Skip to content

ცვლილება გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად იწყება

ყოველ დილით ვნატრობთ: ნეტავ მქონდეს დისციპლინა,რომ არ დავკარგო დრო, ნეტავ შემეძლოს რაიმე სიახლე შევიტანო ჩემს ცხოვრებაში, დავიწყო ახალი საქმე, გავიცნო საინტერესო ადამიანები – შევცვალო ჩემი ცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია ავისრულოთ ეს სურვილები, დღეს, ხვალ, შემდეგ კვირას, თვეს, თუნდაც მომავალ წელს. ან შეგვიძლია, რომ…

არაფერი გავაკეთოთ. არც ესაა პრობლემა, თუ არ გვხიბლავს საკუთარი ცხოვრების შეცვლის იდეა, შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად. დავრჩეთ ისეთი, როგორიც ვართ. ავირჩიოთ გართობა განათლების ნაცვლად, ილუზიები სიმართლის ნაცვლად, ეჭვები თავდაჯერებულობის ნაცვლად. არჩევანი ჩვენზეა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რეალობა ერთია: ცვლილებას ველოდებით, როდესაც მისთვის ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს.

“შეცდომები ვარსკვალებში კი არ არის გაფანტული, ჩვენში იმალებაო”. უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს უკეთესი არჩევანი. მათ ვისაც ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა სწადიათ არ სჭირდებათ თავის მოტყუება, მარცხის გამო წლობით დეპრესიაში ჩავარდნა და უაზრო კითხვებზე პასუხის ძებნაში დროის კარგვა.

თუ რაიმე არ მოგწონთ – შეცვალეთ…  ხე ხომ არ ხართ?

არ შეიძლება, მივსცეთ უფლება ჩვენს შეცდომებს, რომ მუდამ არასწორი გზით გვატაროს. თუ რაღაც არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში, ნუ გააკეთებთ იგივეს და ეცადეთ უკეთესი გადაყვეტილებები მიიღოთ.

ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და ეს ცვლილება გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად იწყება…