Skip to content

ჯონ ლოკი- „ფიქრები განათლებაზე“

წარმოგიდგენთ მე-17 საუკუნის უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნის ჯონ ლოკის ხედვას განათლებაზე. ლოკის იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის ფორმირებაშიც მისი იდეების წვლილი განუსაზღვრელია. ლოკის მთავარი ნაშრომები უკავშირდება ლიბერალურ პოლიტიკური მოძღვრებებს, თუმცა ვფიქრობ, მისი ხედვა განათლების შესახებაც საინტერესო იქნება.

წარმოგიდგენთ ლოკის უაღესად საინტერესო ნააზრევს დისციპლინაზე, კურიკულუმზე, აღზრდაზე და სხვა საკითხებზე, რაც განათლებას ეხება.

„ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი გონება“ ეს არის მისი ხედვის ქვაკუთხედი ბავშვის აღზრდისას. ლოკი არ აცალკევებს გონებას სხეულისგან და ამბობს, რომ აღზრდის დროს უნდა ვიზრუნოთ არა მარტო გონების განვითარებაზე, არამედ სხეულისაც.

ლოკი ამბობს: „ ყველა ადამიანს კარგად, ან ცუდად კეთილად ან ბოროტად სასარგებლოდ ან უსარგებლოდ 90 % აყალიბებს მისი განათლება“ ამ განცადებით ფოლოსოფოსი ხაზს უსვამს , რომ ადამიანი დაბადებით არის Tabula Rassa – სუფთა ფურცელი. ადამიანები აკეთებენ გარკვეულ არჩევანს ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენეს იმაზე, თუ როგორი იქნებიან. „ადამიანის უბედურება ან ბედნიერება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული“.

როგორ უნდა მივიღოთ ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გონება? ანუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი ისე, რომ იყოს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი? თავდაპირველად ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული ფიზიკურ ჯანმრთელობას. დაბადების პირველ წელს ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ამისთვის მშობლება შესაბამისად უნდა გამოკვებონ და იზრუნონ ბავშვზე.

დისციპლინა :

ლოკს, როგორც რეალისტების ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელს იდეალისტებისგან განსხვავებით, (კანტი) ოპტიპიმისტური დამოკიდებულება აქვს ადამიანის ბუნების მიმართ, თუმცა, ის გარკვეულ შემთხევევაში არ გამორიცხავს მსუბუქად დასჯას ბავშვებისას. მისი აზრით, დასჯით და სიმკაცრით ბავშვებთან სასუველ შედეგს ვერ მიაღწევ, „მე ხშირად მესმის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბავშვებს მკაცრად უნდა მოვექცეთ, ჩემი აზრით, სიმკაცრეს და დასჯას მცირე შედეგი მოაქვს სიკეთის თვასაზრისით“ ლოკი ამბობს, რომ დასჯით აღზრდილი ბავშვები იშვიათად გამოდიან საუკეთესო ადამიანები. მაშინ როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა რა არის კარგი და ცუდი? როგორ უნდა გავხადოთ ისინი მოტივირებულნი, კარგი მანერების მქონენი? ლოკი ამ კითხვას პასუხობს შემდეგნაირად: ბავშვებმა ეს ყველაფერი უნდა ისწავლონ მაგალითებით და არა ზემოდან დაწესებული კანონებით . მშობლებმაც და მასწავლებლემაც მათ უნდა უჩვენონ კარგი ქცევის მაგალითები: ბავშვები აკვირდებიან უფროსებს და შემდეგ გამოაქვთ თავიანთი დასკვნები, თუ რა არის კარგი რა ცუდი საქციელი. ლოკის აზრით, ადამიანებში და განსაკუთრებით ბავშვებში არის მიმბაძველობის გრძნობა და მათ სურთ რომ იყვნენ თავინთი მშობლებისა და მასწავლებლების მსგავსნი, ისინი ყოველთვის აიდიალებან უფროსებს. „ეს არის ადამინის ბუნებრივი განვითარება და იმპულსები, ამიტომ თუ ჩვენ გვსურს ჩვენი შვილებს ჰქონდეთ კარგი მანერები , იყვნენ ცივილიზებულნი მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ“.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ზედმეტად ცელქობენ? რა თქმა უნდა ისინი იცელქებენ, თუმცა თუ რაიმე ცუდს ჩაიდენენ არ უნდა მოგვეჩვენოს, რომ ეს არის ბუნებრივი ბოროტება მათში, ლოკის აზრით, ასეთ პრობლემებს ასაკი განკურნავს, ამიტომ არ უნდა ჩავარდე განსაცდელში უნდა გახსოვდეს რომ ბავშვები არიან.

სწავლების პროცესი:

ლოკი ამბობს, რომ განათლების პროცესი ბავშვებისთვის არ უნდა ჰგავდეს სამსახურს, არც მოვალეობას. ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც აკვნიდანვე დაჰყვება არის თავისუფლება, ბავშვებს ყოველთვის უნდათ თვითონ ირჩევდენ, იღებდნენ გადაწყვეტილებას, ამიტომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ ეს. სწავლება უნდა იყოს სასიამოვნო და მხიარული პროცესი, მათი ბუნებრივი მისწწაფებების განვითარებას ისახავდეს მიზნად. ბავშვებს ყოველთვის ექნებათ სურვილი, რომ ისწავლოთ თუ მათ შესაბამისად პატივისცემით, შარმით მივაწოდებთ. სხვა შემთხვვევაში მათ მალე შეზიზღდებათ სკოლა.

კურიკულუმის შესახებ:

საინტერესო და უცნაურია მისი მოსაზრება ამ კუთხითაც. ლოკის აზრით, ბავშვისთვის ცეკვის სწავლება აუცილებელია თან მაშინვე, როგორც კი ფიზიკური კონდიცია ხელს შეუწყობს. ცეკვა აძლევს ბავშვებს კაცურ ხასიათს და სიმამაცეს. „ როცა და გოგო და ბიჭი ერთად ცეკავენ ისინი სწავლობენ ერთმანეთთან სწორად და ცივილურად ურთიერთობას“ .

ცეკვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკის აზრით, არის კითხვის შესწავლა. ის ამბობს, რომ ბავშვებმა მაშინვე უნდა დაიწყონ კითხვის შესწავლა, როგორც კი მეტყველებას დაეუფლებიან. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თვალებისა და ვერბალური კოორდინაცია ისწავლონ. აუცილებლად მიიჩნევს, რომ ბავშვებს კითხვასთან ერთად განუვითაროთ მეხსიერება და ამისთვის მათ გარკვეული ტექსტები უნდა ასწავლოთ ზეპირად.

რაც შეეხება წერას, ბავშვმა წერის შესწავლა უნდა დაიწოს მას შემდეგ, რაც კარგად შეეძლებათ კითხვა. როგორც კი ბავშვი შეძლებს კარგად ისაუბროს მშობლიურ ენაზე დროა დაიწყოს უცხო ენის შესწვლა.

ლოკის აზრით, კურიკულიმში ასევე უნდა იყოს არითმეტიკა, გეოგრაფია, გეომეტრია და ისტორია ყველა ამ საგანს აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება.

ლოკი ამბობს, მშობლები არ უნდა ენდონ ძველ ჩვეულებებს. ბავშვის აღზრდისას არ უნდა შეეშინდეთ ექპერიმენტების, არ უნდა მოარგონ ბავშვები ჩარჩოებს პირიქით, “ამისთვის საჭიროა კარგად ვიცნობდეთ ბავშვს” .

თარგმანი: სასკოლო კვლევების ცენტრი

Lecture by Dr. Stephen Hicks