საქართველოს ნებისმიერ წერტილში ყველგან “საქართველოა”, ტავტოლოგია არ გეგონოთ, ახლავე ავხსნი რას ვგულისხმობ, დღეს დილით 66 ნომერ მიკროავტობუსში ავედი, ხალხი თავისთვის წყნარად იჯდა, მხოლოდ ერგთან იყო “თავისუფალი” ადგილი, თავისუფალი რა, სკამნახევარზე კაცი იჯდა და არც კი უცდია განძრევა, ნახევარ სკამზე ჩამოვჯექი და ლეპტოპი ამოვიღე, ინტუიციამ მიკარნახა, რამე “ქართული” მოხდებოდა და მეც უნდა დამეწერა ჩანახატის მსგავსი რამ… სიტუაციამაც არ დააყოვნა, გვერდზე ერთსკამიანი ადგილი გათავისუფლდა და ამოვისუნთქე, გადავალ, დავჯდები მეთქი, ვინ დაგაცადა, კისრისტეხით გამოვარდა უკნიდან გოგონა და ისეთი სისწრაფით დაჯდა ამ თავისუფალ სკამზე, რომ გახედვაც ვერ მოვასწარი, გამეღიმა, ასეთ რამეს ხომ უამრავჯერ შევსწრებივარ, ოღონდ ეს ჩასაწერია, გავიფიქრე და ჩავწერე კიდეც. თითქოსდა გასაკვირი არაფერია, დარწმუნებული ვარ უამრავ ამაზე უარეს მაგალითს შეხვედრიხართ, მაგრამ დღეს ამ სტატიაში ამ უბრალო მაგალითის კი არა, არამედ ძირითადი პრობლემის არსზე და მისი მოგვარების ჩემეულ ხედვაზე მსურს საუბარი.საშინელ დეგრადაციას განვიცდით, ვფიქრობ და ამის შემაკავებელი ვერაფერი მომიფიქრებია, 2 გამოსავალი გაქვს, ან უნდა გასაშუალოვდე, ან გაგიჟდე, მე კი მესამე, არარეალური ვარიანტი მაქვს არჩეული და ვცდილობ ვიბრძოლო, ვიხავლო, ვიყვირო რომ საქართველო ის კი არაა, რაც ახლაა, არამედ ის, რაც უნდა იყოს, როგორადაც ღმერთმა შექმნა… მახსენდება ტექსტები სუფრასთან, საქართველოს სადღეგრძელოს დროს:
კოლუმბი რომ შუა ზღვაში
ამერიკას დაეძებდა
მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე
კანონების კოდექსს წერდადა როდესაც რუსმა ხალხმა
ძლივს ისწავლა ანი-ბანი
შოთამ მაშინ დაამთავრა
თავის ვეფხისტყაოსანიგავიგეთ ბატონო, მჯერა ბატონო, ვამაყობ ბატონო, “სამიათასი მეთქი”-სიც მჯერა (სამიათასი მეთქი, ლევან სანიკიძის გამოთქმა უქარქაშო ხმლებში, სადაც ასაბუთებს რომ ჩვენს ქვეყანას სამიათასწლოვანი ისტორია აქვს), თამარ შვიდმნათობიერისიც მჯერა, დავითი და გიორგი მეთერთმეტე ჩემი კერპია საერთოდაც! მერე?! მერე რა? ოოო რა კარგები ვიყავით. ხოდა ჩემო ბატონო, რა საზოგადოებაც დავითის დროს იყო, როგორი ბრძენი და პატრიოტი იყო ავღანეთში გადახვეწილი გიორგი მეთერთმეტე, როგორი ქართლზე გაგიჟებული “დელი” იყო გმირი მეფე სვიმონი, ისეთი საზოგადოება და ხელისუფლება მინდა, სხვაგვარად როგორ აგისხნათ? 9 ძმა ხერხეულიძე მინდა, 300 არაგველი მინდა, თევდორე მღვდელი მინდა, 200 თუში მინდა, 7 ძმა ჩოლოყაშვილი მინდა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები მინდა, შალვა და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები მინდა, კოსტანტი კახი მინდა, გობრონი მინდა, აბო თბილელი მინდა, შუშანიკი მინდა და ჩემი კერპი – შალვა ახალციხელი მინდა, რუქნადინს და ბარქიაროკს რომ პირდაპირი მნიშვნელობით დროშები დაახია თავზე ბასიანსა და შამქორში, მერე კი საქართველოსთვის ეწამა ჯალალ-ად-დინის ხელით… დღეს მინდა, აქ მინდა და ამ ქვეყანაში, ისტორიული პერსონაჟები კი არა, აქ და ახლა მინდა!!!

