ადამიანები დიდ დროს ვხარჯავთ გარემო-პირობების დადანაშაულებაზე; არანაკლებ ენერგიას ვფლანგავთ ახსნა-განმარტებებზე, თუ რამ შეგვიშალა ხელი -წარმატების მიღწევაში; მაგრამ ძალიან ცოტა რესურს ვიყენებთ თვით-განვითარებისათვის;
ჩვენ, როდესაც ვადანაშაულებთ სხვებს და ვამართლებთ საკუთარ თავს, ეს გვართმევს წინსვლის შესაძლებლობას.
მე მაშინ შევწყვიტე სიცოცხლე და დავიწყე ცხოვრება, როდესაც ვთქვი: ჩემი ბრალია და ამ დღიდან გამიჩნდა რწმენა, რადგან ჩემი ბრალია-ესეიგი მე შემიძლია შევცვალო, გავაუმჯობესო, მე ვიმოქმედო! ეს ის პირველი პირობაა, რომელმაც მაპოვნინა სამსახურები ყველანაირი ნაცნობობის გარეშე, შემაძლებინა დამეწყო რამდენჯერმე ისევ 0-იდან; წამოვმდგარიყავი, მაშინ როცა მტკიოდა.
ალბათ, იყო პერიოდი როცა მეგონა ჩემს მაგივრად ვინმეს უნდა ესწავლა, ეპოვა სამსახური, გავეშვი სამოგზაუროდ, მუდამ დამხმარებოდა! არაფერი გამოვიდა, ვერავინ გააკეთებს რაიმეს ჩემს ნაცვლად, სანამ მე არ დავიწყებ მოქმედებას!
ალბათ, იქნება პერიოდი როცა ძალიან რთული იქნება თქვა „ჩემი ბრალია“, როცა ეს ადამიანებთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ რამდენჯერაც ეს ვცადე- გავიზარდე.
მესმის, არის გარკვეული ბარიერები, რაც არც ჩვენი ბრალია და ვერც ვცვლით, მარტივი მაგალითი თუნდაც გზებზე „იამკები“; თავიდან ვბრაზობდი, ველოდი როდის გაუმჯობესდებოდა სიტუაცია, როდის გაიმართებოდა გზები ან გამოასწორებდნენ სხვები მანქანის ტარებას; ახლა ვხვდები მე უნდა გავხდე უკეთესი მძღოლი! ყოველთვის ვიყო ყურადღებით და ის მაქსიმუმი გავაკეთო, მე რაც შემიძლია!
ჩვენ გარემოში სხვები გვასწავლიან მუდმივად, „ნუ ღელავ“ რაიმე თუ არ გამოგდის მშობლების აღზრდის, სკოლის, უნივერსიტეტის, ნაცნობობის, ამინდის, საცობის, ყველაფრის მაგრამ არა -შენი ბრალია-არ ვიცი, ეს მეთოდი მე არ გამომადგა. რა თქმა უნდა ყველა მოვლენაში „ჩვენ“ ბრალს არ ვგულისხმობ, უბრალოდ იმის ნაცვლად რომ ბოლოს დავადანაშაულოთ ჩვენი თავი, მე გთავაზობთ-თავიდან!
შენ არ დაბადებულხარ მოვლენების “მსხვერპლად”, შენ ჩემპიონი ხარ! ვისაც შეუძლია იმოქმედოს, შეცვალოს და გაიმარჯვოს!
გისურვებთ ყოველმხრივ წარმატებებს!
თაკო