თუ ღამით იღვიძებ და ფანჯარასთან მიდიხარ და უყურებ როგორც ციმციმებენ ვარსკვლავები ცაზე, იცოდე შენ ლამაზ პეიზაჟს ქმნი სამყაროსთვის..თუ გეძინება,მაგრამ მაინც გსურს, ეს ჯადოსნური წამები იგრძნო,შენ მეოცნებე ხარ და ეს ძალიან კარგია..ცაზე თუკი,მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ციმციმებს, იცოდე, მას აინტერესებს რას ფიქრობ და როგორი თვალები გაქვს.. ხოლო თუ მეზობელ კორპუსებში ალაგ–ალაგ ანთია შუქი,გახსოვდეს ,მათ ვისაც არ სძინავთ შუა ღამისას,იციან ცხოვრების ფასი..ისინი ძვირფას წუთებს უფრთხილდებიან.ენანებათ დრო,ამიტომ ღვიძავთ ასეთ წუთებში.ხოლო,თუ სარკლმებთან გაზაფხულია და ერთი ჩიტი ჭიკჭიკებს მხოლოდ, ისიც შენს გამო..მხოლოდ იმიტომ,რომ შენ მოგეფეროს,მხოლოდ იმიტომ,რომ ყურში ჩაგჩურჩულოს ძვირფასი სიტყვები,რომელიც აუცილებლად უნდა გაიგონო..მოკლედ, ასეთი ამბებია შუა ღამისას,მაშინ,როცა გვგონია,რომ სამყაროს სძინავს,მაშინ,როდესაც ფიქრობ ,რომ ნიავიც კი არ იძვრის გარეთ. და ამ დროს კი ღვიძავთ ვარსკვლავებს.იღვიძებენ ჩიტები და თვითმფრინავები,რომლებიც კვეთენ ცას შენს ფანჯრებში იყურებიან.
შენ კი გაწუხებს ფიქრი, რა არის ცხოვრება,რა არის სიცოცხლე,რისთვის ვცხოვრობთ,რა არის ჩვენი მიზანი.?
ჩვენი მიზანია ცხოვრების ჯადოსნური პეიზაჟები აღმოვაჩინოთ სამყაროში,გავიღვიძოთ მაშინ,როდესაც სხვებს სძინავთ და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ.ვიფიქროთ,ვიოცნებოთ და ვიყოთ უბრალოდ კარგად.