დღეს საქართველოს მოსახლეობა რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი:
1. ერთი ნაწილი ცდილობს, თავი გადაირჩინოს, ნებისმიერი ხერხით, თუნდაც ეს მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ზიანის მიაყენების, მათი გათელვის, შეურაცხყოფის, უფლებების დარღვევის, ინტერესების შელახვისა თუ მათთვის ხელის შეშლის, ჩასაფრების, მახის დაგების, მათი ჩაძირვისა და პიროვნული განადგურების ფასად დაუჯდეს;
2. მეორე ნაწილი გახდა დეპრესიული, დაავადდა მსხვერპლის ვირუსით და დაკარგული სასოების საძიებლად თუ სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ეკლესიას მიაწყდა;
3. მესამე ნაწილი, ე.წ. „თავის საშველად“, საერთოდ წავიდა საქართველოდან და იმ ქვეყნებს მიაშურა, სადაც მეტი შესაძლებლობებია, საკუთარი თავის გადასარჩენად თუ სამშობლოში დატოვებული ოჯახის წევრებისა და ნათესავების „შესანახად“.
4. ხოლო ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ შესაძლებელია რამე ღირებულის გაკეთება საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, თითოროლადაა გაბნეული საქართველოს მოსახლეობაში.პრობლემა და ჩაკეტილი წრე ნათელია, იმ ფონზე, როცა ხალხის უდიდესი ნაწილი სამაგიეროს გადახდის რეჟიმსა და მენტალობაში ცხოვრობენ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თითქოსდა მარწუხებისგან გათავისუფლდნენო, იმატა კრიმინალური თავისუფლების განცდამ ადამიანებში და შესაბამისად, გაიზარდა დანაშაულებრივი ქმედებები. ასევე, პრაქტიკულად არ არსებობს ნეიტრალური ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება და სამწუხაროდ, განათლების სისტემის ცვალებადობა დამოკიდებულია ამა თუ იმ ძალების ხელისუფლების სათავეში მოსვლაზე (იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ძირითად კანონზე – საქართველოს კონსტიტუციაზე). ამ ფონზე რთულდება გამოსავლის ძიება და, მით უმეტეს, თუნდაც თეორიულად მოძებნილი გამოსავლის პრაქტიკაში განხორციელება.
ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ განათლების სისტემის რეფორმა და დახვეწა მისი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, გონებრივი გარღვევა, ერის ცნობიერების ამაღლებაა ერთადერთი “წამალი” ამ ქვეყნის გადარჩენისა, წინსვლის და განვითარებისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის გრანტების, სტიპენდიების, სწავლის გადასახადის შემცირების, საჯარო განათლების დაწესებულებების რაოდენობის ზრდის საშუალებით.
აბრაამ მასლოუ მეოცე საუკუნის ამერიკელი ფსიქოლოგია და ცნობილია თავისი “ადამიანის მოთხოვნილებების” კონცეფციით.

მასლოუც თვლიდა, რომ ადამიანის პიროვნება წარმოადგენს თვითრეალიზაციისა და ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამოხატულებას. იგი აცნობიერებდა, რომ თვითრეალიზაცია ძალიან რთული ამოცანაა, რომელსაც მისი ვარაუდით, ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 1% აღწევს.
მასლოუს მიხედვით არსებობს ადამიანის 5 ძირითადი მოთხოვნილება იერარქიის მიხედვით, ესენია: ფიზიოლოგიური, უსაფრთხოება, სიყვარული და მიკუთვნება, დაფასება, თვითრეალიზაცია.
1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები – საკვები, წყალი, ჩასაცმელი, შთამომავლობის გაგრძელება. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები აზრს კარგავს, ვინაიდან ირღვევა ადამიანის ორგანიზმის რეგულაცია.
2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები – მტრისგან, სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან დაცვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ფსიქიკის რეგულაცია.
3. სოციალური კონტაქტების მოთხოვნილებები – სიყვარული, მეგობრობა, ყურადღება, ზრუნვა. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა პიროვნების სოციალური საქმიანობის რეგულაცია.
