Skip to content

“ცხოვრება” როგორც ასეთი..

მინდა გითხრათ ის, რაც ისედაც ყველამ იცით, რაც ისედაც დევს ჩვენს ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში.. ცხოვრება არ არის მარტივი, როგორც “მზის სხივები”.. ეს არის ძალიან ბინძური და საზიზღარი რამ.. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ძლიერი ხარ, ის მაინც დაგაქოჩებს, მუხლს მოგადრეკინებს მის წინაშე და იქნები დაჩოქილი იმდენ ხანს, რამდენის უფლებასაც მისცემ. ვერც თქვენ, ვერც მე, და საერთოდ ვერავინ მოგაყენებთ ისეთ “დარტყმას” როგორც მას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად შეძლებ”დაარტყა”. მთავარია რამდენი დარტყმის ატანას შეგიძლია და ამის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება. რამდენი დარტყმის ატანას შეძლებ და ამის მერე წინსვლას შეუჩერებლივ. აი ასე იქმნებიან ადამიანები! ლიდერები! ინდივიდები ! ნამდვილი ადამიანები!

ტკივილი დროებითია! მას შეიძლება გრძნობდე ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი თვე ან თუნდაც ერთი წელი, მაგრამ დგება მომენტი როდესაც ის ქრება და რაღაც განსაკუთრებული რჩება ჩვენში. ხოლო თუ დავიხევთ უკან და დავნებდებით “ჩვენში ტკივილი მარადიული იქნება” . სწორი გადაწყვეტილებების მიღება იმდენად რთულია, რომ ხშირად ერთი ნაბიჯით ადრე, ან ერთი ნაბიჯით გვიან წყვეტს საქმეს.  ის წამი რომელიც შემდეგ დაგაკლდა.. ის წამი რომელიც შენ გჭირდება.. ის ყველგან არის ! ყოველდღიურობაში, ყოველ წუთში, ყოველ წამში ! გაქვს ოცნება? დაიცავი ის! ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს ეს, ყოველთვის გეტყვიან, რომ არაფერი გამოგივა.. რაღაც თუ გინდა იბრძოლე მისთვის, მორჩა ! წარუმატებლობის არასდროს გეშინოდეს.

შეუძლებელია ყოველთვის იყო გამარჯვებული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეშინდე. შენ უნდა გჯეროდეს, რომ შენ განსაკუთრებულის შექმნა შეგიძლია. ადამიანი რომელიც ამბობს, რომ მას შეუძლია და რომელიც ამბობს, რომ მას არ შეუძლია, ორივე მართალია! ყოველი ჩვენგანი ვამბობთ, რომ გვინდა წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჩვენ ეს არ გვინდა, მაგალითად ისე, როგორც დასვენება. ჩვენ უფრო მეტად მოდურობას და მსგავს სისულელეებს ვნატრობთ. ჩვენ არ გვინდა წარმატება, რადგან ძილს ვნატრობთ. მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია. ჩვენი მთავარი შიში, იმაში კი არ მდგომარეობს, რომ არასაკმარისად ძლიერნი ვართ, არამედ იმაში, რომ ჩვენში უსაზღვროდ დიდი ძალა იმალება  ! ჩვენ ნათელი უფრო გვაშინებს და არა ბნელი.. უნდა მოუსმინო შინაგან ხმას და ჰკითხო საკუთარ თავს, ვინ გინდა იყო? შენით უნდა გაიგო, რა გჭირდება ბედნიერებისთვის!  გააკეთე არჩევანი. უბრალოდ მიიღე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შენი ცხოვრება, ვინ ხარ და ვინ იქნები. უბრალოდ მიიღე გადაწყვეტილება.. იფიქრე იმაზე, რომ იყო საუკეთესო და არა რიგითი.. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ეს, უბრალოდ ამას ერთეულები ახერხებენ..  გახსოვდეს, რომ შენ ადამიანი ხარ და “ერთი ცხოვრება” გაქვს.. გამოიყენე ის !