გსმენიათ ლეგენდა ინდოელების ერთ-ერთი ჩვეულების შესახებ, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი, როდესაც დრო დგებოდა ახალგაზრდა ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასულიყო?
ინდოელები ბიჭებს მარტო ტოვებდნენ ტყეში.
სწორედ ამ ტრადიციის თანახმად, მამამ ბიჭს თვალები აუხვია და ტყეში წაიყვანა. უთხრა, რომ მარტო ტოვებდა. უბრძანა მას, მთელი ღამე კუნძზე მჯდომს გაეტარებინა და სახვევი არავითარ შემთხვევაში მოეხსნა თვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩენამდე.
ბიჭი უნდა მჯდარიყო მარტო, თავისთვის, არც ვინმესთვის უნდა დაეძახა საშველად.
თუ იმ ღამეს გადარჩებოდა, უკვე კაცი იქნებოდა. მას არ შეეძლო მოეყოლა საკუთარი გამოცდილება თანატოლებისთვის, თითოეულ მათგანს თავად უნდა გამოეჩინა ვაჟკაცობა და გამბედაობა.
ბიჭი შეშინდა. ყველა სახეობის ფრინველისა და ცხოველის ხმა ესმოდა… დამშეული მხეცები ტყეში დაძრწოდნენ. შეიძლებოდა რომელიმე ადამიანსაც ევნო მისთვის.
დედამიწის ზედაპირზე ქარი დაჰქროდა და ცდილობდა, კუნძი, რომელზეც ბიჭი იჯდა, წაექცია…
ის გაუნძრევლად იჯდა… არასდროს შეხებია სასახვევს თვალზე… მისთვის ეს ერთადერთი გზა იყო კაცი გამხდარიყო.
საბოლოოდ, საშინელი ღამის შემდეგ, მზის პირველი სხივი გამოჩნდა და ბიჭმაც თვალებიდან სახვევი მოიძრო. გარშემო მიმოიხედა და დაინახა იქვე მამამისი იჯდა…
კაცს მთელი ღამე შვილის გვერდით გაეტარებინა.
ამ მბიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ჩვენ არასდროს ვართ მარტო. მაშინაც კი, როცა გვგონია, გვერდით არავინ გვყავს, ოჯახი და მეგობრები იქ არიან…
ჰო, ისინი, გვერდით კუნძზე სხედან…