4. პატივისცემის მოთხოვნილებები – აღიარება, მიღწევები, სტატუსი, პრესტიჟი. თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა ადამიანის ქცევის რეგულაცია, იგი აღარ წარმოადგენს ფასეულობას სხვებისთვის, ანუ საზოგადოების სრულფასოვან წევრს.
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები – საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რისი პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.
თუ ამ საფეხურთაგან რომელიმე დარღვეულია, მაშინ ადამიანი ვერ იქნება თვითრეალიზებული. და თუ ყველა პირობა დაცულია, ადამიანი აღწევს ზენიტს, მაქსიმალურად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს და არის თვითრეალიზებული.
მასლოუს თეორიის თანახმად, ადამიანები მხოლოდ მაშინ შეეცდებიან მაღალი დონის დაკმაყოფილებას, როცა ისინი შეძლებენ, ნაწილობრივ მაინც დაიკმაყოფილონ ის მოთხოვნილებები, რომლებიც იერარქიის ქვედა ნაწილშია მოთავსებული ძალიან მნიშვნელოვანია მასლოუს პირამიდის გათვალისწინება სასწავლო პროცესში.
მასლოუს იერარქიულ მოდელში გარეგანი სტიმულები (გარეგანი მოტივაცია) ქცევას აღძრავს პირველ ორ– ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების მოთხოვნილებების – დონეზე, დანარჩენ სამ დონეზე კი ადამიანის ქცევას შინაგანი სტიმულები (შინაგანი მოტივაცია) უდევს საფუძვლად.
უმაღლესი განათლების გარეშე, ადამიანები იქცევიან დაბალი კლასის მოქალაქეებად, რომლებიც ასრულებენ ეგრეთ წოდებულ „შავ“ სამუშაოს, არასაკმარისი ანაზღაურებით, და შესაბამისად, მთელი ცხოვრება ვერ შორდებიან აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის პირველ და მეორე საფეხურს, ისინი მუდმივად ბიჰევიორისტული თეორიის თანახმად მოქმედებენ ანუ ეს ადამიანები ორიენტირებული არიან გადარჩენასა და პირად უსაფრთხოებაზე და გარეგანი ფაქტორები ყოველთვის ახდენას გავლენას მათ ქცევასა თუ განწყობაზე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს საერთოდ არ რჩება დრო საზოგადოებრივ აქტივობებებში ჩასაბმელად თუ სოციალური სამართლიანობისთვის საბრძოლველად. უფრო მეტიც, მას არ ჰყოფნის არც რწმენა და არც კომპეტენცია იდეალისტური მიზნების დასახვისა და მიღწევისათვის. ასეთ ადამიანს არ სჯერა რომ არსებობს იდეალისტური მიზნები და ვერც კი წარმოუდგენია, რომ მათი მიღწევა შესაძლებელია.
დახვეწილი განათლების სისტემა არის ერთადერთი გამოსავალი, შეიქმნას 21-ე საუკუნის ახალი ცოდნის საზოგადოება, რათა ადამიანები გათავისუფლებულ იქნან ე. წ. `ეკონომიკური ადამიანის” შეზღუდული მენტალური მოდელისაგან და ჩანაცვლებულნი უნდა იქნენ „ცოდნის მუშაკით“, რომელიც ჯერ კიდევ პეტერ დრუკერმა პირველად 1939 წელს ჩამოაყალიბა წიგნში `ეკონომიკური ადამიანის დასასრული, (ეს წიგნი შემდეგ 20-ჯერ გამოიცა და დღესაც ერთ-ერთ “ბესტსელერად” ითვლება). წიგნში ჩამოყალიბებული მიდგომა ადამიანისადმი, როგორც ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სუბიექტისადმი, 50-იან და 80-იან წლებშიც კი ადამიანები კონცენტრირებულნი იყვნენ მიმდინარე საქმეებზე, ფუნქციებსა და პროცესებზე, ხოლო დრუკერი კი ამტკიცებდა, რომ ცხოვრება უნდა დავიწყოთ მიზნების ჩამოყალიბებით და მხოლოდ შემდეგ უნდა გადავიდეთ ფუნქციების, ურთიერთქმედებებისა და პროცესების ფორმირებაზე. პოსტკაპიტალისტური და ინფორმაციული ეპოქა ხასიათდება `ცოდნის საზოგადოებით, ამ დროს წამყვანი ხდება `ინტელექტუალური მუშაკი.
