Skip to content

შეიცვალეთ შიგნით, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო გარეთ

ადამიანი საკუთარი ფიქრებით ქმნის თავის ცხოვრებას. ქმნის თითოეულ დღეს. არა მარტო ფიქრებით. ასევე წარმოდგენებით, აღქმით, გარემოს მიმართ დამოკიდებულებით. გადაავლეთ თვალი თქვენს ცხოვრებას და დაფიქრდით რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს თავში, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო.

გარემოს აღქმა – ერთი ადამიანი დილით დგება. ირგვლივ ამჩნევს რა სილამაზეა. როგორი მდიდარია სამყარო. რამდენი შესაძლებლობებია ირგვლივ.

მეორე ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია. მუდმივად ერთი და იგივე ხდება. ირგვლივ არაფერია საინტერესო. მიაჩნია, რომ სამყარო ირგვლივ არაფერს სთავაზობს.

მესამე ადგება დილით. იცის, რომ უამრავი შესაძლებლობებია ირგვლივ, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოიყენოს.

ფიქრები – გარდა გარემოს მრავალფეროვნების თუ ერთფეროვნების, ფართო თუ მწირი შესაძლებლობების შეგრძნებისა, ადამიანები განსხვავდებიან იმითაც თუ რას ფიქრობენ. ერთი ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს მისი რუტინული დღე და გააკეთოს რაიმე ახალი, საინტერესო. ფიქრობს, რომ ყველაფერი მის ხელშია.

მეორე ფიქრობს, რომ მორიგი მოსაწყენი დღე გათენდა. რომ არაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ფიქრობს, რომ არ აქვს უნარი ბედნიერი გახადოს თავისი დღე.

მესამე კი ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს, მაგრამ რა აზრი აქვს. ასე უბრალოდ მოინდომო და შეცვალო შენი „მშვიდი“ რუტინა რა საჭიროა, რისთვის, რატომ? დაიმახსოვრეთ, პოზიტიური აზროვნება და ნეგატივის გაუქმება წინსვლის და ცხოველქმედების კიდევ ერთი საშუალებაა.

ღირებულებები – გარდა აღქმისა და ფიქრებისა არსებობს ღირებულებები, რომელიც ზოგჯერ გვაფერხებს. შეიძლება რომელიმე ღირებულება გვიშლიდეს ხელს მოვახდინოთ სასურველი ცვლილება. მაგალითად თუ თქვენს პრიორიტეტად დააყენეთ საკითხი “კარიერა“ და მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების მთავარ ღირებულებად, შესაძლოა გამოგრჩეთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც თქვენი ბედნიერებისთვის აუცილებელია. მაგალითად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. ამის შეთავსება კი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გიჭირდეთ, რომ გჯერათ ერთის გამოჩენით დაკარგავთ მეორეს.  ან შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ თუ კარიერას ააწყობთ ოჯახის შექმნას ვერ შეძლებთ და ამიტომ იხევთ უკან. ასეთ დროს სასურველია შეძლოთ ღირებულებების გადაფასება, დალაგება და ცხოვრების ახალი წყობით გაგრძელება. გააცნობიერეთ თქვენი ღირებულებები.

რწმენა – ყველაზე მთავარი კი რაც ამ ყველაფერს შეგაძლებინებთ რწმენაა, რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი. რწმენა იმისა, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. და ეს მოახდინოთ თქვენი აღქმების, ფიქრების, დამოკიდებულებების, ღირებულებების და ფასეულებების ცვლილებებით.

დაიწყეთ შიგნიდან რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება გარეთ.