გერმანული ფესვების მქონე, ამერიკელი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი ე.წ ,,ბინძური რეალიზმის” სტილში წერდა, ისე რომ მის ნაწარმოებებში პერსონაჟები, საგნები და მოვლენები არაა შელამაზებული, პირიქით ის უხეში და აგრესიული ფორმით აღწერს რეალობას, ისეთს როგორიც არის ის რეალობაში.
1. კარგია როცა გაქვს წასასვლელი, მაშინ როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა.
2. ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია ადამინებთან ურთიერთობას თავი ავარიდო. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა მით უკეთ ვგრძნობ თავს.
3. მარტოობა მაძლიერებს; მის გარეშე ისე ვარ როგორც მშიერი და მწყურვალი, მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს, მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით მაგრამ, მე მასზე ვარ დამოკიდებული.
4. ზოგადად მე ცუდი ვარ, მაგრამ როცა მე კარგი ვარ,ეშმაკმა დალახვროს ისეთი კარგი ვარ.
5. უბრალოდ იცხოვრო სანამ არ მოკვდები ეს უკვე _ მძიმე შრომაა.
6. უმადურობა და უხეშობა ბადებს პირად ჭეშმარიტებას.
7. როცა შენ მთვრალი ხარ, სამყარო უწინდებურად სადღაც გვერდითაა, მაგრამ ის ყელში მაინც არ გიჭერს.
8. სამყაროს გადარჩენა რომ დაიწყო, თითოული ადამიანი ცალ-ცალკე უნდა გადაარჩინო,ყველას გადარჩენა ეს რომანტიზმია თუ პოლიტიკა?!.
9. უკიდურესი ნაგავის ხილვა ეკრანებზე ადამიანებისთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ რომ ნაგავს უყურებენ.
10. დეპრესია და თვითმკვლელობა ხშირად არასწორი დიეტის შედეგია.
11. მწერლები_ ეს სასოწარკვეთილი ხალხია, და როცა მათ იმედი უჩნდებათ ისინი ვერ ახერხებენ წერას.
12. 25 წლის ასაკში გენოიოსობა ყველას შეუძლია, აი 50 წლის ასაკში ამისთვის რაიმეს გაკეთებაა საჭირო.
13. პატიოსნება ტალანტს იშვიათად წაადგება. აი იღბალი სხვა საქმეა. ტალანტი მას ყოველთვის ფეხდაფეხ დასდევს.
14. საქმე ცუდად მიდიოდა, მაგრამ არავინ იცის საით.
15. რა თქმა უნდა შესაძლებელია ადამიანი გიყვარდეს _ თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ.
16. სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები თავდაჯერებულობით.
17. თუ კი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ის სულელია; ეს ნიშნავს რომ შემ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი.
18. სილამაზე ეს არაფერია. შენ თვითონაც არ იცი, როგორ გაგიმართლა, რომ ლამაზი არ ხარ. თუ კი ადამიანებს მოწონხარ, იცი რომ საქმე სულ სხვა რამეშია.
19. თუ კი თქვენ სინდისი სულ აღარ შეგრჩათ, და იცით ეს მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სინდისი ჯერ კიდევ შეგრჩენიათ.
20. არის დღეები, როცა ჯობია საწოლიდან არ გამოხვიდე და პლედში თავიც ჩარგო.
21. თუ ნაბიჭვარი ხარ ესე თქვი. თორემ სხვა ვინმე გეტყვის. მაგრამ თუ მე გეტყვი პირველი, ამით სხვებს განვაიარაღებ.
22. პირველი რაც მე შენში მომეწონა, აი ის რომ შენ არ გაქვს ტელევიზორი- თქვა ლიდიამ.
23. მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს, იმისთვის რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო.
24. იყო სიკეთის და ბოროტების მიღმა ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ იმისთვის რომ ვიცხოვროთ ჩვენ ერთ_ ერთის არჩევა მაინც გვიხდება.
25. ზოგიერთ ადამინრბს არ შეუძლიათ ჭკუიდან გადასვლა _ ამიტომაც მათი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია.
26.თუ არ შეგიძლიათ იყო ჯენტლმენი, მაშინ ღორი მაინც ნუ იქნები.
27. იპოვო ის რაც გიყვარს, თუნდაც მოგკლას.
28. მე არ მჯერა, რომ სამყაროს შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ, მე მჯერა რომ , შეიძლება შეეცადო რომ ის არ გახდეს უფრო ცუდი.
29. ყოველთვის გამოჩნდება ის ვინც შენ დღეს გააფუჭებს, და მთელ ცხოვრებასაც.
30. ვფიქრობ უნდა დავლიო. დალევა ყველას ჭირდება, უბრალოდ მათ ამის შესახებ არ იციან.