ნამდვილი დისციპლინა საჭიროებს ადამიანის გამძლეობას, რათა უნარები განივითაროს და დაბრკოლებებთან ბრძოლა შეძლოს. თქვენ არ უნდა დაკარგოთ გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი დრო, თუმცა ასევე სიჩქარეც მავნებელია. იპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი. მოქმედების დროა მაშინ, როდესაც იდეა არის ცხელი და მიზნის მიღწევის სურვილი ყველაზე ძლიერი.
მაგალითად, გსურთ ააშენოთ ბიბლიოთეკა. თუ თქვნი სურვილი მართლაც შინაგანად გწვავთ, რაღა გიშლით ხელს მოიძიოთ პირველი წიგნი? პირველს მოყვება მეორე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, თქვენი იდეა მაშინვე ფრთებს შეისხმს. უფრო განვითარდებით და დაიხვეწებით. იდეის განხორცილებას მაშინვე უნდა შეუდგეთ, როდესაც აზრი მოგივათ და არ უნდა დაელოდთ შემდეგ წელიწადს. თუ ძალიან გააჭიანურებთ, თქვენი მიზანი გაფერმკრთალდება და საბოლოოდ სინანულის მეტი არაფერი შეგრჩებათ.
რა უნდა გავაკეთო მაშინ, როდესაც ძალიან გვინდა ახალი საქმის დაწყება? ასეთ შემთხვევაში უპირველესად გვჭირდება დისციპლინა. შემდეგ უკვე მკაცრი დაგეგმვა და ვადების განსაზღვრა. თუ ვინმე გესაუბრათ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და დაინტერესდით ამ თემით, მაშინ დაგჭირდებათთ წიგნი ჯამრთელობაზე. მიზანს ყოველთვის თან ახლავს განხორციელების კონკრეტული გზა, რომელზე სიარულისას შეიძლება დაეცეთ, თუმცა მარცხი საშუალებას გაძლევთ შემდეგი ცდა უკეთესად გამოგივიდეთ. წინსვლის დროს მცირე წარმატებაც კი საოცრად ამაღლებს მოტივაციას. ასეთ შემთხვევაში კი ცვლით მთელი ცხოვრების წესს უკეთესობისკენ.
დისციპლინირების საუკეთესო მეთოდია თვითშეფასება და ღირსების გრძნობა. როდესაც ადამიანი ლოგიკურად აფასებს თავის შესაძლებლობებს და განჭვრეტს მომავალს, წინასწარ განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანობასაც მივხვდება. ამასთანავე თუ განვიცდით დისციპლინის ნაკლებობას, მაშინვე დაიწყება ფსიქიკური პრობლემები და ნერვიულობა. წაგვერთმევა ენერგია და მიზნის განხორციელების სურვილი, რდაგან ჩვენს გეგმას გადავუხვიეთ.
საბოლოოდ მთავარია, იმოქმედოთ დღესვე! ამ წუთას! აიძულეთ საკუთარი თავი, უახლოესი გეგმა დასახოს და გახსოვდეთ დისციპლინის მნიშვნელობა. შექმენით საკუთარი ფილოსოფია “მე შემიძლია საკუთარ თავს ვასწავლო მიზნის მიღწევის საშუალებები და მომავალში ვიზეიმო ჩემივე წარმატებებით“.
თარგმანი: თემურ იკოშვილი