დრუკერის აზრით ცოდნის ადამიანის მთავარი მოთხოვნილება, მისია არის საკუთარი თავის მართვა, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ის აკეთოს, რასაც ეუბნებიან. საკუთარი ადგილის პოვნის პროცესში `ცოდნის ეკონომიკის მუშაკებისთვის ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს საკუთარი ფასეულობა.
“მომავლის განათლებული პიროვნება – ეს არის ისეთი ადამიანი, ვინც გრძნობს სწავლის გაგრძელების აუცილებლობას. ეს ახალი განსაზღვრებაა და იგი შეცვლის იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ”. – პეტერ დრუკერი.
ჩვენს საზოგადოებაში მწირად გაბნეულნი ცოდნის მუშაკები უნდა გახდნენ აქტიურნი და პროდუქტიულნი.
„ცოდნის მუშაკი“ არის სწრაფად მზარდი ნებისმიერი ქვეყნის სამუშაო გარემოში. მას შეუძლია შეასრულოს არსებულ სამუშაოთა 80%.
დრუკერი მათ ახალ ლიდერებსაც უწოდებს, თუმცა არა “ქართულად ლიდერს”, რომელიც წინ წაუძღვება ერს და ყველას გადაარჩენს, ყველას გასაკეთებელ საქმეს თავის თავზე აიღებს, “აი ახალი ლიდერი, ეს გადაგვარჩენს”.
“ცოდნის მუშაკმა” იცის თავისი ძლიერი მხარეები, იცის რა და რატომ უნდა და იცის როგორ გახდეს წარმატებული, სხვებისთვის მისაბაძი და მაგალითის მიმცემი საკუთარ ძლიერ მხარეებსა და პროფესიაში. იცის საკუთარი მისია, მიზნები, ღირებულებები, ფასეულობები, ერთი შეხედვით ის იდიალისტია, მაგრამ საოცრად პრაგმატულად უდგება ყველა მიზნის დასახვას და შესრულების გეგმას. ცოდნის ადამიანი მზადაა ბოლომდე დაიხარჯოს, აქვს თვითრეალიზაციის მაღალი მოთხოვნილება და ჯერა რომ პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს. ასე გაბრწყინდა მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი, დავით აღმაშენებელი, შალვა ახალციხელი, ილია ჭავჭავაძე, სტივ ჯობსი, ჯეკ უელში, ჰენრი ფორდი, ლი დო იოკოკა და სხვა უამრავი. ეს გახლავთ დასავლური “ლიდერის” დეფინიცია.
აყვავებული მომავალი, განვითარებული ეკონომიკა “ინტელექტუალურ/ცოდნის მუშაკის” პროდუქტიულობაზეა დამოკიდებული და რაც დრო გავა, ეს დამოკიდებულება სულ უფრო გაიზრდება.
ცოდნის მუშაკი, ეს არის:
კაპიტალური აქტივი;
ახალი ლიდერები (დასავლური ლიდერის დეფინიციის მიხედვით);
ახალი სამთავრობო პოლიტიკა;
ახალი მსოფლიო ეკონომიკა;
ახალი მართვის ხელოვნება;
ლიბერალიზმზე, პლურალიზმზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული ახალი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება;
საკუთარ ძლიერ მხარეებზე და ფასეულობებზე ორიენტირებული, პროაქტიული ახალგაზრდობა;
პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმეში წარმატებული საზოგადოება;
მაღალპასუხისმგებლიანი და კვალიფიციური პერსონალი ყველა სფეროში;
“თუ კი ფეოდალური რაინდი ყველაზე უფრო გამოკვეთილად წარმოადგენდა ადრეული შუასაუკუნეების საზოგადოებას, ხოლო `ბურჟუა- კაპიტალიზმს, განათლებული ადამიანი წარმოადგენს პოსტ-კაპიტალისტურ საზოგადოებას, სადაც განათლება ცენტრალური რესურსი გახდა” – პეტერ დრუკერი.მე ცოდნის ადამიანზე ვსაუბრობ, აქ კი ყველგან “საქართველოა”, ავტობუსშიც, მიკრო-ავტობუსშიც, ქუჩებშიც, უნივერსიტეტებშიც…

გამოგზავნი/ავტორი: ზაზა ქოიავა – სერთიფიცირებული ტრენერი ლიდერობაში, NLP Couching-სა და მენეჯმენტში, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი; პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ლექტორი;