გიფიქრია როდისმე თუ ვინ ხარ და საით მიდიხარ?
გიფიქრია რისთვის მოევლინე ამ ცხოვრებაში და რა მისია გაკისრია?
გიფიქრია თუ რატომ დაიარები დედამიწაზე და რისთვის გითენდება ყოველი დღე?
გიფიქრია როცა სიკვდილი მოგიკაკუნებს რას წაიღებ ამ ქვეყნიდან?
გიფიქრია თუ არა რა არის ცხოვრების არსი?
გიფიქრია იმაზე, რომ ცხოვრობ თუ არსებობ?
და საერთოდ რას წარმოადგენს შენთვის სიცოცხლე და ცხოვრება?
მე მგონი არცერთხელ არ დაფიქრებულხარ, რადგანაც რომ დაფიქრებულიყავი და პასუხები გცოდნოდა შენ კი არ იარსებებდი არამედ იცხოვრებდი. კი არ დაიბოღმებოდი ცხოვრებაზე არამედ სიხარულით იფრენდი.
კი არ შეგზიზღდებოდა ადამიანები, არამედ ყველა უკლებლივ ყველა გეყვარებოდა.
შენი ცხოვრების მისია რომ გცოდნოდა დღეს შენ ბოროტების მაგივრად სიყვარულს და სიკეთეს დასთესდი.
მაგრამ თუ შენ არ გაგაჩნია კითხვებზე პასუხი, აბა რიღათი განსხვავდები ცხოველისაგან, რომელიც საჭმელზე ზრუნვის გარდა არაფერზე ფიქრობს და ინსტინქტებით მოქმედებს?!
/წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი/