემოთ ნახსენებ საკითხზე ფიქრს ბევრ დროს დაუთმობ, გპირდები, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ. იცი რატომ? მიზნის მიღწევას რისკი სჭირდება, შენ კი რისკის ყოველთვის შეგეშინდება, იმიტომ რომ არასდროს იცი,,რას იფიქრებენ სხვები შენზე…’’

არასდროს იცრუო – ეს უდიდეს სიმშვიდეს მოგგვრის. ,,უვნებელი’’ ტყუილის შემთხვევაშიც კი სულ მასზე ვფიქრობ, ვნანობ, სინდისი მქენჯნის, თავის გამჟღავნების მეშინია. იცრუე? რაში დაგჭირდა ეს ტყუილი? შეიძლება საერთოდ არაფერში. ხოდა შეწყვიტე, სინდისის ქენჯნაზე საშინელი განცდა, ვფიქრობ, არ არსებობს.

გააუმჯობესე ურთიერთობები – ჩემზე ამაზე დადებითად არაფერი მოქმედებს. მიყვარს როდესაც ქუჩაში სასიამოვნო ნაცნობს ვხვდები და ვიცი, ჩემი ნახვა ძალიან უხარია. ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, შემოგხედე თუ არა შენთან მეგობრობა მომინდა, ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებო. ისე გამიხარდა, დღემდე ვცდილობ საკუთარი თავის იმ გოგოს თვალით დანახვას. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც სხვებისგან სიყვარულს, შენთან ურთიერთობით მოგვრილ სიამოვნებას გრძნობ.

ხანდახან განმარტოვდი – მიყვარს საკუთარ თავთან ყოფნა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. ამ დროს საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი ვარ და იცი რატომ? შემიძლია შენიშვნები არ დავიშურო, ვიცი, მაინც არ ეწყინება. ჩემსავე გადაწყვეტილებებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც ვერავის ვადანაშაულებ. შემდეგ ვაცნობიერებ და , როგორც გითხარით, ჩემს შეცდომებზე ბევრს ვსწავლობ.

ყოველთვის დასვი შეკითხვები – როდესაც რაღაც მაინტერესებს, კითხვებს ყოველთვის ვსვამ. ეს ეჭვიანი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან რაღაც მწყინს, მაშინვე მიზეზის გაგებას ვცდილობ. ხანდახან ადამიანები უნებურად ვაწყენინებთ ხოლმე ერთმანეთს, მე კი არ მინდა ურთიერთობა უნებლიე წყენის მსხვერპლი გახდეს. ამიტომაც ჩემს კითხვებზე გულწრფელ პასუხებს ვითხოვ. იქნებ შევცდი და ჩემთვის ცუდი სულაც არ უნდოდათ.

ყოველთვის იზრუნე სხვების განწყობაზე – არასდროს დაიშურო გულწრფელი კომპლიმენტები. რატომ არ უნდა გააკეთო ის, რაც იცი, რომ ადამიანს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.

არასდროს შეწყვიტო განვითარება – არასდროს არაფერია გვიან. თუ ფიქრობ რომ ერთ სფეროში შესაძლებლობები ამოწურე, ახალი ინტერესია საჭირო, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხატვა ცეკვა, თუ ახალი უცხო ენა იქნება… არჩევანი თქვენზეა.

გიყვარდეს საკუთარ თავი – მე რომ მკითხოთ გიყვარს თუ არა საკუთარ თავიო, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მიყვარს. საკუთარ თავთან ბრძოლის მომენტი ხშირად მაქვს. შეიძლება ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე. ჩემს ნაკლსაც და ძლიერ მხარესაც შესანიშნავად ვაცნობიერებ, სწორედ ეს მიყვარს საკუთარ თავში ყველაზე მეტად.

არასდროს შეედარო სხვებს – სხვების შედარებით ინდივიდუალიზმს დაკარგავ და მეტიც, შეიძლება შურიანი გახდე. როდესაც გინდა ვინმესნაირი გახდე და არ გამოგდის, შური გიჩნდება. ამაზე ამაზრზენი არაფერია. ნუ დაკარგავ ინდივიდუალიზმს. იყავი ისეთი, როგორიც ხარ. დამიჯერე, სულაც არ გჭირდება ვინმესნაირი გახდე, უბრალოდ საკუთარი თავის იდეალური ვერსია გახდი.

სალომე ლეკიშვილი