ბოლო წლების განმავლობაში უამრავი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სიაში უმუშევრობა პირველ ადგილზე დგას. ზემოთხსენებული პრობლემის მოგავრების გზებზე ბევრს მსჯელობენ, თუმცა დამეთანხმებით მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, ამ პრობლბის გადასაჭრელად. გარე ფაქტორების განხილვა სხვა დროისთვის გადავდოთ, ამ პოსტში კი მსურს, შრომისმოყვარეობაზე და იღბალზე გესაუბროთ.
იღბალი ყოველთვის ალბათობის საკითხია, რაც უფრო ბეჯითად ცდილობთ წარმატების მიღწევას, მით მეტია ტრიუმფის ალბათობა. წარმატება მიდის ადამიანთან, რომელიც წინააღმდგებობებს არ უშინდება. თვითრეალიზაცია მსხვერპლს მოითხოვს – წარუმატებელი ცდებისა და სამწუხარო შეცდომების სახით. რაც მთავარია დრო დაუთმეთ ფიქრს, რა გსურთ და რისი კეთება შეგიძლიათ,
წინააღმდეგ შემთხვევაში დროსაც დაკარგავთ და მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯებიც არ იქნება შედეგის მომტანი. კონფუციმ თქვა: ‘’გაუზრებელი სწავლა ფუჭი შრომაა’’-ო, ისწავლეთ, იშრომეთ და იფიქრეთ თანაბარპროპორციულად.
ინგლისურ ენაში არსებობს სიტყვა ‘’Hard work’’, რასაც ქართულად „დაუღალავი შრომა’’, ან „მუყაითური შრომა’’ შეესაბამება. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. ნაპოლეონ ჰილის აზრით „ის ადამიანი რომელიც იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე უხდიან, მალე იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე შრომობს.’’
თუ ყოველ დღეს საკუთარი ძალების გამოწვევად მიიღებთ, გაგიკვირდებათ რამდენი რამის მოსწრება და რა ეფექტურად მუშაობა შეგიძლიათ. იღბალი კარგია, მაგრამ შევთანხმდეთ, „უმართლებთ მშრომელებს“, ანუ მართ ვინც ცდას არ აკლებს.
შეიყვარეთ შრომა და იმუშავეთ საკუთარი თავის განვითარებაზე. პოსტს კი ამერიკელი ბიზნესმენის ტომას ედისონის გენიალური გამონათქვამით დავასრულებ ‘’There is no substitute for hard work” „მძიმე შრომის ალტერნატივა არ არსებობს!”.