ოთახში ოთხი სანთელი იწვოდა. ირგვლივ სრული სიწყნარე სუფევდა. სანთლები საუბარობდნენ…
ერთმა მათგანმა თქვა: „მე ვარ სიმშვიდე, მაგრამ, რატომღაც, არავის შეუძლია დიდხანს შემონაჩუნოს. ზუსტად ვიცი, რომ მალე ჩავქვრები“ მართლაც, სანთლის ალმა სწრაფად იკლო და ჩაქრა.
მეორე სანთელმა თქვა: „მე რწმენა ვარ. უმეტესად, რწმენა ცოტახანს არსებობს. ასე რომ რა გასაკვირია, ცოტახანს რომ ვანთივარ.“ საუბარი რომ დაასრულა, ნაზი ნიავის წამობერვასავით აბრიალდა და ჩაქრა.
¨“მე სიყვარული ვარ. მე არ მაქვს ელვარების ძალა, ადამიანები ვერ ხვდებიან ჩემს აუცილებლობას, სხვადასხვა უსარგებლო თვისებებს მამჯობინებენ ხოლმე“ – თქვა მესამემ, წვას უმატა და ცოტახანში ისიც ჩაქრა.
მოულოდნელად ბავშვი შევიდა ოთახში და დაინახა რომ სამი სანთელი აღარ ენთო.
„რატომ არ ანთიხართ, თქვენ ხომ დამპირდით, რომ არ ჩაქრებოდით?“ -ატირდა პატარა.
ატირებული ბავშვი მეოთხე სანთელმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, ვიდრე მე ჯერ კიდევ ვიწვი შეგვიძლია სხვა სანთლები ხელახლა ავანთოთ, მე ხომ იმედი ვარ.“
ბავშვმა გაბრწყინებული თვალებით აიღო იმედის სანთელი და ჩამქრალი სანთლები აანთო.
ამდენად, ვიდრე იმედის ნაპერწკალი არსებობს, ყოველთვის შეგვიძლია შევინარჩუნოთ რწმენა, მშვიდობა და სიყვარული.